შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმოამდგენლები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერების სფეროში საქართველოში არსებული გამოწვევები განიხილეს, როგორებიცაა: დარგის დაბალი ცნობადობა საზოგადოებაში, პროფესიისადმი დაბალი მოთხოვნა, ასევე, სფეროში არსებული გენდერული დისბალანსი და სხვ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლენლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან საქართველოში კომპიუტერული მეცნიერების ხელშეწყობისთვის.