გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პიარ დეპარტამენტის ორგანიზებით იბსუს მოწვეული ლექტორისა და ისტორიკოსის გრიგოლ გეგელიას საჯარო ლექცია გაიმართა -"სეკულარიზმი: მნიშვნელობები, გამოწვევები და მომავალი".

რას ნიშნავს სეკულარიზმი? როგორ ესმით ეს ცნება მსოფლიოს განსხვავებულ წერტილებში? გულისხმობს თუ არა სეკულარიზმი "რელიგიის მტრობას"? როგორია სეკულარიზმის აწმყო და მისი პერსპექტივები? - შეხვედრა ამ და სხვა აქტუალურ თემებს ეხებოდა.