საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტში სინო- საქართველოს კომპეტენციის ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. თემასთან დაკავშირებით იბსუში სტუმრად საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს სინო-საქართველოს კომპეტენციის ცენტრის მომავალი მიმართულებები, მიზნები, ხედვები, რომელიც თავისთავად ასახული იქნება ცენტრის სამოქმედო გეგმაში.

ცენტრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. 
ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ.