"უშიშროების საბჭო - პრეზიდენტის სათათბირო ორგანო"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი PD Talks Club-ის ფარგლებში საჯარო ლექციათა ციკლი გრძელდება.

 ამჯერად, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა და იბსუს მოწვეულმა ლექტორმა დავით ბრაგვაძემ გამართა ლექცია თემაზე: ''უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო".