შეხვედრა ოკრიჯის უნივერსიტეტების ვიცე-პრეზიდენტთან ტონი ლესტერთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლებს ორგანიზაცია - Oak Ridge Associated Universities (ORAU) - ის ვიცე პრეზიდენტი, ტონი ლესტერი შეხვდა.

ოკრიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე.

ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია და სხვ.

მოწვეულმა სტუმარმა დაწვრილებით ისაუბრა ორგანიზაციის შესახებ და კურსდამთავრებულების, კერძოდ სამაგისტო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კვლევით პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. ორივე მხარემ განიხილა უახლოეს მომავალში საინტერესო ერთობლივი პროექტების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარების პერსპექტივები.