„გაიცანი ქართული დიპლომატია“

„დიპლომატის დღესთან“ დაკავშირებით, 12 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას „გაიცანი ქართული დიპლომატია“.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოადგილეებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ უწყების თანამშრომლებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და ინფორმაცია მიეღოთ სამინისტორს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების წესის შესახებ.

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.