იტალიელი პროფესორების ლექციების კურსი სამართლის ფაკულტეტზე

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სტუმრად ეწვივნენ: სამართლის დოქტორი და კოჩის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პოსტ-დოქტორანტი ვალენტინა რიტა სკოტი, კერძო შედარებითი სამართლისა და შედარებითი კომერციული სამართლის ექსპერტი ჯოვანა კარუნო, მილანის უნივერსიტეტის კერძო შედარებითი სამართლის პროფესორი და შედარებითი შრომის სამართლის კვლევითი ცენტრის წევრი მარკო სეგესიო და შედარებითი კერძო სამართლის პროფესორი ანდრეა ბორონი.

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესს გარიგებების კურსის ფარგლებში, მოწვეული ლექტორები საჯარო ლექციების კურსს ჩაატარებენ.