სტუდენტები ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტიდან

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, იბსუს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, 27 აგვისტოდან - 3 სექტემბრამდე 12 სტუდენტისა და 2 პროფესორის შემადგენლობით პარტნიორ უნივერსიტეტთან (საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ჩინეთი) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დელეგაციას მასპინძლობს.

 ვიზიტის დროს დაგეგმილია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცნობა, წამყვანი ექსპერტებისა და პროფესორების ლექციები, ქართულ კომპანიებში ვიზიტი, საველე კვლევების ჩატარება და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობა.