ადმინისტრაციის უფროსი (კანცლერი)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი,  დოქტ. სეფფეთ ბაირაქთუთანი დაიბადა 1979 წელს თურქეთში.

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის 1 ნოემბრიდან, ბ-ნ საფფეთს უკავია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის (კანცლერის) პოზიცია.

2002 წლიდან იგი მუშაობდა სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის 2004 -2016 წლებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

განათლება:

2011-2017 წწ. - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მეცნიერებების დოქტორი.

2009 – 2011 წწ. - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მენეჯმენტის მაგისტრი.

1997– 2002 წწ. -  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ფლობს თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენებს.