მობილობა IBSU-ში

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისის 12:00 სთ-დან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო. 

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა - 2017 წლის 23-24-25 აგვისტო.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 23 აგვისტოს და გაგრძელდება 6 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)

  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)

  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა

  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)

  • ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)

  • მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)

  • ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი

  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3540 ლარს;       

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე; სწავლის საფასური 3 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;       

  • ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;

  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;

  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 4 კურსზე; სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 5100 ლარს;     

  • ეკონომიკა (საბაკალავრო პროგრამა) - სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;     

  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (საბაკალავრო პროგრამა) - სწავლის საფასური 3 და 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4680 ლარს;     

  • ინფორმატიკა (საბაკალავრო პროგრამა) - სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 3960 ლარს;     

  • ინფორმატიკა ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - სწავლის საფასური 4 კურსზე ჩარიცხულთათვის შეადგენს 4560 ლარს;       

  • ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) - მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-american-studies;

  • თურქული ფილოლოგია (თურქულენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) - მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-turkish-philology;

  • განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) - მიღების წინაპირობები იხილეთ მისამართზე: http://ips.ibsu.edu.ge/index.php/en/ph-d-programs/2015-02-12-06-41-36/phd-in-education-sciences.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2017 წლის 8 სექტემბერს შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2017 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, 10.00-დან 17.00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131