საიმონ ვესტის ლექცია: სტრატეგიული კომუნიკაციები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა საიმონ ვესტი საჯარო შეხვედრა გამართა. აუდიტორიასთან სამხედრო ექსპერტმა თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ''ფეიქ-ნიუსების'' პრობლემატიკასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე ისაუბრა. ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანი კომუნიკაციისადმი მოთხოვნილება და საჭიროება;

 ინფორმაცია, როგორც ძალა - ადამიანი და ინფორმაციის დამუშავება: აღქმა, ქცევა და დამოკიდებულებები;

  ქსელები/სისტემები - კავშირი ადამიანებს შორის;

 გონება - სადაც ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხმარება;

 თანამედროვე საინფორმაციო გარემო - გადატვირთული და ურთიერთდაპირისპირებული სივრცე; შემობრუნება პროპაგანდის ეპოქისკენ (ინტერნეტის დაბადება)

 პროპაგანდა სიკეთისა და ბოროტებისთვის - წარმოშობა და განვითარება;

 რუსული პროპგანდისტული მანქანის შესახებ - მაგალითების განხილვა; საინფორმაციო გარემოს ბუნება - კოგნიტური, ფიზიკური და ვირტუალური განზომილებები:

 საინფორმაციო გარემოს გაგების მოდელები;

 საინფორმაციო გარემოს შეფასება;

 სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება;

 სამიზნე აუდიტორიის ანალიზი; ნარატივების ბრძოლის ველზე:

 ნარატივის თეორიის შესახებ;

 ნარატივი, როგორც ბრძოლის იარაღი - თავდაცვითი და შეტევითი; როგორ გამოიყენებს კერძო და სახელმწიფო სექტორი ინფორმაციას ახალი რეალიების შესაქმნელად:

 აქტორები და მათი როლის გაგება;

 ნარატივი, ბრენდი და რეკლამა;

 მაფორმირებელი და დამარწმუნებელი - ქცევითი ეფექტი;

 ინტერნეტი - საფრთხე თუ პერსპექტივა;

 ახალი გარემოებები - ახალი ბრძოლის ველი;

 სიმართლის მანიპულაცია;

 ინტერნეტ-ტროლინგი და მცდარი ინფორმაციები;

აღსანიშნავია, რომ საიმონ ვესტი ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.