IBSU-ს პროფესორის წიგნის პრეზენტაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორნათელა დოღონაძის წიგნის „განათლების მეცნიერება“ პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გარდა, ღონისძიებას დაესწრნენ სტუმრები იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

წიგნი ეხება განათლების მეცნიერებების მრავალ ასპექტს: ტრადიციულ პედაგოგიკას, განათლების ფსიქოლოგიას,  ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და მენეჯმენტს, ასევე, საგანმანათლებლო კანონმდებლობას. იგი შედგენილია, როგორც სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის და 60-კრედიტიანი მასწავლებელთა მომზადების პროგრამისათვის.წიგნს თან ახლავს დისკი, რომელიც მოიცავს წიგნის ელექტრონულ ვერსიას, თემატურ სლაიდებსა და წიგნის აუდიო ვერსიას. ყველა თემის ბოლოს და ასევე სლაიდებში შემოთავაზებულია დავალებები. წიგნში განხილულია განათლების სხვადასხვა თანამედროვე შეხედულებები და მოწოდებულია ინფორმაცია საგანმანათლებლო პრაქტიკაზე მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით.  

უნივერსიტეტები, რომლებიც  იბსუსთან თანამშრომლობენ, ბიბლიოთეკისთვის წიგნის ეგზამპლარი გადაეცემათ.