•   ibsu  კურსდამთავრებულები

Counselling Line

Mail Mail

IBSU Movie

IBSU Media Chanel

IBSU 3D Tour

IBSU 3D Tour


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2014 წლის, 13 ივნისს კურსდამთავრებულთა მე-16 გამოსაშვები საღამო გაიმართა. წელს უნივერსიტეტი 120-მა წარმატებულმა სტუდენტმა დაამთავრა. ცერემონიალზე გამოვლინდნენ სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში გამარჯვებული სტდუენტები, მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მთლიანად საღამომ ემოციურად ჩაიარა, სტუდენტების ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს პირად თუ პროფესიულ საქმიანობაში!


2014 წლის 14 მაისს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ქალაქ   ანისას,  სომას რაიონში 300 ზე მეტი   ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის საელჩოში შეიქმნა სამძიმრის წიგნი  სადაც ყველა მსურველს საშუალება აქვს გამოხატოს დამოკიდებულება და მწუხარება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამ წიგნში მისი ღრმა მწუხარება გამოხატა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა შევქეთ ერჯან თუნჩმა.


2014 წლის 23 მაისს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმდწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით აბრეშუმის გზის რიგით მე-9 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე  “ბიზნესი, ეკონომიკა საერთაშორისო ურთიერთობები და განათლება  გაიხსნა. „

კონფერენცია მიზნად ისახავდა  მკვლევარების, ბიზნესის ეკონომიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების სფეროთი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ცოდნის გაზიარებასა და სამომავლო პერსპექტივების დანახვას.

საქართველოში ამ სფეროების  განვითარებას უმთავრესი როლი უჭრავს ქვეყნის განვითარებაში   ქვეყნის შემოსავლების ზრდაში, მოსახლეობის დასაქმების მასშტაბური შესაძლებლობასა და   სხვა დარგების განვითარების სტიმულირებაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანის  პოლონეთის, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების რუმინეთის აზერბაიჯანის ირანის ინდონეზიის სამხრეთ კორეის ერაყის ირანის კამბოჯისა და  დიდი ბრიტანეთის  წარმომადგებლები. კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიეტისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტეტის ორგანიზებით ჩატარდა.   აბრეშუმის გზის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია 24 და 25 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაგრძელდა.

კონფერენციას დაესწრო  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მეცნიერების დარგში ბატონი თამაზ მარსაგიშვილი.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა კულტურული ღონისძიება და მოეწყო ექსკურსია ქალაქ თბილისსა და ქალაქ მცხეთაში.

Download Photos (600mb)


2014  წლის 23 მაისს   პირველად უნივერსიტეტებს შორის   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტმა  უმასპინძლა პირველ კულტურის ფესტივალს .  უნივერსიტეტში 20 სხვადასხვა ქვეყნის  წარმომადგენლები სწავლობენ . მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის , ნიგერიის კამერუნის  უკრაინის , ყაზახეთის რუსეთის და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები.

დღეს  თითოეულმა მათგანმა წარმოაგდა მათი   კულტურა,  ტრადიციებსი  ცეკვა სიმღერა. თითოეულ ქვეყანას ქონდა მისი კუთვნილი სტენდი სადაც წარმოდგენილი ქონდათ ეროვნული საკრავები , ტანისამოსი და კერძები.   

ფესტივალს დაესწრენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია.  

ფესტივალს წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი და  მას  ყოველწლიური სახე ექნება.

Download Photos (600mb)


ჩვენი ტრენინგები უკვე 1200-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.






შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები - ნათია მამაიაშვილი, ლაშა ამაშუკელი და შალვა ავანაშვილი - საქართველოს ინოვაციების კვირეულის ფარგლებში ჩატარებული Hachkaton-ის გამარჯვებულები გახდნენ და ანკარის საგზური მოიპოვეს. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Google Developers Group Tbilisi და Youth Innovations’ Center.

გუნდმა გაიმარჯვა ანდროიდის კატეგორიაში აპლიკაციის შექმნისათვის, რომელიც ზომავს მუშტის დარტყმის სიძლიერეს. გამარჯვებულები გაემგზავრებიან ანკარაში და მონაწილეობას მიიღებენ ანდროიდის დეველოპერების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ჰაკათონში.


სამძიმარი გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას  თურქეთის ქალაქ სომაში  მომხდარი ტრაგედიის გამო.  სადაც 235 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა


25-26 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  ჩაატარა განათლების, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის თემატიკისადმი მიძღვნილი მე-IV საერთაშორისო კვლევფითი კონფერენცია. კონფერენციაში, ქართველი მეცნიერების გარდა, რომლებიც 7 უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ,  მონაწილეობდნენ მომხსენებლები აშშ, თურქეთი, სომხეთი, ირანისა და რუსეთიდან (სულ 55 მოხსენება - დასწრებული და დაუსწრებელი -  და 67 მონაწილე). კონფერენციაში ასევე იყვნენ ჩართულები სტუდენტი-დოქტორანტები, მაგისტრანტები და განსაკუთრებით წარმატებული ბაკალავრებიც.  კონფერენცია გახსნეს რექტორმა, პროფესორ შევქეთ ერჯან თუნჩმა და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ თამარ შიოშვილმა.   პლენარული მოხსენება გააკეთა პრორექტორმა, პროფესორ ნათელა დოღონაძემ. კონფერენხია ეხებოდა განათლების მრავალ აქტუალურ საკითხს (მისი შემადგენელი ნაწილები იყო განათლების, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის, ინგლისური ფილოლოგიისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის სექციები). ვორკშოპს, რომელიც ეხებოდა ინგლისურ როგორც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე და უცხოელი ინგლისური ენის მასწავლებლის როლს ინგლისური ენის სწავლებაში, უძღვებოდა ამერიკელი ფულბრაიტელი ჩეიზ სტაუდენმაირი. 

 


2014 წლის 11 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამართლებრივ საკითხებს, შესაბამის რისკებსა და სარგებელს, მომავალ პერსპექტივებს. ლექციის შემდეგ სტუმარმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს. დისკუსიის განმავლობაში სტუდენტნებმა მიიღეს ინფორმაცია სამინისტროში სტაჟირების, სხვადასხვა პროგრამებისა და პერსპექტივების შესახებ.


17 აპრილს , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  უმასპინძლა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოსს ბ-ნი ვლადიმერ პაპავას . ბატონი ვლადიმერი შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რექტორს, და სპეციალურად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე ”საქართველოს ეკონომიკა- ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები”.  შეხვედრამ  კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა. სტუდენტები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ბატონ ვლადიმერთან შეხვედრით. ჩვენი უნივერსიტეტი ხშირად უზრუნველყოფს მსგავსი სახის საჯარო ლექციებს  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.


შავი ზღვის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის სტუდენტის ლევან ახვლედიანის დაღუპვის გამო და უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!


3 აპრილს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა „საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველო“ ს  წარმომადგენელს, პროექტის მენეჯერს ბატონ ერეკლე ურუშაძეს. სტუმარმა ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის „პოლიტიკოსები ბიზნესში და ბიზნესმენები პოლიტიკაში - მბრუნავი კარის პრობლემა“ შედეგები. შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე  უნივერსიტეტისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს  მომავალი თანამშრომლობის ფორმები.  

“საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველო” წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანს წარმოადგენს  სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და გაძლიერება, მმართველობის სისტემისა და კანონის უზენაესობის განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსპარენტულობისა და  ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა.


1 აპრილს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ  რატი ჯაფარიძეს. ბატონი რატი შეხვდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებსა და პროფესორებს. შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა უკვე განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და ისეთ მნიშვნელოვან ინვესტიციაზე,  როგორიცაა გერმანიის მთავრობის 8,5 ევროს ღირებულების გრანტი, რომელიც მოხმარდება კინტრიშის, ალგეთისა და ყაზბეგის არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და ფშავ-ხევსურეთის ახალი დაცული ტერიტორიის შექმნას. ბატონმა რატიმ ასევე ისაუბრა საქართველოს ბუნების უნიკალურ მახასიათებლებზე და  საქართველოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირების გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.


მარკეტინგის პროფესორმა კახაბერ ჯაყელი და მისი სტუდენტები ესტუმრნენ ვიზიტი კომპანია „ბეკოს“, სადაც კომპანიის ბრენდ მენეჯერმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ანა ბულიამ ჩაუტარა სტუდენტებს პრაქტიკული კურსი. ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტები გაცნობოდნენ მარკეტინგის პრაქტიკულ გამოცდილებას.  სტუდენტებმა დასვეს  კითხვები და გადაწყვიტეს მომავალში კიდევ  მოინახულონ „ბეკოს“ მაღაზიების ქსელი მარკეტინგული ინსტრუმნტების უკეთ შესწავლისათვის.


2014 წლის 26 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდენტური ორგანიზაციის - oikos International-ის აღმასრულებელი ბორდის წევრი, oikos თბილისის პრეზიდენტი ლევან ფანგანი. იგი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის პროგრამის სტუდენტებს. სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო ორგანიზაციის oikos საქმიანობას. გახდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ მონაწილეობა მიიღონ oikos-ის გაცვლით პროგრამებში.


25 მარტს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა გამოცდილ საერთაშორისო მრჩეველს (ფინანსებში) ბატონ რობერტ სინგლეტერს.

ბატონი სინგლეტერი ფინანსური სექტორის განვითარების  სპეციალისტია, რომელსაც გააჩნია მსოფლიოს 14 ქვეყანაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება . იგი იყო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის პირველი თავმჯდომარე,  საფინანსო  სექტორის განვითარების $ 16,7 მილიონიანი პროექტის დირექტორი  სომხეთში და ანალოგიური დანიშნულების $7.5 მილიონიანი  პროექტის დირექტორი მაკედონიაში. 

საერთაშორისო საკონსულტაციო ბიზნესში ჩართვამდე, ბატონი სინგლეტერი იყო აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის  სან ფრანცისკოს ოფისის უფროსი  აღმასრულებელი, ამავე კომისიის მიერ რეგისტრირებული საბროკერო ფირმის ოპერაციების მენეჯერი და საინვესტიციო ფონდის საბჭოს წევრი. სხვასახვა წლებში იგი იყო ისეთი ცნობილი ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა და ჩიკაგოს ფიუჩერსების საერთაშორისო ბირჟა.

შზსუ-ის პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას ბატონმა სინგლეტერმა ისაუბრა კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა  უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრენენ შზსუ-ში კინოჩვენება აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით  


„ქალთა ისტორიის თვის“ ფარგლებში, ამერიკის საელჩომ14 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოაწყო კინოჩვენება სახელწოდებით „DNA: Secret Photo of 51“.  ფილმი ეძღვნებოდა „ქალთა ისტორიის დღეებს ამერიკაში“ და ეხებოდა ქალთა როლს, პრობლემებსა და გამოწვევებს ტექნიკურ მეცინიერებებში.

ჩვენებას მოყვა მოკლე დისკუსია და ანალიზი, სადაც სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ.


შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება გერმანიაში.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ლევეთ დემიროღლუმ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტმა ქეთევან ჩახავამ ორგანიზება გაუწიეს სტუდენტთა სასერთიფიკატო პროგრამას, რომელიც მოიცავდა 11 დღიან გასვლით ტურს გერმანიასა და ბელგიაში.  გერმანიაში ჯგუფი იმყოფებოდა 13 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით. ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო სამართალმცოდნეობის პროგრამის 10 სტუდენტმა. პროგრამა მოიცავდა სტაჟირების სასერთიფიკატო პროგრამასა და კულტურულ ვიზიტებს.

სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება ქალაქ ფრანქფურტის ერთ ერთ იურიდიულ კომპანიაში, სადაც ისინი გაეცნენ გერმანიის სასამართლო სისტემას. აგრეთვე, სტუდენტები და ფაკულტეტის წევრები ეწვიენ გოეთეს უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ლექციებს და დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის სასწავლო გარემო. სტუდენტები ეწვიენ ქალაქ ჰაიდელბერგს, სადაც მათ დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ქალაქ შტუთგარდში დაათვალიერეს „მერსედესის მუზეუმი“. ხოლო 2014 წლის 20 იანვარს სასერთიფიკატო პროგრამით სტუდენტები გაემგზავრნენ ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში და დაესწრნენ ევროპარლამენტის სესიებს, დაათვალიერეს ევროპარლამენტი და გაეცნენ ევროპარლამენტის მუშაობის სტრუქტურას. აგრეთვე, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ქ. ფრანქფურტის სასამართლო პროცესს.

გერმანიაში ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა; ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატი.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია საჯარო ლექციას შზსუ-ში.

 

2014 წლის 17 მარტს, ქ-ნი ვიქტორია ტეილორი - პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში (თბილისი) - ეწვევია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ქ-ნი ტეილორი ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და ამერიკის საგარეო პოლიტიკა. მან ისაუბრა აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და აშშ-საქართველო ურთიერთობებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.  

ლექცია იყო უაღრესად პროდუქტიული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის, რადგან მათ მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.


