თორნიკე ზირაქაშვილის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოსა და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსი თორნიკე ზირაქაშვილი ესტუმრა და სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სტუმარმა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის მარკეტინგისა და ქვეყანაში სხვადასხვა საქმიანი ხასიათის ღონისძიების (MICE – Meetings, Incentives, Conference and Events) მოზიდვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.