„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით  „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორის ქეთევან ბოჭორიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
 
ლექციაზე სტუმარმა პროექტის არსი ვრცლად მიმოიხილა, ვინაიდან ქალაქის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებისათვის. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის დანიშნულებას და სამომავლო პერსპექტივებს სხვადასხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით.