მრგვალი მაგიდა თემაზე „კონფლიქტის გადაწყვეტის მოდელები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და კავკასიოლოგიის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „კონფლიქტის გადაწყვეტის მოდელები შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში: ბალკანური და კავკასიური კონფლიქტების შედარებითი ანალიზი“.

მრგავლი მაგიდის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინეს განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სამაგისტრო მიმართულების სტუდენტებმა სარაჰ ნეშერმა და ელიზაბეტ კარლსონმა.

სტუდენტებმა პრეზენტაციის დროს განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა სამზრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეზოლუცია. 
მოხსენებების დასრულების შემდეგ აღნიშნული თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია,
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ კავკასიოლოგიის სფეროს ექსპერტები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.