საფრანგეთის ელჩის ვიზიტი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნ პასკალ მენიე ეწვია და ფრანგული ენის კაბინეტი გახსნა. დამსწრე აუდიტორიას ელჩი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე ესაუბრა, საუბარში შეეხო ასევე საფრანგეთი-საქართველოს, ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობასაც.

მიღების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში სპეციალურმა სტუმრებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

არაოფიციალური ნაწილი კი მუსიკალურ და ლიტერატურულ ნომრებს დაეთმო.