7 მარტს, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ელჩები: ვაიდოტას ვერბა (ლიტვა), მარტინ ჰაგსტრომი (შვედეთი), სერგე სმესოვი (საფრანგეთი) და რუსო რაზვანი (რუმინეთი) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. 
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა

 


2014 წლის 22 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი "IBSU ოლიმპიადა 2014"-ის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

2014 წლის 8 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩატარდა ყოველწლიური სასკოლო ოლოპიადა მე-12 კლასელთათვის "IBSU ოლიმპიადა 2014". ოლიმპიადა ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში გაიმართა - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი.
ტესტირება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებად იყო დაყოფილი. ჰუმანიტარულ მიმართულება მოიცავდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურ ენასა და ისტორიას. ხოლო ტექნიკურ ნაწილში შედიოდა ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 600-მდე აბიტურიენტმა მიიღო. 
საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტები დაჯილდოვდნენ: I - ადგილის მფლობელები სოფიო ტაბატაძე და ფატი გუგბერიძე დაჯილდოვდნენ "Ipad"-ებით და IBSU-ის 100% სასწავლო გრანტით;
მე-II ადგილის მფლობელები მარიამ გორდელაძე და მარიამ ტყემალაძე დაჯილდოვდნენ უახლესი მოდელის ტელეფონებით და IBSU-ის 75%-იანი სასწავლო გრანტით;
მე-III ადგილის მფლობელები კობა ბუთხუზი და გიორგი ცხადაძე კი "Kindle" - ებით და IBSU-ის 75%-იანი სასწავლო გრანტით;
მე-IV დან მე-X ადგილის მფლობელებმა მიიღეს 50 %-იანი IBSU-ის სასწავლო გრანტი, ხოლო მე-XI დან XV-ე ადგილის ჩათვლით 20%- იანი IBSU-ის სასწავლო გრანტი.

რეგიონებში გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრად IBSU-ის 50 %-იანი სასწავლო გრანტი :
ქუთაისი - გივი კაკუშაძე (ტექნიკური), ქრისტინე ბერეკაშვილი (ჰუმანიტარული);
ბათუმი - მაკა იაკობიძე (ტექნიკური), სოფო მალაყმაძე (ჰუმანიტარული);
ზუგდიდი - ელენე გუგუჩია (ჰუმანიტარუი), დიმიტრი დარასელია (ტექნიკური);
რუსთავში საუკეთესონი იყვნენ კობა ბუთხუზი, რომელმაც ქვენის მასშტაბით მოიპოვა 3 ადგილი და მიიღო 75% სასაწავლო გრანტი (ჰუმანიტარული) და გვანცა თეგეთაშვილი რომელიც ასევე მოხვდა გამარჯვებულთა ათეულში ქვეყნის მასშტაბით, მიიღო 50%-იანი სასწავლო გრანტი.

ოლიმპიადა მესამე წელია ტარდება და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ოლიმპიადა 75 ტესტური შეკითხვისგან შედგებოდა, რისთვისაც აბიტურიენტებს 100 წთ ჰქონდათ.
http://abiturienti.ibsu.edu.ge/index.php/olimpiada-2014


2014 წლის 22 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტი და საიბნფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების რომელიმე ენის (Free pascal, C++, Java) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდა ორ ასაკობრივ ჯგუფში: მე-9 კლასამდე და მე-10 - მე-12 კლასელი მოსწავლეებისათვის. ორივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცათ 3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორივე ასაკობრივ ჯგუფში გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა გადაეცათ ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები.

/Upload/News/olympiad in informatics/IMG_1283.JPG/Upload/News/olympiad in informatics/IMG_1283.JPG


2014 წლის 14 -15 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ განათლების გამოფენაზე. რომელიც გამოფენების ცენტრ “Expo Georgia” ში იმართება. განათლების ფორუმზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომავალ სტუდენტებს გააცნო 2014-2015 სასწავლო  წლის შემოთავაზებები.

გამოფენის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება გამოკითვა სხვადასხვა ნომინაციებში სოციალურ ქსელ Facebook - ის მეშვეობით ჩატარებულ გამოკითხვაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.


განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უკვე ერთი წელია, მონაწილეობს TEMPUS-ის საერთაშორისო  პროექტში MAHATMA - უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მაგისტრი: ლიდერების მომზადება განათლების ტრანსფორმაციისათვის - 530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR (2012-400). ამ წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გახსნის შეხვედრაში და  ორ ტრენინგში  (აკადემიური პერსონალისთვის პარიზში და ადმინისტრაციის პირებისთვის პალერმოში).  ჩვენ  შევარჩიეთ  სწავლის შედეგები  ახალი სამაგისტრო პროგრამისათვის უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში, მოვამზადეთ პროგრამა, კურიკულუმი და სილაბუსები, პროექტის დაფინანსებით შევიძინეთ შესაბამისი საგანმანათლებლო მასალები, პროგრამული უზრუნველყოფა და აღჭურვილობა. ამჟამად პროგრამა მზად არის აკრედიტაციისათვის. საკოორდინაციო შეხვედრა და შეხვედრა სტუდენტთა მობილობის საკითხზე ჩატარდა ერევანში 9-10 დეკემბერს. გადაწყდა, რომ ორი საუკეთესო სტუდენტი შზსუ-ის სამაგისტრო პროგრამიდან განათლების მენეჯმენტში ეწვევა ვიზიტით ბატ სპა უნივერსიტეტს (დიდი ბრიტანეტი) ორი კვირით, რათა დაესწრონ ლექცია-სემინარებს, შეხვედრებს, უმუშაონ თავიანთ კვლევაზე 2014 წლის ნოემბერში. გარდა ამისა, შზსუ-ის ხუთი სტუდენტი სექტემბერში ორი კვირით  ეწვევა სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ASUE), ხოლო მათი ხუთი სტუდენტი ეწვევა შზსუ-ს, რათა მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და პროგრამგარეშე ღონისძიებებში. 13 დეკემბერს  ჩვენ გვესტუმრა მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფერორი ჯორჯ დაფოლუსი, რომელმაც ჩაუტარა ამაღელვებელი ორიენტაციის (ინდუქციის) პროგრამა ლექტორებისათვის და სტუდენტებსთვის.


2013 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსის  რექტორს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და სტუდენეტბს შეხვდა . შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. მინისტრმა ვილნიუსში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ჩვენ შევქმენით „აბიტურიენტის ახალი ვებ-გვერდი“. აქ, მომავალ სტუდენტებს, საშუალება გექვთ, გაერკვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო სისტემაში. მრავალფუნქციური ვებ-პლათფორმის დახმარებით, თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ IBSU-ს გაცნობით პროგრამებზე და მიიღოთ ონლაინ კონსულტაცია.
საიტზე განთავსდება, სასწავლო პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო გალერეა. აქვე, მოცემულია  სოციალური გამოკითხვის გრაფაც, რომლის მეშვეობით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ, ჩაერთოთ საუნივერსიტეტო სისტემის ფორმირებაში. პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სხვადასხვა ღონისძიებებს პირდაპირ ეთერში. ვებ-გვერდის დახმარებით შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ინგლისრი ენის უფასო კურსებზე და გაიაროთ პრე-ტესტები სხვადასხვა საგნებში.
კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც IBSU-ს აბიტურიენტის საიტს აქვს, სიახლეების გამოწერაა. მისი მეშვეობით, თქვენ მუდმივ მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს.

ბმული


2013 წლის 20 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ევროგაერთიანების  წარმომადგენლები საქართველოში -ბატონი ბორის იაროშევიჩი (ევროგაერთიანების დელეგაციის უფროსის მოადგილე) და ბატონი ანტონიო ლო პარკო (ევროგაერთიანების დელეგაციის სავაჭრო ოფიცერი). შეხვედრა გაიმართა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ინიციატივით.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა და საქართველოს ევროგაერთიანებასთან ასოცირების შეთანხმება, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება: (DCFTA) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების მოდელი.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ინიციატივით 2013 წლის 19 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ დავით ნარმანია. ბატონი დავითი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და შზსუ-ის სტუმარს რუმინეთიდან, პარლამენტის წევრს ბატონ მარიან ვასილიევს. საუბარი შეეხო სამინისტროს და უნივერსიტეტის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა  გამართა საჯარო ლექცია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის. დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამინისტროს პრიორიტეტები, მიმდინარე პროექტები და თვითმმართველობის რეფორმები, აგრეთვე მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები.

ლექცია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, რაც მათ განსაკუთრებულ აქტიურობაში გამოიხატა.


საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია

 

ამა წლის 19 დეკემბერს, ბ-ნმა დავით აფციაურმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორმა, ჩაატარა საჯარო ლექცია საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.

საჯარო ლექცია ეხებოდა თემას სახელწოდებით თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები.

ლექცია ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით, რის შედეგადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ ან პასუხი გაეცათ შეკითხვებს.


2013 წლის 9 დეკემბერს შზსუ-ის ბიზნეს კლუბმა მოაწყო ბიზნეს ქეისების კონკურსი 2013. კონკურსში მონაწილეობდა 4 გუნდი, რომელიც წარმოდგენილი იყო ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებით.  გუნდებ ევალებოდათ გადაეჭრათ მათთვის მიცემული ბიზნეს ქეისი და შეემუშავებინათ სამოქმედო გეგმა.   კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი და მოწვეული პროფესორი ზაზა ქოიავა.

წარმოდგენილ პრეზენტაციებს შორის ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული გუნდი  სტუდენტების შემადგენლობით: ბელა ბიბილური, თინათინ ვარდანიძე, მარიამ ბეგაშვილი, ნანა თოფურია და ნელი ოგანეზოვი. ჟიურიმ ასევე დაასახელა ყველაზე აქტიური სტუდენტები: სანდრო გელაშვილი, თინათინ დეკანოიძე, თეონა კიძინიძე და თამარ კოდალაშვილი.

კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გამარჯვებულებს გადაეცათ ბოულინგ ცენტრალის ვაუჩერები.


საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებების სტუდენტების გაცნობითი ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში.  

 

2013 წლის 13 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია გაცნობით ვიზიტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებების სტუდენტები გაეცნენ არქივის ისტორიას, დაათვალიერეს უშიშროების არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და არქივის დირექტორისგან, ომარ თუშურაშვილისგან  მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია არქივის შესახებ. აგრეთვე, სტუდეტებისათვის საინტერესო იყო საცავში გამოფენილი ბანერები, რომლებზედაც დატანილია ისტორიული დოკუმენტები და ფოტოები.  

გაცნობითი ვიზიტის ბოლოს სტუდენტებმა ნახეს საარქივო მასალებზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტურ ფილმი ,,1921”.


2013 წლის 10 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბატონ ალექსი ალექსიშვილს - საქართველოს უმაღლესი რანგის საჯარო მოხელესა და ამჟამად კონმპანია  პოლიტიკისა და საკონსულტაციო ჯგუფის (PMC Group) საბჭოს თავმჯდომარეს.

ბატონი ალექსიშვილი 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში -  საქართველოს ფინანსთა მინისტრი. იმ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შედეგად, რაც განხორციელდა ბატონი ალექსიშვილის მინისტრობის პერიოდში, საქართველო დასახელდა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად 2006 და 2007 წელს.

შზსუ-ის პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას, ბატონმა ალექსიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს ეკონომიკის და ფინანსური სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები“ და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში პრაქტიკული გამოცდილებისა და მიმდინარე პროცესებზე ექსპერტული მოსაზრებების გაზიარებას.


2013 წლის 12 დეკემბერს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი, კანცლერი, დოქტ. რესულ დიქმენი, მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელი და აბრეშუმის გზის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ლალი გიგაური სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მათ უმასპინძლა ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ.

შეხვედრაზე ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით სურვილი გამოთქვა, რომ გახდეს აბრეშუმის გზის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორი ღონისძიების სხვა პარტნიორებთან ერთად (შზსუ, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატა, თურქული ავიახაზები, ზირაათ ბანკი). შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.


საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

 

პარასკევს, 6 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის მოაწყო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები თამარ ქარაზანიშვილი და სოფო ინასარიძე სტუდენტებთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და საქართველოს მუზეუმი, რომლებიც გაერთიანებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

სტუდენტები მოკლედ გაეცნენ საქართველოს ისტორიას საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში და დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.), საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3 000-ზე მეტი ექსპონატი. 

აგრეთვე, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ  გამოფენა "არქეოლოგიური საგანძური". სტუდენტები გაეცნენ  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე.

სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.


ბ-ნმა კონსტანტინე ჟღენტმა ჩაატარა საჯარო ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის.

 

ამა წლის 9 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, ბ-ნმა კონსტანტინე ჟღენტმა ჩაატარა საჯარო ლექცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის. საჯარო ლექცია ეხებოდა თემას სახელწოდებით: გლობალიზაცია და მიმდინარე პრობლემები.

სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და ეკამათათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საჯარო ლექცია იყო უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის.


