კონტაქტების გამოფენა 2017

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) უნივერსიტეტისა და ბიზნეს პარტნიორობის პროექტის ფარგლებში „კონტაქტების გამოფენა 2017“ გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სადაც მოწვეული იყო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე როგორც წამყვანი, ისე დამწყები და განვითარების პროცესში მყოფი კომპანიები და სტუდენტები. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობებისა და განვითარების სამინისტროს მიერ.

 „კონტაქტების გამოფენა 2017“ -ის მსვლელობისას გამოვლინდა პროექტის „ჰაკათონი რასბერი ფაის გამოყენებით“ სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ რასბერი ფაი და სერტიფიკატები. 
ამ ტიპის ჰაკათონი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) უნივერსიტეტისა და ბიზნეს პარტნიორობის პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა.

გუნდებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ვორქშოფს ,,Agile Software Development with Scrum" პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაუძღვებიან გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები სვენ კობლე და დეივიდ გროსმენი . აღნიშნული ვორქშოფი 4-დან 6 ოქტომბერის ჩათვლით ჩატარდება ტექნო პარკში და მასში ჰაკათონის გამარჯვებულ 3 გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყველა ის კომპანია და სტარტაპი, რომლებმაც გამოფენაზე წარადგინეს საკუთარი პროდუქცია და პროგრამები.

ამ კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: Cyber Security Bureau, UnleashAR, GEC Development Corp. , Cnick, Lingwing, Lasercombat, Antigamingstudio, Orient Logic,APEX LTD, DriverVR.