სამართლის საზაფხულო სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, 3-5 ივნისის ჩათვლით საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მე-11- მე-12 კლასელებს უმასპინძლა. პროგრამა შემეცნებით-პრაქტიკული ხასიათის იყო და სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ლექციები მოესმინათ კომპეტენტური და პრაქტიკოსი იურისტებისაგან ( თამარ ლაკერბაია - ასოცირებული პროფესორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ლექცია საოჯახოს სამართალზე) სტუმრებს, ასევე, უმასპინძლა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე წაიკითხა ლექცია. 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა თამაშებში: სახელმწიფოსა და მედიაციის მოდელირება და დამნაშავისა და უდანაშაულოს გასამართლება . ექსპერტ-კრიმინალისტის მალხაზ ჩიტაიას დახმარებით კი დანაშაულის ადგილი დაამუშავეს და თითის ანაბეჭდები აიღეს.

სამართლის საზაფხულო სკოლა გამოირჩეოდა სპონსორთა მრავალფეროვნებით: Ülker, SPINNER GEORGIA, NATIONAL DELICASY, 
მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ, უფასო ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგაიზაციის მიერ.
პროექტის განმავლობაში აქტივობებში დაგროვებული აკადემიური მოსწრების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებული და დასაჩუქრდნენ პირველ ათეულში გასული მონაწილეები.