ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:
დიანა მჭედლიშვილი

 

 ფაკულტეტის ხარისხის მართვის მენეჯერები:

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: პროფ. ეკატერინე ფიფია

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: ასოც. პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ასოც. პროფ. ეკატერინე ბაკარაძე

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი: ასოც. პროფ. სოფიო ხუნდაძე

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონცეფცია
        

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს მუშობას უნივერსიტეტის შინაგანაწესის საფუძველზე. ვინაიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობაა უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევითი მუშობის კონტროლი, სამსახური თვალყურს ადევნებს აღნიშნულ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს უნივერსიტეტში არსებულ შესაბამის სამსახურებთან; გარდა ამისა, აყალიბებს ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებს და ზრუნავს, რათა შეიქმნას გარკვეული მეთოდები აღნიშნული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

  ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან ერთად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
- მონაწილეობას იღებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ სხვადასხვა ტრეინინგებსა და კონფერენციებში;
- აწყობს სემინარებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს (workshop) უნივერსიტეტის შიგნით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაცია, სწავლების მეთოდები, სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების განვითარება და ა.შ.
- აწარმოებს ანონიმურ გამოკითხვას სტუდენტებს შორის ლექტორების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და
ზოგადად უნივერსიტეტში არსებული პირობების შესახებ.
- აწარმოებს დისკუსიას სტუდენტებთან, ასევე აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალთან. 
ყოველივე ამის შემდეგ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამზადებს
დასკვნით მოხსენებებს.

  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და აგრეთვე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ფაკულტეტებზე მუშაობენ, რათა გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი უახლესი სასწავლო მეთოდების შემოთავაზებისა და სასწავლო პროგრამების დახვეწის გზით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იმავდროულად ჩართულია თვითშეფასების პროცესში, რაც აუცილებელია საავტორიზაციო და სააკრედიტაციო პროცესების წარმატებით დასრულებისათვის .