ჩრ. ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი - რიჩარდ ბეილსი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ ბეილსმა შრომის სამართლში სემინარი გამართა.
ღონისძიების მიზანი ექსპერიმენტული სწავლების წახალისება იყო. 

ტრენინგ-სემინარი თავისი სპეციფიკურობითა და უნიკალურობით გამოირჩევა. იგი კონცენტრირებულია თითოეული მსმენელის მაღალ აქტივობაზე, რომელსაც ქმნის სპეციალურად შექმნილი იმიტირებული, სტერუსლი გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფორმის სემინარები თეორიული ცოდნის ამაღლებასთან ერთად, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ შექმნილ დაბრკოლებებს და საკუთარ თავზე გამოეცადათ ამერიკული კოლექტიური შრომითი მოლაპარაკების მოდელის სპეციფიკა და თავისებურებები. შრომითი სამართლის კურსში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამართლის ისე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა.