ზამთრის IV ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2017 წლის 25 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის IV ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადaში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე,  IX–X  და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.


ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:

9:30 – 10:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია

10:00 -  10:30 - ოლიმპიადის გახსნა

10:30 – 11:00 - საცდელი ტური

11:00 – 15:00 - ოლიმპიადის ძირითადი ტური

15:00 – 16:00 - ტურზე წარმოდგენილი ამოცანების გარჩევა

16:00 – 17:00 - ოლიმპიადის დახურვა


საკონტაქტო პირი:

გიორგი მანდარია, მობილური: 599 429234

E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.