არასამთავრობო ორგანიზაცია - მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვია 

 

ამა წლის 6 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციასთანმრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის. შეხვედრა მოეწყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტთებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციამ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, როგორიცაა ტრეინინგ პროგრამები საზღვარგარეთ და საქართველოს ფარგლებში. აგრეთვე, ორგანიზაციამ გააცნო სტუდენტებს პროექტი ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი, რომელიც ყოველ წელს ეწყობა მათი ორგანიზებით.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია შეთანხმდნენ ერთმანეთში გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმი, რის შედეგადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება არასამთავრობოში.

 


ბ-ნმა ემზარ ჯგერენაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია ეკონომიკის მიმართულებაზე.

 

ოთხშაბათს, ამა წლის 4 დეკემბერს, ბ-ნo ემზარ ჯგერენაია ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და შეხვდა ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს. ბ-ნo ემზარ ჯგერენაია არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჟურნალის - „საქართველოს ეკონომიკა“ - მთავარი რედაქტორი. 

ბ-ნმა ემზარ ჯგერენაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის თემაზე “მაკრო-ეკონომიკური მიმოხილვა პარეტო-ეფექტურობა და უმუშევრობის როლი ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაში”.

სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მოცემულ თემაზე და აგრეთვე განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები ეკონომიკის სფეროში.

ლექცია იყო უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.


ა.წ. 18-20 ნოემბერს პროფ. ნათელა დოღონაძემ მონაწილეობა მიიღო  ICERI-ს  (საერთაშორისო კონფერენცია განათლებაში, კვლევასა და ინოვაციაზე) მე-6 კონფერენციაში ქ. სევილიაში (ესპანეთი). მისი მონაწილეობა დაფინანსდა შზსუ-ის მიერ. ეს კონფერენცია იყო გამოცდილების წარდგენისა და გაზიარებისათვის შესანიშნავი საშუალება  განათლებასთან, კვლევასა და ინოვაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მულტიკულტურულ ატმოსფეროში. ICERI არის ყოველწლიური ღონისძიება ლექტორების, მკვლევარების, პროფესორების, განათლების მეცნიერებისთვისა და განათლების ტექნოლოგიერბის სპეციალისტებისათვის.  მასში მონაწილეობა მიიღეს 700-ზე მეტმა სპეციალისტმა 75 ქვეყნიდან. პროფესორ დოღონაძემ კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც მან და შზსუ-ის სტუდენტმა-დოქტორანტმა ჰუსეინ დემირმა მოამზადა თემაზე „ღია წიგნით ჩატარებული გამოცდის კრიტიკული ანალიზი“.        

6 დეკემბერს პროფ. დოღოპნაძემ ჩაატარა პრეზენტაცია შზსუ-ის დაინტერესებული თანამშრომლებისათვის და მაგისტრატურა-დოქტორანტურა სტუდენტებისათვის. მან მოკლედ დაახასიათა თავისი პრეზენტაცია, აღნიშნა, რომ ღია წიგნით ჩატარებული გამოცდები არან ავთენტური (რეალური ცხოვრების მსგავსი), შემოქმედებითი და ნაკლებად სტრესული, ვიდრე ტრადიციული გამოცდები. თუმცა, ისინი შესადგენად და შესაფასებლად ძნელია. ამიტომ ეს გამოცდები შეიძლება იყოს რეკომენდებული როგორც სტუდენტთა ცოდნის შეფასების ერთ-ერთი მეთოდი. პროფ. დოღონაძემ ასევე გაიზიარა ზოგიერთი სხვა მომხსენებლების მიერ შემოთავაზებული საინტერესო აზრი სწავლების ხარისხის, ინგლისური ენის სწავლების, ცოდნის შეფასების, სწავლებისა და კვლევის შესახებ.  ასე მაგალითად, ტრადიციულად სასწავლო კურსის ხარისხის შესაფასებლად სტუდენტები ან მონიშნავენ ხოლმე ერთერთ შეთავაზებულ პასუხს, ან ზომავენ მოცემულ აზრთან საკუთარი თანხმობის დონეს, მისთვის ერთი ქულიდან ხუთ ქულამდე მინიჭებით, რაც  მექანიკურ ხასიათს ატარებს - სტუდენტები ასეთ ანკეტას ხშირად დაუფუქრებლად ავსებენ. ამის მაგივრად შესაძლებელია უბრალოდ ვთხოვოთ სტუდენტებს, დაწერონ სასწავლო კურსის 1-3 საუკეთესო (ან ყველაზე უარყოფითი) თვისება. გარდა ამისა, განათლების დარგში კვლევისთვის საინტერესო აზრია, გამოვიკვლიოთ გამოცდაზე დისციპლინის დარღვევების „ფილოსოფია“ ანდა კურსის ვერ-ჩაბარების შემდეგ მისი წარმატებულად ჩასაბარებლად სტრატეგიების შემუშავება.


3 დეკემბერს შზსუ-ს ეწვევა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ბატონი დავით ნარმანია.

 

თარიღი/დრო: 03.12.2013/ 15:00

ადგილი:  შზსუ-ის საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართ, B კორპუსი

თემა: ინფრასტრუქტურული პროექტები და თვითმმართველობის რეფორმები საქართველოში

დასწრება თავისუფალია


თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირის (თორბალი) სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა  და წევრები საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ   საქართველოს.  შეხვედრა გაიმართა სასტუმრო  შერატონ მეტეხი პალასში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.თბილისისა და ქ. ბათუმის სავაჭრო პალატის წარამომადგენლები. შეხვედრამდე თუქეთის დელეგაცია ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ხელმძღვანელობას. 


2013 წლის 1-3 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორმა, მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორმა ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი ბაღათურიამ მონაწილეობა მიიღო ბიზნესის, ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესს უმასპინძლა თურგუთ ოზალის უნივერსიტეტმა  ქალაქ ანკარაში.

კონგრესზე პროფესორმა ბაღათურიამ  წარმოადგინა სამეცნიერო მოხსენება „გლობალური ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირების კიბერნეტიკული მოდელი“, რომელიც დასახელდა, როგორც მესამე საუკეთესო ნაშრომი კვლევის ხარისხის, ორიგინალობის, ინოვაციურობის, მნიშვნელოვანი თეორიული წვლილის და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების გამო. პროფესორ ბაღათურიას ასევე გადაეცა ფულადი ჯილდო 1,000 თურქული ლირა.


ACCA-ის  ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთო მრგვალი მაგიდების ციკლში, რომლის მიზანია უკრაინის ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიისა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ინფორმირება საფინანსო სექტორისა და ფინანსური პროფესიების  განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა  და საუკეთსო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

 30 ოქტომბერს გაიმართა პირველი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები.  სადისკუსიოდ წარმოდგენილი იქნა ACCA კვლევა:        “Understanding Investors: Directions for  corporate reporting”    კვლევის ძირითადი შედეგები დამსწრე საზოგადოებას  გააცნო სტუდენტმა  ნინო ბაჟუნაიშვილმა.

მორიგი ღონისძიება მიეძღვნება რისკების მართვის საკითხს.


2013 წლის 21 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თურქეთიდან პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეული დელეგაცია ესტუმრა. ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ლექტორებს.




2013 წლის 24-26 ოქტომბერს  პროექტის “ შავი ზღვის რეგიონის უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის პროგრამა - UNIVER-SEA.NET“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ ქარაბუქში გამართულ სემინარში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი წარმოდგენილი იყო 3 ლექტორით (ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი: ასოც. პროფ. დოქტ. ირმა მესირიძე, ასოც. პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუა), 4 სტუდენტით (ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: თამთა ლეკიშვილი (სამაგისტრო პროგრამა); სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ნინო სამხარაძე, თეონა ჯიქია, ზვიად ესართია (საბაკალავრო პროგრამა) და პროექტის მონაწილე 2 პროფესორი (პროექტის მენეჯერი პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი და პროექტის საგანმანათლებლო მენეჯერი დიანა მჭედლიშვილი)

ღონისძიება გაიმართა პროექტის გრანტის მფლობელის - კონსტანტას ანდრეა საგუნას უნივერსიტეტის (კონსტანტა, რუმინეთი) ორგანიზებით და მასპინძლობდა ქარაბუქის უნივერსიტეტი. სემინარს  ესწრებოდნენ წამომადგენლები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან: მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელობის საჯარო მმართველობის აკადემია (კიშინიოვი, მოლდავეთის რესპუბლიკა),  სტამბულის აიდინ-ის უნივერსიტეტი (სტამბული, თურქეთი).   

სემინარის მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში სოციალური და კულტურული ურთიერთობების გამყარება, რეგიონის ზოგადი ეკონომიკური წინსვლის მიზნით საზოგადოებათა შორის საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავება და  კულტურათა შორის მეგობრობის ხელშეწყობა.

შზსუ-ს გუნდმა  ოთხი პრეზენტაცია წარადგინა:
- პროფ. დოქ. ტატიანა პაპიაშვილი, პროფ. დიანა  მჭედლიშვილი- „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიკულტურული საგანმანათლებლო გარემო“
-  პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუა - „მულტიკულტურული ასპექტების განვითარება უცხო ენის სწავლებაში“

- ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი - „კურიკულუმის შემუშავება მულტიკულტურულ გარემოში“

-ასოც. პროფ. დოქტ. ირმა მესირიძე - „კლასგარეშე ღონისძიებების მნიშვნელობა მულტიკულტურულ გარემოში“.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შესანიშნავი კულტურული ღონისძიებები. შზსუ-ის გუნდმა მასპინძელი ქვეყნის გარემოს გამწვანებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით ქარაბუქის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში დარგო ხე.

 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური მარკეტინგის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში, (IMPC) რომელიც გაიმართა 19-21 სექტემბერს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით. კონფერენცია მიზნად ისახავდა 4 ერთმაერთისგან განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული დარგის - პოლიტიკური მეცნიერებების, პოლიტიკური კომუნიკაციის, პოლიტიკური მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მკვლევარებისა და პრაქტიკოსების შეხვედრას და დებატებში ჩართვას მარკეტინგის როლის, გამოყენებისა და გავლენის შესახებ თანამედროვე პოლიტიკაში. 
პროფესორმა ჯაყელმა წარმოადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე: „იუნგის არქეტიპები, როგორც პოლიტიკური ბრენდირების ეფექტური იარაღი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: საქართველოს მაგალითი“. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსები: პროფესორი პოლ ბაინესი, პროფესორი ფილ ჰარისი ჩესტერის უნივერსიტეტიდან; ჩესტერის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორი და ვესტმინსტერის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი დარენ ლილექერი; ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) კომუნიკაციების დარგის პროფესორი ნიკოლას ო’შაუგნესი.


გასულ კვირას შზსუ-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალი, რექტორი პროფესორი დოქტორი შევქეთ ერჯან თუნჩი და პრორექტორი, ასოცირებული პროფესორი ილიას ჩილოღლუ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, თამარ სანიკიძესა და მის პირველ მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს ეწვივნენ. შზსუ-ს დელეგაციამ მინისტრსა და მის მოადგილეს ახალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ  ინფორმაცია გაუზიარა.


შზსუ-ის ბიზნესის ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, დოქტორმა ნიკა მახარაშვილმა გერმანიის აკადემიური გაცვლითი  (DAAD) პროგრამის ფარგლებში ცნობილ გერმანელ პროფესორთან იენის უნივერსიტეტის  მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ხელმძღვანელ ბატ. ჯანფრანკო ვოლშთან  ერთად ჩაატარა კვლევა „საზოგადოება, გლობალიზაცია და ფრ -სა საერთაშორისო მარკეტინგის  მიმართულებები“. კვლევა მიზნად ისახავდა განესაზღვრა PR-მენეჯმენტისა და საერთაშორისო მარკეტინგის თანამონაწილეობა გლობალიზაციური განვითარების  ტენდენციებში, ცალკეული  და მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე. პროფესორი ნ. მახარაშვილი 2- თვის განმავლობაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სერვისის (DAAD)  პროგრამის ფარგლებში  შეხვდა დარგის მრავალ ცნობილ პროფესორსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებს.  სტუდენტებთან ჩაატარა სემინარები და პრეზენტაციები.


შზსუ-ის პროფესორებმა ტატიანა პაპიაშვილმა (სოციალურ მეცნიერებათა

ფაკულტეტი), ილიას უსთუნიერმა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და

განათლების ფაკულტეტი) და გიორგი ბაღათურიამ მონაწილეობა მიიღეს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ქართულ-

თურქულ მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში ქალაქ გორში. შზსუ-ის

პროფესორებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები:

− ტატიანა პაპიაშვილი,ილიას ჩილოღლუ −თურქული გამოცდილების გაზიარება

- მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის პოლიტიკა

− ილიას უსთუნიერი −ქართველის სახე თანამედროვე თურქულ ნოველაში

− გიორგი ბაღათურია, ლევან წიქარიძე (გორის სახელმწიფო სასწავლო

უნივერსიტეტი) --თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის საკვანძო

ეტაპები - საქართველოს მაგალითი

კონფერენციის პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართა კულტურული

ღონისძიებები.


