თანამშრომლობა ნოტინგემის უნივერსიტეტთან

ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოც. პროფ. ფერნანდო კასალ-ბერტოა (Fernando Casal-Bertoa) იბსუს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვია.

 საჯარო ლექციის შემდეგ, შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ სადოქტორო თანახელმძღვანელობისა და დოქტორანტი სტუდენტების გაცვლით კვლევითი ვიზიტის შესაძლებლობები.