იბსუმ UniAgents European Education Summit 2017-ზე მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა 24-26 ოქტომბერს უნგრეთში გამართულ განათლების სამიტზე მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის (გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, დანია, ესპანეთი და სხვ.) 49 უნივერსიტეტის 177 მონაწილე ესწრებოდა.

 აღნიშნული პლატფორმა გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდას ემსახურება. საქმიანი მოლაპარაკებების შედეგად გაჩნდა იდეა, რომ არაერთი უცხოელი სტუმარი ეწვიოს საქართველოს და მომავალში იბსუმ ევროპის უნივერსიტეტების რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი.