მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 24 სექტემრიდან 8 ოქტომბირს ჩათვლით მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და სხვ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ 24 სექტემბერს გაიხსნა რიყის პარკში, სადაც ყველა მონაწილე უნივერსიტეტმა/დაწესებულებამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა.