დავით პაიჭაძის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედია კლუბის ორგანიზებით დავით პაიჭაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: " მედია - როგორც ძალადობის წამქეზებელი".

ლექციის ფარგლებში სტუმარი არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო - სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსების შელახვის ზღვარს: უნდა დაუთმოს თუ არა ჟურნალისტმა ტრიბუნა ადამიანს, რომელიც ძალადობის შემცველ მესიჯებს ავრცელებს. არის თუ არა საერთოდ ეს სიტყვის თავისუფლება და რა ფაქტორებს იყენებს ქართული მედია ვერბალური და არავერბალური მესიჯების გავრცელებისას.