მობილობა IBSU-ში

შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდისვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 16 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა:2018 წლის 22 აგვისტო.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა: 2018 წლის 22-23-24 აგვისტო.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის22 აგვისტოს და გაგრძელდება სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
  • ბაკალავრის დიპლომისასლი (მაგისტრებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომისასლი (დოქტორანტებისთვის)
  • ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა:უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებმა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) უნდა დაადასტურონ შესაბამისი დონის ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატით ან უნივერსიტეტში ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდის ჩაბარებით.

შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის საფუძველზე ჩარიცხვა არ განხორციელდება საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მე-7 სემესტრიდან, სამაგისტრო საფეხურზე - სწავლების მე-3 სემესტრიდან, ხოლო სადოქტორო საფეხურზე - სწავლების მე-4 სემესტრიდან. 

ამასთან, ქვემოთ მოყვანილ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი) (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია სწავლების 1 და 3 სემესტრში;

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შზსუ-ს ვებ-გვერდზე.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2018 წლის 10 სექტემბერს შეთავაზებული პირობებისთაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2018 წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრისჩათვლით, 10:00-დან 16:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131