იარონ ბრუკის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და ახალი ეკონომიკური სკოლის ხელშეწყობით, აინ რენდის ინსტიტუტის (აშშ) აღმასრულებელი დირექტორის, იარონ ბრუკის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: ''კაპიტალიზმის მორალურობა: თავისუფლების მორალური მხარე''. ლექციას დაესწრნენ #იბსუ-ს სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

ლექციის დასრულების შემდეგ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა - პაატა შეშელიძემ ბიზნესის მართვის ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა ავტორის - აინ რენდის წიგნი ''ჩვენ ცოცხლები“, შემდეგ კი დისკუსია კითხვა-პასუხსი რეჟიმში გაგრძელდა.