ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტუმრობა იბსუში

12 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის საჯარო ლექცია გაიმართა. სტუმარმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რუსეთის ფაქტორი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში; რა როლი ენიჭება თეთრი სახლის დღის წესრიგში საქართველოს ახლა და რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა ნატოში მისაღებად; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მისი მნიშვნელობა და მიმდინარე გამოწვევები. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა "IBSU მსოფლიო დიპლომატიის კლუბის" მიერ იყო ორგანიზებული.