IBSU ჩინურ მხარესთან საქმიან თანამშრომლობას მემორანდუმის საშუალებით აღრმავებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ  უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა.

Firewall-ის როლი ქსელებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართა ქსელების უსაფრთხოების ექსპერტის, ვატო ჩანტლაძის, საჯარო ლექცია თემაზე "შემდეგი თაობის საფრთხის პრევენცია, Firewall-ის როლი ქსელებში".

პროფ. პაველ მიელკარზი კოზმინსკის უნივერსიტეტიდან

ვიშეგრადის პროექტის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) პროფესორ პაველ მიელკარზს უმასპინძლა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები The SSE Riga Finance Challenge-ზე

''SSE Riga ფინანსური გამოწვევა'' ეს არის ფინანსური კონკურსი სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ფინანსების მიმართულების სტუდენტები.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია  გაიმართა თემაზე  „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება- ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა კურსის სტუდენტები და საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ექსპერტები.