ისტორია

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აქტუალური გახდა მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მეზობელ ქვეყნებთან. სწორედ ამ ჭრილში, თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები განათლების, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში.

განათლების სფეროში დადებული მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სულეიმან დემირელმა შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს  საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა.ამ ინიციატივის ნაყოფს წარმოადგენს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 1995 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერგაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაარსდა.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა თანსუ ჩილლერმა.