ნინო ბოლქვაძე იბსუში

ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.

შეხვედრის ფორმატი შედგებოდა სამი სექციისგან: პირველი სექცია დაეთმო სტუდენტების გიორგი მამულაშვილისა და ნინო გაბაძის პრეზენტაციას. მეორე სესიის ფარგლებში ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ევროპა და საქართველოს ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მესამე სექცია დაეთმო დისკუსიას, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ კითხვები და ესაუბრათ ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.