2013 წლის 7 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,სტუმრად იმყოფებოდა პილიგრიმების ტურისტული ჯგუფი ფინეთიდან. ცხრა ადამიანისგან შემდგარ გუნდს,რისტო აიოკენენი ხელმძღვანელობდა,რომელიც აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის (University of Eastern Finland) თეოლოგიის მიმართულების უფროსი  ლექტორია. ტური,საქართველოში მოქმედი სასწავლო დაწესებულებების მონახულებას მოიცავს და  7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი ორგანიზატორი,კომპანია Georgian Discovery  tours გახლავთ.ქვეყნის სკოლებისა და უნივერსიტეტების მონახულება,ტურისტულმა ჯგუფმა,პირადი ინტერესის გამო გადაწყვიტა,რადგან ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი,ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობს.
შზსუ-ს პიარ მენეჯერი,ანა ასათიანი,შიდა ტურს ხელმძღვანელობდა,რომელიც საგანგებოდ IBSU-ს სტუმრებისთვის მოეწყო.ჯგუფმა,უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად,საკონფერენციო დარბაზიც დაათვალიერა.ტურის ბოლოს,პილიგრიმების ჯგუფს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები,თამარ შიოშვილი,ნათელა დოღონაძე,ილიას უსტუნიერი,მეხმედ შახინერი,გოგა ბუჩაშვილი,ეკატერინე ფიფია და ნიკოლოზ ფარჯანიძე შეხვდნენ.შეხვედრა,თამარ შიოშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო და ქართულ-ფინური საგანმანათლებლო სისტემის შესახებ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ვიზიტი, IBSU-ს შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებით დასრულდა.ტურისტებმა,საჩუქრად,უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.უნივერსიტეტის ადმინისტრაცია,სტუმრებს,ჩაითა და ტკბილეულით გაუმსაპინძლდა.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ვახტანგ ნასარიძემ, რევაზ ბაკურაძემ, თინათინ მურვანიძემ, მარი ნუცუბიძემ და რუდოლფ კარტაშევმა მონაწილეობა მიიღეს მარკეტინგულ კონკურსში სახელწოდებით „ჩემი ბორჯომი“, რომელიც მოეწყო კომპანია „აი-დი-ეს ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით. კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტების ჩართვას ბორჯომის სამომავლო კამპანიის შემუშავებაში.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა გაირეს ტრენინგი ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა ასევე მოინახულეს ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები და უფრო ღრმად გაეცნენ პროდუქტს.

2013 წლის 25 სექტემბერს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა მონაწილე გუნდების ფინალური პრეზენტაციები.


შზსუ-ის კარიერის დაგეგმვის განყოფილების უფროსმა მანუჩარ მარკოიძემ და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების განყოფილების წარმომადგენელმა ლალი გიგაურმა  მონაწილეობა მიიღეს Tempus-ის პროექტის CASEDE (სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) ტრენინგში სახელწოდებით „კარიერის ცენტრის ჩამოყალიბება და მართვა“, რომელსაც უმასპინძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

Tempus-ი წარმოადგენს ევროგაერთიანების პროგრამას, რომლის მიზანია ევროგაერთიანების მეზობელ რეგიონებში უმაღლესი განათლების მოდერნიზება, პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარება და ინდივიდუალური მობილობის ხელშეწყობა.

პროექტი CASEDE  ხორცილედება Tempus პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს  სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარებას საქართველოში ამ სფეროში გამოცდილი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების საფუძველზე.

ბათუმში გამართულ ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები ევროგაერთიანების ქვეყნების უნივერსიტეტებიდან: ვილნიუსის უნივერსიტეტის კარიერის ცენტრის დირექტორი ქალბატონი იოლანტა ვაიკიუნაიტე (ლიტვა), ესექსის უნივერსიტეტის კარიერის კონსულტანტი ქალბატონი ჯილიან დევისი (გაერთიანებული სამეფო), კორვინუსის უნივერსიტეტის კორპორატიული ურთიერთობებისა და კარიერის განვითარების ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი მონიკა ანდრასი (უნგრეთი),  და ექსპერტი კორვინუსის უნივერსიტეტიდან ბატონი ჩაბა ფორგაცი(უნგრეთი). ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს კარიერის ცენტრის დაარსებისა და მართვის საკუთარი გამოცდილება.


2013 წლის 24 სექტემბერს მსოფლიო ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ვაჭრობის პალატის საქართველოში და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „მეწარმეობის და ინოვაციური მცირე საწარმოების როლი საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნაში“.  

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც - ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. მეთინ მერჯანი, დეკანის მოადგილე ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი, მკვლევარი ასისტენტი სალომე მარკოზია და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი კობეშავიძე.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, ბატონმა ჰენრი ქერალმა მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მეწარმეობის გაზრდა და ინოვაციური წამოწყებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად საქართველოს მდგრად განვითარებას.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ვაჭრობის საერთაშორისო პალატის წევრი (ICC) ორგანიზაცია. ამასთან დაკავშირებით, 2013 წლის 27 სექტემბერს შზსუ-მ უმასპინძლა ICC-ის წარმომადგენლობას საქართველოში ქალბატონ ანდრეა ვილსონსა და თამარ მოშიაშვილს. სტუმრებმა პროფესორებსა და სტუდენტებს პრეზენტაციის სახით მიაწოდეს ინფორმაცია ICC Georgia-ს საქმიანობის, მისი წევრი ორგანიზაციებისა და იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისათვის.

ICC Georgia  წარმოადგენს ერთ-ერთ გავლენიან ბიზნეს ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 100-ზე  მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ წარმატებულ ბიზნეს ორგანიზაციას საქართველოში.

ICC-ის წევრობა გულისხმობს შემდეგ უპირატესობებს:

  • წვდომას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მაღალი რანგის მოხელეებსა და კომპანიების ხელმძღვანელებასთან
  • მჭიდრო კონტაქტს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და დინამიურად განვითარებად კომპანიებთან
  • ავტორიტეტის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე ICC-ის პარტნიორი ორგანიზაციების კავშირის საშუალებით
  • უნარ-ჩვევების განვითარების  უწყვეტ პროცესს
  • შზსუ-ის, როგორც წევრი ორგანიზაციის სტუდენტებისათვის სპეციალურ ფასდაკლებებს ICC ტრენინგებზე, გამოცემებზე და კონფერენციებზე მსოფლიო მასშტაბით

ვაჭრობის საერთაშორისო პალატას გააჩნია სპეციალური პროგრამა ახალგაზრდებისთვის "ICC Georgia Youth Charter", რომელიც გულისხმობს ტრენინგებს ლიდერობაში, ბიზნეს უნარებში, ბიზნეს ეთიკაში, კორპორატიულ მენეჯმენტში, პროექტის მენეჯმენტსა და მეწარმეობაში.

კომპანია სტუდენტებს ასევე აძლევს მენტორობის და სტაჟირების შესაძლებლობას მის პარტნიორ ორგანიზაციებში.

 

ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ გახდეთ ICC-ის წევრი სტუდენტი.

http://www.icc.ge/www/download/ICC%20GEORGIA%20YOUTH%20MEMBERSHIP%20APPLICATION%20FORM%202013%20-%202014.pdf

გთხოვთ წარმოადგინოთ შევსებული ფორმა არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა, 12:00.

საკონტაქტო პირი: ლალი გიგაური, შზსუ-ის ადმ. შენობა, მე-3 სართ, ოთახი # 311


2013 წლის 23 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, პირველკურსელების მისასალმებელი ღონისძიება გაიმართა.სტუდენტებს, სიტყვით მიმართეს და პირველი სასწავლო დღე მიულოცეს,უნივერსიტეტის რექტორმა და უნივერსიტეტში მოქმედი,ყველა ფაკულტეტის დეკანმა. ცერემონიალის მსვლელობისას,10 საუკეთესო პირველკურსელი დასახელდა.მათ,სიმბოლურად გადაეცათ ვაუჩერი,რომელზეც მოპოვებული დაფინანსების შესაბამისი თანხა იყო ასახული.დაჯილდოების პროცესი, IBSU -ს ტორტის გაჭრით დასრულდა.ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ როკ ჯგუფები The Qordo  და The JetBird.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტი,მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორი უნივერსიტეტების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. 2013 წლის 10 სექტემბერს, ფაკულტეტმა,შვეიცარიის სასტუმროს და ტურიზმის მართვის ინსტიტუტის  კურსდამთავრებულთა ასოციაციის ხელმძღვანელს,მარტონ ლაპოზას უმასპინძლა. ბატონმა ლაპოზამ,შზსუ-ის ტურიზმის პროგრამის პროფესორებსა და სტუდენტებს, HTMI-ის პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია,პრეზენტაციის სახით მიაწოდა.


შეხვედრისას, ბატონმა ლაპოზამ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. კერძოდ, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების საკითხი და შზსუ-ის სტუდენტებისათვის, სამაგისტრო პროგრამაზე, სპეციალური, ფასდაკლების შესაძლებლობა.

სასტუმროს და ტურიზმის მართვის ინსტიტუტი (HTMi), სასტუმროს მენეჯმენტის  სფეროში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. აქ,მომავალ პროფესიონალებს, მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზრისთვის ამზადებენ. უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის, საერთაშორისო სასტუმროსა და ტურიზმის მართვის ცენტრი, მასპინძლობის საერთაშორისო კვლევის ცენტრი, ღონისძიებათა მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და კარიერის მართვისა და კულინარიის მართვის  ცენტრები.

 


2013 წლის 10 სექტემბერს,ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ტუღუშსა და ტურისტული სააგენტოს “Golden Travel Georgia” აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ეფრემიძეს უმასპინძლა. ბატონმა ტუღუშმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ  ისაუბრა.ვიზიტის ფარგლებში,მან, სტუდენტებს,სააგენტოს ახალი სერვისები გააცნო.“Golden Travel Georgia”-ს წარმომადგენლმა სტუდენტებს,ინფორმაცია მიაწოდა,ეკსკურსიამძღოლების მომსახურების ხარვეზებზე საქართველოში. მან,ასევე, ისაუბრა მათი გადამზადების მოქმედი პროგრამების შესახებ. ბატონმა ირაკლიმ,ფაკულტეტის პერსონალსა და სტუდენტებს სხვადასხვა ტრენინგი შესთავაზა. შეხვედრაზე,ტურიზმის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისათვის,“Golden Travel Georgia” 1 კვირიანი სტაჟირების პროგრამა  დაიგეგმა.


2013 წლის 12-15 სექტემბერს  პროექტის “ შავი ზღვის რეგიონის უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის პროგრამა - UNIVER-SEA.NET“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ სემინარში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი წარმოდგენილი იყო 4 ლექტორით (ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი: ასოც. პროფ. დოქტ. ირმა მესირიძე, ასოც. პროფ. დოქტ. მაია ჩქოტუა, ასისტ. პროფ. ნინო თვალჭრელიძე), 4 სტუდენტით (ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: თამთა ლეკიშვილი (სამაგისტრო პროგრამა); სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ნინო სამხარაძე, თეონა ჯიქია, ზვიად ესართია (საბაკალავრო პროგრამა) და პროექტის მონაწილე 2 პროფესორი (პროექტის მენეჯერი პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი და პროექტის საგანმანათლებლო მენეჯერი დიანა მჭედლიშვილი)

ღონისძიებას მასპინძლობდა პროექტის გრანტის მფლობელი - კონსტანტას ანდრეა საგუნას უნივერსიტეტი (კონსტანტა, რუმინეთი) და ესწრებოდნენ წამომადგენლები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან:  მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელობის საჯარო მმართველობის აკადემია (კიშინიოვი, მოლდავეთის რესპუბლიკა),  სტამბულის აიდინ-ის უნივერსიტეტი (სტამბული, თურქეთი), ქარაბუქის უნივერსიტეტი (ქარაბუქ, თურქეთი).  

სემინარის მიზანს წარმოადგენდა საერთო საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევა და მათი საშუალებით შემდეგი შედეგების მიღწევა:

  1. საგანმანათლებლო ღირებულებების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება
  2. პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით შესაბამისი კავშირის ჩამოყალიბება
  3. საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება,რათა  მოხდეს, საგანმანათლებლო პროგრამის საერთო კომპონენტების იდენტიფიცირება

შზსუ-ს გუნდმა  სამი პრეზენტაცია წარადგინა:
- აქედან, პირველი მათგანი პროფ. დოქ. ტატიანა პაპიაშვილს ეკუთვნოდა და საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას შეეხებოდა.
-  თემით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ, პროფ. დიანა მჭედლიშვილი წარსდგა. მასვე ეკუთვნოდა მოხსენება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების შესახებ.

პროექტის ფარგლებში კულტურული ღონისძიებებიც გაიმართა.

 


კახაბერ ჯაყელი,შზსუ-ის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი და ასოც. პროფ. დოქტორია. გერმანიის აკადემიური გაცვლის სერვისის (DAAD) პროგრამის ფარგლებში,ბ.ნ-მა კახაბერმა საქართველოს ჯანდაცვის ეკონომიკის შესახებ კვლევა ჩაატარა.მას პარტნიორობა გაუწია,ჰანოვერ ლეიბნიცის უნივერსიტეტის დაზღვევის ბიზნესის ადმინისტრირების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და ცნობილმა ეკონომისტმა,გრაფმა მათიას ვონ დერ შულენბურგმა.
კვლევის მიზანი იყო,  საქართველოს ჯანდაცვის  სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მომხმარებლის კმაყოფილების დონის ფაქტორების განსაზღვრა და  შეფასება.

გერმანიაში გატარებული 2 თვის მანძილზე, ბატონმა კახაბერმა, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მეთოდოლოგიის შესახებ, ლექცია-სემინარებიც ჩაატარა. ვიზიტის ფარგლებში,იგი,ასევე,დარგის მრავალ გამოჩენილ პროფესორსა და ბიზნეს წარმომადგენელს შეხვდა.

 

 


მობილობის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა:

  • მოიპოვონ მობილობის უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან;
  • გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო პროცედურები (დაწერონ განცხადება, წარმოადგინონ  სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და შეფასების ფურცელი);

 

სასურველი ფაკულტეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ელექტრონული ფორმა: FORM


2013 წლის, 6 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მე-15 საზეიმო გამოშვება გაიმართა. უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას 200-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. კურსდამთავრებულთა შორის არიან ბიზნესის მართვის, სოციალურ მეცნიერებათა, ამერიკისმცოდნეობისა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტების სტუდენტები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სხვა საპატიო სტუმრები.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტში არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა. სტუდენტები საგანგებოდ ემზადებოდნენ გამოსაშვები საღამოსათვის, მათ მიერ წარმოდგენილმა  ვიდეო-კოლაჟმა და გასართობმა პროგრამამ განსაკუთრებული ხალისი შემატა ამ ღირშესანიშნავ დღეს.

 


2013 წლის 24 მაისს  შერატონ მეტეხი პალასში   აბრეშუმის გზის რიგით მე-8 საერთაშორისო

კონფერენცია ,,ტურიზმის განვითარება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში“ კონფერენციას 25 და 26 მაისს ქალაქ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.  

კონფერენციის მიზანია  მკვლევარების, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ცოდნის გაზიარებისა და სამომავალო პერსპექტივების  დასახვა. 

საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია ეყრდნობა ტურიზმის მდგრადი განვითარების მსოფლიოში აღიარებულ პრინციპებს, უდავოა ქვეყნის შემოსავლების ზრდაში მისი დიდი პოტენციალი, როგორიცაა: მოსახლეობის დასაქმების მასშტაბური შესაძლებლობა, ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების სტიმულირება და ა.შ.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანის რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგებლები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად აწყობს აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას.

 

 


2013 წლის 20–21 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა  შევქეთ ერჯან თუნჩმა მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის  (KUNİB) მიერ ჩატარებულ რიგით მესამე კონგრესში ბაქოში. კონგრესში ასევე მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა მიხეილ ჯაბაროვმა, თურქეთის განათლების მინისტრმა ნაბი ავჯიმ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა გოქჰან ჩეთინსაიამ და აგრეთვე რექტორებმა და აკადემიურმა პერსონალმა საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან და აშშ–დან.

KUNİB–ის თავმჯდომარემ არდაჰანის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა რამაზან ქორქმაზმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ KUNİB–ს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 12 ქვეყნის 60–მდე უნივერსიტეტთან და გარდა ამისა, აწარმოებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს ამ უნივერსიტეტებს შორის უმაღლესი განათლების საბჭოს მევლანას გაცვლითი ხელშეკრულების ფარგლებში.  

 


2013 წლის 17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი შევქეთ ერჯან თუნჩი თურქეთის ერთ–ერთ ყველაზე დიდ და წარმატებულ უნივერსიტეტს – ანკარის გაზი უნივერსიტეტს ეწვია. შზსუ–ს რექტორმა გაზი უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ სულეიმან ბუიუქბერბერთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მევლანას გაცვლითი პროგრამის თაობაზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 1–2 სემესტრით სტუდენტებისა და 3 თვით აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები. 


შზსუ სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტმა პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილის წიგნის „სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაციას უმასპინძლა 

შზსუ–ში გაიმართა პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილის წიგნის „სამართლის საფუძვლები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი საქართველოში არსებული პირველი ინგლისურენოვანი გამოცემაა აღნიშნულ სფეროში და განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სამართლის საფუძვლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის.

პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1997 წლიდან ასწავლის სამართალს. მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიციის აკადემიასა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში. არის ომის ვეტერანი და თადარიგის პოლკოვნიკი.

პრეზენტაციაზე პროფესორმა ისაუბრა წიგნის დაწერის მიზანზე, მის შინაარსსა და დანიშნულებაზე. ის შეეხო სამართლის საფუძვლების სწავლების მნიშვნელობას და აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებს.

პრეზენტაცია დასრულდა ბანკეტით, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ წიგნთან დაკავშირებით და მიეღოთ ავტოგრაფიანი ეგზემპლარი ავტორისაგან.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ" ხელი ეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს  

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოიმ და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმს.

ხელის მოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებიც, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროპფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე და მკვლევარ ასისტენტი ლევენთ დემიროღლუ. 

მემორანდუმის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ საჯარო ლექციებს, რაც დაეხმარებათ მათ განავითარონ პროფესიული და პრაქტიკული უნარები.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ სამართლებრივ კვლევებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.

 


შზსუ სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტმა მეორე ყოველწლიურ ერთობლივ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „შავი ზღვის აუზი – პრობლემები და პერსპექტივები“ უმასპინძლა.

2013 წლის 10 მაისს შავი ზღვის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის ქ. კაიზერის მელიქ შაჰის უნივერსიტეტის მხარდაჭერით მეორე ერთობლივ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „შავი ზღვის აუზი – პრობლემები და პერსპექტივები“ უმასპინძლა.

კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები რეგიონში მათი აზრით აქტუალური პრობლემებისა და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ პრობლემებზე, შეეხნენ რეგიონის მომიჯნავე რეგიონებთან თუ ქვეყნებთან ურთიერთობის თემას და განიხილეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

2013 წლის 11 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეორე ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „შავი ზღვის აუზი – პრობლემები და პერსპექტივები“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე შეჯამდა კონფერენციის შედეგები, ხოლო მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ია ხუბაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ შეეფასებინათ კონფერენციის მსვლელობა და გამოეთქვათ სურვილები სამომავლო კონფერენციასთან დაკავშირებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია მასპინძლობს აღნიშნულ ღონისძიებას. ტრადიციის გაგრძელება იგეგმება მომავალ წელსაც.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი ევრაზია“ უმასპინძლა შვედეთის სამეფოს ელჩს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

 

2013 წლის 8 მაისს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტ და სტუდენტურ კლუბს „დიალოგი ევრაზია“ ჰქონდათ პატივი მოეწვიათ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება ქალბატონი დიანა იანსე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ელჩი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. მისმა აღმატებულებამ ქალბატონმა დიანა იანსემ სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „შვედეთის სამეფო საქართველოში“.  ელჩმა ისაუბრა საინტერესო თემებზე და ყველა სტუმარი ყურადღებით ჩართო მის ლექციაში.

სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ ელჩისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვები .  

შეხვედრამ ჩაიარა სასიამოვნო გარემოში, რაც იყო მეტად პროდუქტიული დამსწრე საზოგადოებისათვის.

 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორის ნიკოლოზ მახარაშვილის ინიციატივით ფაკულტეტს ეწვია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და რეჟისორი ქალბატონი ნანა ჯანელიძე. იგი შეხვდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ბაღათურია. შეხვედრამ ჩაიარა საქმიან და გულთბილ ატმოსფეროში.

სტუმარი დაინტერესდა სტუდენტების დასაქმების პრობლემით. მან აღნიშნა, რომ მის სამსახურს ესაჭიროება მომავალი მენეჯერები, პროდიუსერები, რომლებიც გადამზადების შედეგად იმუშავებენ კინო-მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტებს საშუალება მიეცათ სტუმრისთვის დაესვათ კითხვები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს კინოს სფეროში. სტუმარზე შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის გარემომ და სტუდენტთა მოტივაციამ. ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ სთხოვა პროფესორ მახარაშვილს რამდენიმე სტუდენტის შერჩევა კინოს სფეროში გადამზადებისთვის. 

 


2013 წლის 17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 18 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლმა და მომღერლებმა. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი პროგრამით.

იუბილეზე გამოვლინდნენ სპორტულ ტურნირში გამარჯვებული სტუდენტები და სკოლებს შორის გამართულ მინი ფეხბურთის  ტურნირში გამარჯვებული გუნდები,  რომლებიც დაჯილდოვდნენ სოლიდური საჩუქრებით. საუკეთესო გუნდებმა მოიპოვეს  საგზური თურქეთში.

18 წლის იუბილეს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. საღამოს ბოლოს  გაიჭრა საიუბილეო ტორტი. 

 

 


2013 წლის 6-9 მაისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბიზნეს კლუბის სტუდენტებმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებმა - დეკანის მოადგილემ ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილმა, ტურიზმის პროგრამის კოორდინატორმა დოქტ. ეკა დევიძემ, ბიზნესის კლუბის კოორდინატორმა ფირუზე ერგუვანმა და საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა ლალი გიგაურმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ კონფერენციაში რომელიც გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი). ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის მეწარმეობის განვითარების და კვლევის ცენტრმა მიზნად ისახავდა ორი უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტების და მკვლევარების შეხვედრას ცოდნის და კულტურული თავისებურებების გაზიარების მიზნით.

სტუმრებს შზსუ-დან უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დოქტ. აჰმეთ სანიჩმა, პრორექტორმა საგარეო ურთიერთობების დარგში ბატონმა სანურ ალიევმა, მეწარმეობის განვითარების და კვლევის ცენტრის დირექტორმა ოდილიჯან აბდურაზაკოვმა და საჯარო ადმინისტრირების განყოფილების პროფესორმა ნარგიზ ნაჰმათოვამ.

პროგრამის ფარგლებში შზსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ გამართულ ფესტივალს. სპეციალურად ფესტივალისთვის შზსუ-ის სტუდენტებმა მოამზადეს საქართველოს კუთხე, სადაც გამოფინეს ეროვნული ხელნაკეთობები, ტკბილეული და ტანისამოსი. ფესტივალის შემდეგ სტუმრებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. გარდა სტუდენტებისა, პროფესორმა ოდილიჯან  აბდურაზაკოვმა სტუდენტებთან ერთად გამართა საინტერესო დისკუსია თემაზე „ლიდერობა“.

პროგრამის მეორე ნაწილი დაეთმო ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტების პრეზენტაციებს. სტუდენტებმა ისაუბრეს საქართველოში ინვესტირების და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულ ბიზნესების შესახებ და სხვ. ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა თემები მიმოიხილეს ასევე ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორებმა.

პროგრამის აკადემიური ნაწილის გარდა, სტუმრებს შზსუ-დან  საშუალება მიეცათ მოენახულებინათ ქალაქ ბაქოს ისტორიული და თანამედროვე მონუმენტები, დაეგემოვნებინათ ტრადიციული აზერბაიჯანული კერძები და ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.

პროგრამის შედეგად, შზსუ-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის კიდევ უფრო გამყარდა მეგობრობა და დაისახა კონკრეტული სამომავლო გეგმები, რაც გულისხმობს ერთობლივ კვლევით პროექტებს, კონფერენციებს, სტუდენტების და პროფესორების გაცვლით პროგრამებს.

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატოვეს აზერბაიჯანი.

 

 


მესამე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლება, ინგლისურ ენასა და მისი სწავლების მეთოდიკაზე და ინგლისურენოვან ლიტერატურაზე ჩატარდა განათლების ფაკულტეტზე 19-20  აპრილს. მასალები, როგორც ყოველტვის, დაიბეჭდება უმოკლეს ვადებში.

  • 62 მონაწილემ 4 ქვეყნიდან (საქართველო, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი)  წარმოადგინა 53 მოხსენება
  • კონფერენციაში წარმოდგენილი იყო საქართველოს 6, თურქეთის 3 და ირანის 1 უნივერსიტეტი
  • განათლების ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა (6), ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის (1), ენათა სკოლის (1), მოწვეული ლექტორები ჩვენი (1) და სხვა ფაკულტეტებიდან (2) მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში
  • ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო ბაკალავრიატის 11-მა, მაგისტრატურის 3-მა და დოქტორანტურის 6-მა სტუდენტმა წარმოადგინა თავისი თემები, გარდა ამისა, შზსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის თითო  სტუდენტმა წაიკითხა მოხსენება 
  • კონფერენცია ასევე კულტურულ ღონისძიებასაც წარმოადგენდა, რადგან გახსნის ცერემონიის ნაწილი იყო წარმოდგენა ბიტლების მოძრაობის შესახებ (თინათინ სალუქვაძე, მაგდალინა ველიევა და ნანა ციმინტია), ხოლო დახურვის ცერემონიის ნაწილი იყო პატარა კონცერტი ჩვენი სტუდენტების მონაწილეობით (ანი ბროლაძე და თინათინ გრძელიშვილი)
  • საერთაშორისო მონაწილეებისთვის  ორგანიზებული იყო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თბილისსა და სიღნაღში

ადვილი დასანახია, რომ ყოველ წელს კონფერენცია უფრო ფართო მასშტაბს იღებს.

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში „მაჰატმა“ (უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მაგისტრი: ლიდერების ჩამოყალიბება განათლების ტრანსფორმაციისათვის - 530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR (2012-400). 28 აპრილიდან 3 მაისამდე სევრში (პარიზის გარეუბანში), საფრანგეთი, ჩატარდა შეხვედრა პროექტზე, რომელშიც განათლების ფაკულტეტის სამმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა: პრორექტორმა, პროფესორ ნათელა დოღონაზემ,  ასოცირებულ პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ და ასისტენტ პროფესორმა ნინო თვალჭრელიძემ.  ინტენსიური ტრენინგის კურსი (აკადემიური თანამშრომლების პროფესიული განვითარება) აკადემიური პერსონალისათვის, რომელიც ჩართული იქნება  პროექტის აკადემიურ პროგრამაში,  იყო ორგანიზებული, რათა გაეფართოვებინა მონაწილეთა ცოდნა ინოვაციურ სწავლებასთან, სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან, კვლევის მეთოდებთან და ეფექტურ საკლასო მენეჯმენტთან დაკავშირებით. უაღრესად საინტერესო სესიები ჩაატარეს ევროკავშირის პარტნიორების წარმომადგენლებმა პოლ ჰაილანდმა (ბატსპა უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), კარმელო პოლიჩინომ (კვლევებისა და ევროპული ინიციატივების ცენტრი, იტალია), ელი გეორგიადიმ (მიდლსექს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი),  სერჟ ჩერნიჩენკომ (კობლენც-ლანდაუ უნივერსიტეტი, გერმანია) და პეტრე ნოვაკმა (მასარიკოვა უნივერსიტეტი, ჩეხეთი).    

მონაწილეებმა საქართველოსა და სასომხეთის უნივერსიტეტებიდან უნდა პროექტის აქტივობების ფარგლებში გაავრცელონ მიღებული ინფორმაცია თავიანთ უნივერსიტეტებში. მათ ასევე  წარმოადგინეს თავისი პროგრამები და პროექტის ხედვა, იმუშავეს პროგრამების დახვეწა-განვითარებაზე, იმსჯელეს პალერმოში (იტალია) მომავალი შეხვედრის გეგმებზე, რომელიც ჩაუტარდება ადმინისტრაციულ პერსონალს.         

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტმა მიიღო მოწვევა მალტეპე უნივერსიტეტიდან სტამბოლში სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესში „ახალგაზრდა მასწავლებლები მსჯელობენ მასწავლებლის პროფესიაზე, 2013“ მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის, ვისი მოხსენებებიც  შერჩეული იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ,  იყვნენ პირველკურსელი გურანდა ხაბეიშვილი და მესამეკურსელები ანი ბროლაძე, მაგდალინა ველიევა, ნანა ციმინტია და თინათინ სალუქვაძე.  ჩვენი სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები მაღლა იქნა დაფასებული საერთაშორისო მკვლევარების მიერ. აბრტსაქტები გამოქვეყნდება.

ცოდნისა და გამოცდილების შეძენის გარდა, კონგრესის ორგანიზატორებმა მოუწყეს სტუდენტებს კულტურული ტური სტამბოლში, სტუდენტებმა დაათვალიერეს  უძველესი ისტორიის   ისეთი ძეგლები, როგორიცაა აია სოფია, სულთან აჰმეთის მეჩეთი, სასახლე თოფკაფი და გრანდ ბაზარი.

სტუდენტებმა დაამყარეს სასარგებლო კავშირები და მათ მეხსიერებაში დარჩება ამ ღონისძიების ტკბილი მოგონებები. 

 

 


საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი ბატონი მ. მურატ ერგუვანი ეწვია ბირმინგემს, გაერთიანებული სამეფო., მეორე პარტნიორული შეხვედრისათვის

LaMANCHE-ს ტემპუსის პროექტზე, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ, ბულგარეთი (www.vumk.eu) 2013 წლის 22-26 აპრილს. შეხვედრა გაიმართა ბირმინგემის საუნივერსიტეტო კოლეჯში (http://www.ucb.ac.uk/home.aspx) შემდეგი განრიგით:

შეხვედრის ზოგიერთი ეპიზოდი პირდაპირი რადიო მაუწყებლობით გადაიცემოდა.

 

LaMANCHE (http://lamanche-tempus.eu) ყურადღებას ამახვილებს უმაღლესი სასწავლებლების წამყვანობაზე და მართვის ცვლილებაზე, რომელშიც მონაწილეობს 23 უსდ პარტნიორი ქვეყანა: სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა და 5 უსდ და 1 კომპანია ევროკავშირის ქვეყნებიდან: ბულგარეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალიის, და გაერთიანებული სამეფო.

 

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა ყოველწლიური აქცია, დაკავშირებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან. აქციის ფარგლებში სტუდენტებმა სააღდგომო პასკები და მისალოცი  ბარათები დაურიგეს უნივერსიტეტის მახლობლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა 250-მდე  ოჯახს.

 


2013 წლის 15 აპრილს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან  

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოც. პროფ. დოქტ. ოქან ერაი, ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე, ფაკულტეტის მკვლევარ ასისტენტი სოფო ინასარიძე, სამართალმცოდნეობის მიმართულების პროფესორი ოთარ ბენიძე და ამავე მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ მემორანდუმზე ხელის მოწერას.

შეთანხმების თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ  საგანმანათლებლო პროგრამებს, გამართავენ ერთობლივ სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებს. აგრეთვე, მოამზადებენ გამოცემებს კონსტიტუციურ საკითხებზე და მოაწყობენ შემეცნებით ღონისძიებებს. სტუდენტებს  საშუალება ექნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიარონ სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა.

მემორანდუმის გაფორმებამდე შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროცესის დასრულების  შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი პაპუაშვილი სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 



2013 წლის 18 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო პროექტის UNIVER-SEA.NET ვიდეო კონფერენციაში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროგაერთიანების მხარდაჭერით  და მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, რუმინეთი, თურქეთი, მოლდოვეთი) უნივერსიტეტებს  შორის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობას აკადემიური გამოცდილებისა და ღირებულებების გაზიარების მიზნით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შზსუ-ის რექტორი დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი მურათ ერგუვანი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. მეთინ მერჯანი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, პროექტის მენეჯერი პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი, პროექტის საგანმანათლებლო ექსპერტი დიანა მჭედლიშვილი და პროექტის თანაშემწე ლალი გიგაური.      

კონფერენცია გახსნა ანდრეი საგუნა-ს სახელობის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბატონმა აურელ ფაფარიმ. ღონისძიების დანიშნულებაზე ისაუბრა პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა ანდრა სექელეანუმ. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლები ბატონი მიჰნი კოსოიუ, კრისტიან დეივიდი და ეუგენ ტომასი, რომელთაც ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის და მისი საგანმანათლებლო კავშირის მნიშვნელობაზე. კონფერენციის მეორე სესია დაეთმო  პარტნიორი უნივერსიტეტების - აიდინის უნივერსიტეტის (თურქეთი), პრეზენტაციებს. მოლდოვას რესპუბლიკის საჯარო მმართველობის აკადემიის (მოლდავეთის რესპუბლიკა), ქარაბუქის უნივერსიტეტის (თურქეთი) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 

 


საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი,  ბატონი მ. მურატ ერგუვანი, აკადემიური დანიშნულებით ეწვია ჩრდილოეთ ჩინეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, პეკინი, ჩინეთი. მას უმასპინძლა ბატონმა ქიონგ ჯიქუანმა, რომელიც არის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორი. ბატონ ერგუვანს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა უნივერსიტეტის ღირშესანიშნაობები. აგრეთვე ჰქონდა საშუალება შეხვედროდა უნივერსიტეტის პრეზიდენტს (NCUT) პროფესორ ვანგ ქიაოჩუნს.  ეკონომიკის სკოლის დეკანს, პროფესორ ლიუ იონგ-ხიანს და საერთაშორისო ურთიერთობებოს მოხელეებს: ქალბატონ ქუ მეის და ქალბატონ თანგ იუნჯუანს, აგრეთვე პროგრამის კოორდინატორებს.

ჩრდილოეთ ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამთავრებს თანამედროვე საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც სთვაზობს სტუდენტებს შესაძლებლობების ფართო სპექტრს, მათ შორის საცხოვრებლებს როგორც სტუდენტებს აგრეთვე პერსონალს.

ორივე უმაღლესი სასწავლებელი ელის ძლიერი აკადემიური კავშირების დამყარებას ეკონომიკის, ბიზნესის და კომპიუტერული ინჟინერიის სფეროებში

 


2013 წლის 3 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

2013 წლის 3 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შზსუ) წარმომადგენლები, რექტორი პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს. შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

შზსუ-ს რექტორმა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და საქმიანობა. შეხვედრისას მათ ისაუბრეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რისი მეშვეობითაც სტუდენტებისათვის შემუშავდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები.   

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. 

 


2013 წლის 3-8 აპრილს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები გაემგზავრნენ სტრასბურგში

 

2013 წლის 3-8 აპრილს, შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან პროგრამაში - „ევროპული ინსტიტუტები“, სტრასბურგში.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის განყოფილების უფროსმა, ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძემ და სამართლის მიმართულების მკვლევარ ასისტენტმა სალომე მარკოზიამ მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ ევროპულ ორგანიზაციებს, დაესწრნენ ევროპული სასამართლოს სხდომას ადამიანის უფლებებზე - ზოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ - და მიიღეს მონაწილეობა აქტიურ დისკუსიაში „ევროპის საბჭოს როლი მსოფლიო პოლიტიკაში“, რომელიც გამართა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის წევრმა.

აგრეთვე, სტუდენტები შეუერთდნენ საინფორმაციო ტურს ევროპარლამანტის სტრასბურგის შენობაში  და დაესწრნენ ლექციას ევროპარლამენტის წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების შესახებ, რომელიც უზრუნველყო ევროპარლამენტის ადმინისტრაციამ.

მსგავსი შემეცნებითი სახის ტურები მომავალშიც იგეგმება. 

 


2013 წლის 12 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტემა და აკადემიურმა პერსონალმა გამწვანების აქციაში ,,დარგე შენი მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა.  გამწვანების აქცია ხუდადოვის ტყეში  ქ.თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით  გაიმართა. სტუდენტების  აქტიური ჩართულობით   220 სხვადასხვა ჯიშის ხე იქნა დარგული. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით ხშირად იმართება მსგავსი აქციები. შემოგვიერთდი და გახდი კეთილი საქმის მონაწილე.

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის აშშ- საელჩოს მოწვევით 2013 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე უნივერსიტეტს ეწვნიუ იორკ თაიმსისსპორტული მიმომხილველი, კოლუმბიის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის დამხმარე პროფესორი -ნი ჯეინ მაკმანუსი, რომელმაც ჩაატარ ლექცია თემაზესოციალური მედია და ბლოგინგი“. ყველა დაინტერესებულ პირ (ჟურნალისტებ, ბლოგერებ და სოციალური მედიის წარმომადგენლებ) დაესწრნენ ლექციას და მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ თემებზე გამართულ საინტერესო დისკუსიაში.


შზსუ-ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა დოქტ. ნიკა მახარაშვილმა გაიმარჯვა გერმანიის DAAD აკადემიური გაცვლის სამეცნიერო კონკურსში. პროგრამის ფარგლებში პროფ. მახარაშვილი გაივლის 2-თვიან სამეცნიერო მივლინებას იენის  ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში ცნობილ პროფესორ ჯანფრანკო ვოლშთან, ვისთანაც პროფ. ნიკა მახარაშვილი უკვე რამოდენიმე წელია თანამშრომლობს PR-ისა და კომუნიკაციების დარგში. გერმანიაში მეცნიერული კვლევა მიზანდ ისახავს გერმანული თანამედროვე PR მენეჯმენტის გაზიარებასა და მის დანერგვას საქართველოს სახელმწიფო  და კერძო სტრუქტურებში.  ამ მხრივ პროფ. ვოლშის, რომელიც ხელმძღვანელობს იენის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტს და პროფ. ნიკა მახარაშვილის მეცნიერული თანამშრომლობა უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ კონფერენციაში ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის ორგანიზებით.

2013 წლის 14-16 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი გაემგზავრა გერმანიაში ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის ELFA-ს ორგანიზებით.

ეს ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს, ლეუვენში, 80-ზე მეტი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში არსებული სამართლის ფაკულტეტების მიერ. ამჟამად, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია  200-ზე მეტი წევრი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საერთაშორისო ფორუმის მოწყობაა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს იურიდიული განათლების სფეროში.

შზსუ-ს წარმომადგენელმა პირველად მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ასოც. პროფ. დოქტ. გურსოიმ მონაწილეობა მიიღო დისკუსიებსა და სემინარებში, რომელიც ეხებოდა  სხვადასხვა ასპექტებს იურიდიულ განათლებაში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით განაცხადი შეიტანა ELFA-ს ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.   

 


შზსუ-ის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორმა, ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა გაიმარჯვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სერვისის (DAAD) კონკურსში. პროგრამის ფარგლებში პროფ. კახაბერი სხვა პარტნიორებთან ერთად - ჰანოვერ ლეიბნიცის უნივერსიტეტთან და ცნობილ გერმანელ ეკონომისტთან, გრაფ მათიას ვონ დერ შულენბურგთან, ვისთანაც პროფ. ჯაყელი უკვე 15 წელია მჭიდროდ თანამშრომლობს, ჩაატარებს კვლევას საქართველოს ჯანდაცვის ეკონომიკის შესახებ. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს ჯანდაცვის ეკონომიკის შეფასებას და შეფასების სისტემის გაუმჯობესებას პოსტ-საბჭოთა განვითარებად ქვეყნებში.  პროფესორ მათიას ვონ დერ შულენბურგთან, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ გერმანიის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრს.


2013 წლის 27 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ეწვია გერმანიის საელჩოს საქართველოში  

2013 წლის 27 მარტს, გერმანიის საელჩომ შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, დეკანის მოადგილე ბ-ნი ოქან ერაი და ფაკულტეტის მკვლევარ-ასისტენტი ქ-ნი ბაია ივანეიშვილი შეხვდნენ გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს ქ-ნ ბარბარა შმიდტს და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს დოქ. ელისაბედ ფენორს.  

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს გააცნეს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაკულტეტის პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა.  შეხვედრაზე მათ ისაუბრეს გერმანიის საელჩოსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. DAAD-ის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს გერმანულ უნივერსიტეტებსა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის კავშირების დამყარებაში, საინტერესო პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიებით და მათთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვენს უნივერსიტეტში ერთობლივი გერმანულ-ქართული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლის განხორციელებაც მოხდება ერთობლივად, შზსუ-სა და შესაბამისი გერმანული პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ.

შეხვედრის ბოლოს, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს ფაკულტეტს გერმანიის ელჩის მზადყოფნა ეწვიოს ჩვენს უნივერსიტეტს ახლო მომავალში და წაიკითხოს საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისათვის „გერმანულ-ქართული ურთიერთობების“  შესახებ.

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.

 


თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ  თბილისს ეწვია. აღნიშნული ვიზიტის დაიწყო თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრით. მან ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. მინისტრმა მოუსმინა ბიზნესმენებს და თურქეთის სახელით მათ მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარემ ადემ ონალმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა შევქეთ ერჯან თუნჩმა მინისტრს საჩუქრად გადასცეს  პორტრეტი. საგარეო საქმეთა მინისტრმა სურვილი გამოთქვა ეწვიოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და გაესაუბროს სტუდენტებს.


2013 წლის 28 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა თურქული კულტურის ხელოვნების გამოფენა, კერძოდ ,,Ebru“-ს ხელოვნება (წყალზე ხატვის მასტერკლასები). უნივერსიტეტს ეწვია ,,Ebru“-ს ხელოვნების ოსტატი. სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ქონდათ ვითონ დაეხატა წყალზე. დღის ბოლოს გაიმართა ნამუშევრების გამოფენა.

 


2012  წლის 27 მარტს Mindstream–ის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილე კომპანიებმა წარადგინეს თავიანთი ვაკანსიები და მოაწყვეს გასაუბრება IBSU-ს სტუდენტებთან. 

 


2013 წლის 10–11 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქეთის მელიქ შაჰის უნივერსიტეტთან ერთად აწყობს მეორე ერთობლივ საერთაშორისო სტუდენურ კონფერენციას. კონფერენციის თემაა „შავი ზღვის აუზი – პრობლემები და პერსპექტივები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე–3 და მე–4 კურსის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებს.

კონფერენციის მასალების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 12 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი ან დაუკავშირდეთ ლიანა ჯაფარიძეს ელ–ფოსტაზე ljaparidze@ibsu.edu.ge

 

Call Paper Download

 


პარასკევს, 22 მარტს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გაიმართა თიბისი ბანკის საკრედიტო ექპერტის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის და გულისხმობს წარმატებული მონაწილეების შემდგომ დასაქმებას.


2013 წლის 25 მარტს თურქეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა. მათ მონაწილეობა მიიღეს 2013 წლის 19-24 მარტს საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობაში.


2013 წლის 22 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

2013 წლის 22 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრები, დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი და დეკანის მოადგილე, ასოც. პროფ. დოქტ. ნიკა ჩიტაძე შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორს ქ-ნ მაია ყიფშიძეს და ცენტრის თანამშრომელს ქ-ნ თინიკო აბულაძეს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავება.

დირექტორმა სტუმრებს გააცნო ცენტრის საქმიანობა, ხოლო ფაკულტეტის წევრებმა ცენტრის თანამშრომლებს გააცნეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაკულტეტის პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა. ამჟამად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სთავაზობს სტუდენტებს 45-დღიან სასწავლო პრაქტიკას, სადაც მონაწილეობენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები.

ასევე, მათ შეხვედრისას ისაუბრეს სტუდენტური სასერთიფიკატო და სტაჟირების პროგრამებზე. სასერთიფიკატო და სტაჟირების პროგრამები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. აგრეთვე, სასწავლო ცენტრის დირექტორი დაინტერესდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული პროგრამებით, სტუდენტებითა და პროფესორებით, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მომავალში სასწავლო ცენტრის მიერ შემოთვაზებულ პროგრამებში.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე და სხვა წარმომადგენლები მოიწვია უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ჩასატარებლად. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. 

 


შზსუ-ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი აგრძლებას თანამშრომლობას მოწინავე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორისაა ერთ-ერთი მსოფლიოს 4 წამყვანი აუდოტორულ კომპანიებიდან KPMG. KPMG კომპანიებს უწევს პროფესიონალურ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.

კომპანია KPMG ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახორციელებს 6-კვირიან ტრენინგ პროგრამას, რომელიც დაიწყო 2013 წლის 6 მარტს. ტრენერებს შორის არიან ენდრიუ კოქსშელი, კლინტონ ჰაგფილდი, კარენ საფარიანი, გიორგი ჩუგუნაძე და სხვები. წარმოდგენილ თემებს შორისაა: ტრანზაქციული მომსახურება, აუდიტის პროცესის დაგეგმვა და მისი რისკები;  IFRS-ის განვითარების ძირითადი ტენდენციები და სხვ.

 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების განყოფილების წარმომადგენელმა ლალი გიგაურმა მონაწილეობა მიიღო Tempus-ის პროექტის CASEDE (სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) ექსპერტთა რიგით მე-5 განხილვაში, რომელსაც უმასპინძლა ვილნიუსის უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრმა.

Tempus წარმოადგენს ევროგაერთიანების პროგრამას, რომლის მიზანია ევროგაერთიანების მეზობელ რეგიონებში უმაღლესი განათლების მოდერნიზება, პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარება და ინდივიდუალური მობილობა.

პროექტი CASEDE  ხორცილედება Tempus პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს  სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარებას საქართველოში ამ სფეროში გამოცდილი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების საფუძველზე.

შეხვედრას  ესწრებოდნენ ექსპერტები პროექტის  მონაწილე სხვა უნივერსიტეტებიდან: ესექსის უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის დირექტორი დეივ სტანბერი (დიდი ბრიტანეთი), კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი პოლ ჰექინგი (დიდი ბირტანეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის დირექტორი იოლანტა ვაიკიუნატე (ლიტვა), კორნივუსის უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის დირექტორი მონიკა ანდრასი (უნგრეთი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი (საქართველო) და სხვები.

ქალაქ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა ექსპერტებმა შეიმუშავეს სტუდენტთა კარიერის მართვის კურსის აღწერა და  აღნიშნული კურსის  ლექტორების ტრენინგის პროგრამა. 

 


2013 წლის 18 მარტს 12:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრად ეწვევია ქალბატონი ქეთრინ როსბახი, რომელიც გახლავთ SAGE-ის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ფინანსური და ბიზნეს სტრატეგიების მენეჯერი. ქალბატონმა როსბახმა აშშ-ს საელჩოს სპეციალური მოწვევით ჩაატარა საჯარო ლექცია სამეცნიერო სტატიების წერისა და სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის შესახებ. ლექციას დაესწრნენ შზსუ-ს რექტორი, ბატონი შევქეთ ერჯან თუნჩი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი, და უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო ჟურნალების რედაქტროები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამეცნიერო ჟურნალებს და ინტენსიურად ზრუნავს მათი ხარისხის ამაღლებაზე.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებლებს უმასპინძლა 

 

            2013 წლის  12 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლა. თინათინ სანდროშვილმა, შალვა ცაბაურმა, მედეა თამაზაშვილმა, გიორგი თაქთაქიშვილმა და რამაზ ჯანაშიამ უნივერსიტეტის სტუდენტებს მათ მიერ განხორციელებული პროექტი „2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი“ გააცნეს.

            აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უნდა შეირჩეს 100 ახალგაზრდა (18–25 წლის) და დაკომპლექტდეს პარლამენტის ახალგაზრდული მოდელი, რომელიც იმუშავებს საქართველოს პარლამენტის მოდელით, საკვირაო საკომიტეტო სხდომებით და ყოველთვიური პლენარული სხდომებით, ჩაატარებს კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ეცდება მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაკვირვება ახალგაზრდებს ყველაზე უკეთესად შეუძლიათ.

            სტუდენტებმა პარლამენტში მონაწილეობისათვის უნდა გადალახონ ორი, სააპლიკაციო და გასაუბრების ეტაპი. აღნიშნულ საკონკურსო ეტაპებს ახალგაზრდული პარლამენტის პარტნიორი და სპონსორი ორგანიზაციები, მათ შორის „კონრად ადენაუერის“ ფონდის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

            სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით და დასვეს შეკითხვები სააპლიკაციო, საკონკურსო და პარლამენტის სამუშაო პროცედურებთან დაკავშირებით. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

 


2013 წლის 4 მარტს გაიმართა აიგულ ისაევას სადოქტორო დისერტაციის „ლოიალურობის ფაზების ზემოქმედება მომსახურების აღდგენით კამყოფილებისა და მისი წინაპირობების ურთიერთდამოკიდებულებაზე“ საჯარო დაცვა.  სადოქტორო თემის ხელმძღვანელს წარმოადგენდა ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელი.  წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა სამეცნიერო დისკუსია.


სოციალურ მენციერებათა ფაკულტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დასაქმების სააგენტო „ეიჩართან“

 

            2013 წლის 7 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ თანამშრომლები ეწვივნენ. სტუმრებს, კლიენტთა მომსახურების ასისტენტს ინგა შახბაზიანსა და შერჩევის ჯგუფის ხელმძღვანელს ეთერ ლეშჩინსკაიას, ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს დასაქმების სააგენტოსა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მომავალ თანამშრომლობაზე და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

            მემორანდუმის თანახმად, დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ–გვერდზე ყოველდღიურად განათავსებს სტუდენტებისათვის საინტერესო ვაკანსიებს, ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონისძიებებს. ამით სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ადვილად მიეწოდებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ეზრდებათ დასაქმებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის შანსი.

 


2013 წლის 5 მარტს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“  წარმომადგენლებს -  რიჩარდ ვან ჩაიკს,  ნინი ფოფხაძესა და  სტუდენტთა მიერ მოწვეულ სტუმრებს - ახალგაზრდა ლიდერს, ათეისტსა და ფსიქოლოგს, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინოვაციური პროექტი - „ადამიანების ბიბლიოთეკა“. პროექტის მიზანია დაამსხვრიოს სტერეოტიპები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სხვადასხვა უმცირესობების  შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიებში და დაესვათ კითხვები სტუმრებისთვის.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „დრონი“ მართავს შეხვედრებს, სადაც დაინტერესებულ პირებს, ე.წ. „მკითხველებს“, წიგნების ნაცვლად შეუძლიათ გაესაუბრონ, ანუ „გაეცნონ“ სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს, მათ შორის აფრო-ამერიკელს, ფემინისტს, ათეისტს, შეზღუდული უნარის მქონეს, ყოფილ პატიმარს და სხვ. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი აგრძელებს თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციასთან და უახლოეს მომავალში გეგმავს სხვადასხვა ერთობლივ პროექტს.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ სისხლის სამართლის პროფესორს, ირაკლი დვალიძეს უმასპინძლა 

 

            2013 წლის 7 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ სისხლის სამართლის პროფესორს, ირაკლი დვალიძეს უმასპინძლა. ბ–მა ირაკლიმ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია სისხლის სამართლის მიმართულებით, წაიკითხა ლექცია თემაზე „უკანონო აბორტი“.

