სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სალექციო კურსის მიმოხილვა

30 დეკემბერს, პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ დასრულდა. სალექციო ფორმატში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს:

“ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი” (პროფ. ზურაბ დავითაშვილი), კოლექტიური მეხსიერების როლი საგარეო პოლიტიკაში: საქართველოს და რუსეთის მაგალითები“ (პროფ. გიორგი გვალია), „პოსტსოციალისტური საზოგადოებების ფსიქოლოგიური ანალიზი: “საბჭოთა ნარატივი” (პროფ. გაგა ნიჟარაძე), „ურბანული უთანასწორობა თბილისსა და ერევანში საბჭოთა პერიოდში“ (პროფ. დავით სიჭინავა), „მეხსიერების ადგილები“ და მეხსიერების პოლიტიკა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“ (პროფ. ნინო ჩიქოვანი), „სტალინის კულტი – მუზეუმი საქართველოში“ (პროფ. ოლივერ რაისნერი), „მეხსიერების ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში: ევროპეიზაციის ნარატივი“ (რიჩარდ გირაგოსიანი), „აკადემიური წერა - როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია“ (ლევან კახიშვილი), „კვლევის მეთოდები ანალიტიკური სტატიისთვის“ (პროფ. დავით სიჭინავა).

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს.