რექტორის გზავნილი

შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი  1995 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია. IBSU-ში ფუნქციონირებს როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტში არსებული სწავლების დონე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აერთიანებს მეცნიერებს, სპეციალისტებსა და სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც   საერთაშორისო   დონის,   მაღალი   ხარისხის განათლებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებას უზრუნველყოფს.
 
ჩვენი სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან მსოფლიოს მასშტაბით. მათ საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და ისწავლონ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტი სტუდენტებს, მათ მიერ არჩეული დარგის პარალელურად, უცხო ენების შესწავლის ფართო შესაძლებლობას სთავაზობს. ევროპის, აზიისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, IBSU-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც ქართული, ისე სხვა საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტის დიპლომი.


ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლასა და საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებენ. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კვლევითი საქმიანობაა. ჩვენ ხელს ვუწყობთ კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების დაარსებასა და განვითარებას, სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას. უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუდენტებსაც აქვთ კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობა. საგანმანათლებლო აქტივობები პატარა ჯგუფებში ხორციელდება, რაც პროფესორ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს თითოეულ სტუდენტს.
 
უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებას და კომფორტული სასწავლო გარემო შეუქმნას. საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად, უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სტუდენტების სოციალურ-კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაზე. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში.
 
IBSU-ში ფუნქციონირებს კარიერის დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელთან სტუდენტის დაკავშირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია.