მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ერთობლივი ინიციატივებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა. 

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს პროფესორების, ინსტრუქტორების, ტრენერებისა და ექსპერტების უზრუნველყოფას მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში და სხვა.