მისია, ხედვა, ღირებულებები

ჩვენი მისია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიაა უზრუნველყოს პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რა გამოყენებით კვლევებს, ინოვაციებს, ინტერნაციონალიზაციასა და უწყვეტ განათლებას. შზსუ ისწრაფვის ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგს, შეინარჩუნოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებაში.


ჩვენი ხედვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტი ხარისხიანი განათლების, ეფექტური მენეჯმენტის, კვლევებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მხრივ, რაც თავის მხრივ ემსახურება სტუდენტებისა და პერსონალისათვის საჭირო გარემოს შექმნას იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისცემა და უწყვეტი სწავლების პრინციპის განხორციელება.


ღირებულებები

IBSU-ს ღირებულებები:

  • პატიოსნება
  • სამართლიანობა
  • პატივისცემა
  • პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • სანდოობა
  • აკადემიური თავისუფლება და აზროვნება
  • აკადემიური პატიოსნება
  • კულტურათაშორისი ღირებულებები
  • მუდმივი განვითარება