ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ სამ გამარჯვებულს, კომპანიას ჯეოსელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანიას დიო ჯილდო გადასცა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და 30 აკადემიური თანამდებობა ქალს უკავია, ხუთი ფაკულტეტიდან ოთხს ქალი ხელმძღვანელობს.

თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.