მეორე საერთაშორისო კონფერენცია HALC 2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და საქართველოში რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა ესტუმრნენ. 
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კონეფენციის ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 26-27 სექტემბერს მართავს.

კონფერენციაში 80-მდე მომხსენებელი იღებს მონაწილეობას საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები არიან:
1. ანა რიაბოშენკო, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი; 
2. ბისერ გეორგიევ კოზლევი, არქიტექტურის, სამოქალაქო მშენებლობის და გეოდეზიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი;

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.