კემბრიჯში IBSU-ს პროფესორების წიგნი გამოიცა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ნათელა დოღონაძის რედაქტირებით გამოცემული წიგნის - ''ინგლისურ, როგორც უცხოურ ენაზე კითხვისა და წერის სწავლება საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული წიგნი გამოიცა კემბრიჯის სამეცნიერო გამომცემლობის მიერ. წიგნის ავტორები არიან: პროფ. ეკატერინე ფიფია, ასოც. პროფ. ნიკოლოზ ფარჯანაძე, ასოც. პროფ. ნინო თვალჭრელიძე, დოქტ. ჰუსეინ დემირი, დოქტორანტი ბილალ ოზკან და ტაისია მუზაფაროვა.

სახელმძღვანელო მოიცავს ინგლისურ, როგორც უცხოურ ენაზე სწავლების კითხვისა და წერის თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს, ასევე, კვლევას შესაბამის თემებზე საქართველოში. წიგნში განხილულია წერისა და კითხვის თეორიები, კითხვითი და წერითი აქტივობები, მოტივაცია და შეფასება. იგი ორიენტირებულია ინგლისურ, როგორც უცხოურ ენაზე სწავლებაზე.