სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ''საერთაშორისო ურთიერთობების'' კლუბის ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სახალო დამცველმა ომბუცმენის აპარატის მისია და მიზნები ზოგადად მიმოიხილა და 2016 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, უმცირესობათა უფლებები, პენიტენციალური სისტემა, სასამართლო თუ მედია თავისუფლების ხარისხი - ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც უჩა ნანუაშვილმა გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.