ურბანული აქტივიზმი - ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის PR დეპარტამენტის ორგანიზებით ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ურბანული აქტივიზმი“.

ტელე და რადიო წამყვანმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა ქალაქ თბილისის ურბანული განვითარების პერსპექტივებზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და მის გამოცდილებაზე ისაუბრა. ამასთან, უცხო ქვეყნების გამოცდილებიდან მაგალითები მოიყვანა და თეორია ''უფლება ქალაქზე'' განიხილა.