საჯარო ლექცია საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით, აქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა.

თენგიზ ფხალაძე არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის „რბილი ძალის“, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების შესახებ რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტისა და აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი. მონაწილეობდა 50-მდე საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.