კომპიუტერულ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა 2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში iLab - ინოვაციების ლაბორატორიის „კომპიუტერულ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლა 2017-ის“ პირველი ნაკადის საზეიმო დახურვა გაიმართა.

 სკოლის თითოეული კურსის მონაწილემ, ფართო აუდიტორიის წინაშე, შესაბამის მიმართულებაში (ვებ პროგრამება, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინგლისური ენა) საკუთარი ნაშრომი წარადგინა. 
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და დაჯილდოვდნენ წამახალისებელი პრიზებით.