''ბეღურიადა 2017''

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟირება 120-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

 5 თვის მანძილზე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ გაიმართა: სკოლებში გაცნობითი პრეზენტაციები, ღია კარის დღეები, განათლების გამოფენა, სასწავლო ოლიმპიადა თუ სხვა. მოხალისე სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერთიფიკატები. ღონისძიების მეორე ნაწილი კიდევ უფრო საზეიმო იყო და ჯგუფი ''არა'' - ს კონცერტით გაგრძელდა.