მობილობა IBSU-ში

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვრის 12:00 საათიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა - 2017 წლის 7-8-9 თებერვალი. 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 8 თებერვალს და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)

  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)

  • ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)

  • ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა

  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)

  • ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)

  • მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)

  • ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი

  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

 

ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;

  • საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;

  • ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;

  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;

  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 3 და 4 კურსზე;

  • ჟურნალისტიკა (საბაკალავრო პროგრამა) - მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;

  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) - დოქტორანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, რომელიც დასტურდება ერთ-ერთი საერთაშორისო სერტიფიკატით ან ინგლისურენოვან სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამაზე სწავლით. დოქტორანტს შეუძლია ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დონის გამოცდა შზსუ-ში. ასევე, საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს საკვლევი თემის გეგმა (დაახლოებით 2000-2500 სიტყვის მოცულობით).

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდენ 2017 წლის 15 თებერვალს აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, 2017 წლის 8 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, 10.00-დან 17.00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131