ეგროსი ახალაიას საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისსამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 13 მარტს გაიმართა ეგროსი ახალაიას საჯარო ლექცია საადვოკატო გამოცდის არსისა და სპეციფიკის შესახებ, მომხსენებელმა გამოყო ძირითადი საკითხები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებში.

  ამასთან, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ აუცილებელ რეკომენდაციებზე, რომელიც განაპირობებს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა – პასუხის რეჟიმში.

ეგროსი ახალაია არის  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით. მან 2016 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის განხრით, სადაც მიიღო სამივე სპეციალიზაციაში მონაწილე 713 აპლიკანტ-იურისტს შორის წლის საუკეთესო შედეგი, კერძოდ 92 ქულა.