            ლექციის ფარგლებში მიმოხილული იქნა ლეგალური აბორტის პირობები, რისკები, რომლებიც არალეგალურ აბორტთანაა დაკავშირებული, თანამედროვე კვლევები აღნიშნულ თემაზე, ასევე არასწრულწლოვან დედებთან და აბორტთან დაკავშირებული სტატისტიკა და ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლების მეშვეობითაც შესაძლებელია არალეგალური აბორტების თავიდან აცილება.

ლექციის ბოლოს სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და გამართეს დისკუსია ლექციის თემატიკასთან დაკავშირებით.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო ტურნირს უმასპინძლა 

 

            2013 წლის 6 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ საგაზაფხულო ტურნირს უმასპინძლა. თამაში შესარჩევ ხასიათს ატარებდა და მასში სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტების ექვსი ექვსკაციანი გუნდი მონაწილეობდა.

            გუნდებს დაძაბულ გარემოში მოუწიათ თამაშის წამყვანის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართლულების მესამე კურსის სტუდენტის, ნინო სამხარაძის მიერ შემუშავებული და დასმული თხუთმეტი შეკითხვისათვის პასუხის გაცემა. პასუხის დრო თითო შეკითხვისათვის 1 წუთი იყო. გამარჯვებული გუნდი ბოლო შეკითხვისას გაირკვა. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსელთაგან შემდგარმა გუნდმა 1 ქულის სხვაობით მოუგო სამ თანაბარქულიან კონკურენტს.

            სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას და აჯილდოვებს ფულადი პრიზით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული ინტელექტუალური თამაშის თბილისის რაუნდში.

 

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ სისხლის სამართლის სპეციალისტს, მიხეილ გაბუნიას უმასპინძლა 

 

            2013 წლის 28 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ფაკულტეტის პროფესორის, ალექსანდრე გიორგიძის მოწვევით, სისხლის სამართლის ცნობილი სპეციალისტი, მიხეილ გაბუნია ეწვია. ბ–მა მიხეილმა წაიკითხა საჯარო ლექცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე და ისაუბრა იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ამ კუთხით არსებობს.

            საჯარო ლექციისას განხილული იქნა მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტები, გამოიკვეთა მათი მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის. ბ–მა მიხეილმა ასევე ისაუბრა სოციალური გარემოს მიმართებაზე არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ჩადენის რაოდენობასთან, მიმოიხილა ევროპული ქვეყნების, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა არასრულწლოვნებთან მიმართებაში და ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ქართულ სინამდვილეში არსებული პრობლემები უცხოეთის გამოცდილების საფუძველზე.

            სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სპეციალური კლინიკებით, რომლის ფარგლებშიც ხდება სტუდენტების მხრიდან სკოლებში ვიზიტი და არასრულწლოვანთათვის სამართლებრივ საკითხებზე საუბარი. როგორც საჯარო ლექციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს არასრულწლოვანთა კანონმდებლობაში გათვითცნობიერებას და შესაბამისად, დანაშაულის დონის შემცირებას. სტუდენტებმა დაუსვეს ლექტორს შეკითხვები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვეს სურვილი, აღნიშნული ტიპის ლექციები მომავალშიც ჩატარდეს.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია „SWOT“ ანალიზის შეხვედრას

პროფესორ რიჩარდ ბენეტმა ჩაატარა „SWOT“ ანალიზი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან.

პროფესორი რიჩარდ ბენეტი, რომელმაც სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაატარა ინტენსიური კურსი „კულტურათაშორისი სწავლება“, არის მოწვეული პროფესორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან - სამხრეთ პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი, მარიეტა, ჯორჯია.  

„SWOT“ ანალიზის შეხვედრას ესწრებოდნენ შზსუ უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები.

პროფესორმა ბენეტმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა უნივერსიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. მათ ისაუბრეს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. 

 


პროფესორმა მორის შალიკაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2013 წლის 26 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მორის შალიკაშვილს. პროფესორმა მორის შალიკაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის. პროფესორმა შალიკაშვილმა ისაუბრა ახალგამოცემულ წიგნზე „კრიმინოლოგია“ და ჩაატარა წიგნის პრეზენტაცია. მან აგრეთვე გამართა დისკუსია სტუდენტებთან კრიმინოლოგიის ასპექტების შესახებ.

ლექციის დასასრულს, შზსუ-ს ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნი საჩუქრად. 

 


პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა პროფესორებმა ჩაატარეს ლექციები სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ლექციების ჩასატარებლად მოიწვია ამერიკელი პროფესორები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან კერძოდ, სამხრეთ პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი (მარიეტა, ჯორჯია) და ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დელჰაი, (ნიუ იორკი).

პროფესორმა სანდრა . ჯონსონმა, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დელჰაი, (ნიუ იორკი) ჩაატარა ლექციები მსოფლიო პოლიტიკაში სამაგისტრო პროგრამის მეორეკურსელთათვის, ხოლო პროფესორმა რიჩარდ ბენეტმა ჩაატარა ინტენსიური სალექციო კურსი კულტურათაშორისი სწავლება სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელთათვის.  სტუდენტებს მიეცათ შესანიშნავი საშუალება მიეღოთ ცოდნა მოცემულ სფეროში და აგრეთვე, დაეხვეწათ ინგლისური ენა ამერიკელ პროფესორებთან საუბარში. სტუდენტებმა ერთად ისიამოვნეს ლექციებით.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს მოიწვიოს პროფესორები სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტიდან.    

 

 


ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა სტაჟირების პროგრამაში თურქეთის . სტამბულში 

2013 წლის 6-20 იანვარს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია სტაჟირების პროგრამას ზამთარში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტებისათვის თურქეთის წამყვან სავაჭრო კომპანიაში Dunya Pazarlama“.

Dunya Pazarlama - დაარსდა 2000 წელს და არის წამყვანი სავაჭრო კომპანია თურქეთში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თურქული ბრენდის კომპანიებს და აწარმოებს საზოგადეობისთვის საჭირო სამომხმარებლო პროდუქციას. 

ეკონომიკის მიმართულების სამმა წარმატებულმა პირველკურსელმა სტუდენტმა - დიტო ჯიქიამ, ბექა შადურმა, თორნიკე ზარნაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ებუბექირ ექინჯმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ორ-კვირიან სტაჟირების პროგრამაში, კერძოდ წამყვან სავაჭრო კომპანიაში Dunya Pazarlama , ქ. სტამბული. თურქეთი. 

სტუდენტები განაწილებულ იქნენ ორგანიზაციის ლიცენზირებისა და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტებში. მათ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ თურქეთის წამყვანი კომპანიის სამუშაო პროცესში.

სტაჟირების გარდა პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს, სტუდენტებმა დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სტაჟირების პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ თავიანთი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შესაბამის სფეროში.

 

 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორმა ქეთევან ლაფაჩმა მონაწილეობა მიიღო18 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხში გაიმართულ არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) მიერ ორგანიზებულ კონფერენციში თემაზე „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. ქალბატონ ქეთევანის მოხსენება ეხებოდა რეფორმებს კონკურენციის პოლიტიკის სფეროში. კონფერენციაზე განხილულ იქნა მიმდინარე და მომავალი რეფორმები, ინიციატივები და ახალი მთავრობის გამოწვევები. 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ლაფაჩი საქართველოს პარლამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში (10-17 თებერვალი) ეცნობოდა პოლონეთის გამოცდილებას ანტიმონოპოლიურ  რეგულირების სახელმწიფო სისტემას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისში, მარეგულირებელ ინსტიტუტებში, ვარშავის რეგიონალურ სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში, მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს ასოციაციებისა და საკონსალტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში კონკურენციის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. ვიზიტი ორგანიზებული და დაფინანსებული იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.


ოთხშაბათს, 21 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გაიმართა ტურიზმის პროგრამის კოორდინატორის ეკა დევიძის სემინარი თემაზე "ტურიზმის განვითარების რეალობა და პერსპექტივები იმერეთის რეგიონში". სემინარი მოიცავდა ტურიზმის განვითარების ისტორიას საქართველოში, კერძოდ, იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პერსპექტივებს. 

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს

 

2013 წლის 14 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. შზსუ-ს რექტორი, პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი, შზსუ-ს სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი ბ-ნი ადემ ონალი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს.   

შზსუ-ს წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრს გააცნეს უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები. შეხვედრისას მათ ისაუბრეს სტუდენტური სტაჟირების პროგრამებზე და მომავალ თანამშრომლობაზე. აგრეთვე, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამუშაო პროცესს.  

 

 


18 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გაიმართა მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორის ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელის სემინარი თემაზე „პოლიტიკოსების შეფასება მარკეტინგული სტანდარტების და არქეტიპების მიხედვით“. სემინარზე ბატონმა კახაბერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო  თეორია არქეტიპების შესახებ და მათი გამოყენების მეთოდები პოლიტიკაში.


2012 წლის 15 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში“, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით პროექტის "ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში გამართა დოკუმენტური ფილმის „სანტას სახელოსნო“ ჩვენება. ფილმი მოიცავდა ჩინეთში მუშახელის ექსპლუატაციის თემატიკას. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 ფაკულტეტი აგრძელებს თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციასთან და პერიოდულად გამართავს აქტუალურ თემებზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმების ჩვენებას სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.

 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

განათლების ფაკულტეტი

     19-20 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ატარებს მესამე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას თემაზე განათლება, ინგლისური ენის სწავლება, ინგლისური ენა და ლიტერატურა და ინგლისურენოვანი ლიტერატურა. კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლექტორებსა და სტუდენტებს. პრეზენტაციის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 10 წუთი.

     კონფერენციაზე დარეგისტრირებისათვის საჭირო თანხის ოდენობა ქართველი მონაწილეებისათვის 50 ლარია, ხოლო უცხოელებისათვის - $50. იმ უცხოელ მონაწილეებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო პირადად ვერ ჩამოვლენ კონფერენციაზე,  შეუძლიათ ელექტორნული ფოსტის საშუალებით გამოაგზავნონ სტატია და გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში მათი სტატია გამოქვეყნდება ( რეგისტრაციის გადასახადი მაინც აუცილებელია ).

     რეზიუმეს (აბსტრაქტი - 100 სიტყვა) გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 აპრილი, მთლიანი სტატიისა კი - 22 აპრილი. შემდგომში გამოქვეყნდება ლექტორების მთელი სტატია, ხოლო სტუდენტების ერთგვერდიანი რეზიუმე.

 

საკონტაქტო პირი - ტაისია მუზაფაროვა

icelt@ibsu.edu.ge


2013 წლის 18-21 იანვარს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოაწყო ექსკურსია იტალიაში. ფაკულტეტის წევრები, ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე და ბაია ივანეიშვილი სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებთან ერთად კულტურული ვიზიტის მიზნით გაემგზავრნენ იტალიის ქალაქ რომში.

ფაკულტეტის წევრებს და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა წვეოდნენ რომის უნივერსიტეტს საპიენზას. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გაცვლითი პროგრამის და მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. აგრეთვე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები ქ. რომში.

ფაკულტეტის წევრებმა ერთად ისიამოვნეს შესანიშნავი ადგილების დათვალიერებით.

ასეთი სახის კულტურული ვიზიტი მომავალშიც იგეგმება. 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების დეკანებისათვის მოაწყო ექსკურსია ქ. სტამბულში, 2013 წლის 4-6 იანვარს.

შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრები დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე და პროფესორი ოქან ერაი, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის დეკანებთან ერთად ეწვია ქალაქ სტამბულს, კერძოდ ბატონი ირაკლი ბურდული (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ბატონი  ზაზა მარუაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი), ბატონი  გიორგი თუმანიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ქალბატონი ნათია ხანთაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი) და ბატონი ზვიად როგავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება წვეოდნენ სტამბულის უნივერსიტეტებს და ასევე, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.

ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის ახლო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. 


2013 წლის 16-18 იანვარს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოაწყო ექსკურსია პროფესორებისათვის ქ. სტამბულში 

ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს პროფესორებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და მათი შრომის დაფასება.

შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი და პროფესორი ოქან ერაი, ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებთან ზურაბ ჭეჭელაშვილთან, ხათუნა ბურკაძესთან, ქეთევან გოდერძიშვილთან, ქეთევან ბერიშვილთან, ლეილა ხუბაშვილთან და ნინო თათოშვილთან ერთად გაემგრზავნენ თურქეთის ქალაქ სტამბულში. პროფესორებას მიეცათ საშუალება დაეთვალირებინათ სხვადასხვა ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. გარდა ამისა, პროფესორები ეწვიენ ფატიჰის უნივერსიტეტს და შეხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

ფაკულტეტის წევრებმა ერთად ისიამოვნეს შესანიშნავი ადგილების დათვალიერებით. 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბიზნეს კლუბმა თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოაწყო სტაჟირების პროგრამა  წევრი სტუდენტებისათვის  სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებს შორის, სადაც სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება არის Bank Asya, Perlina, Nurdil Coolers Industry INC, and AFS FLEXIBLE DUCT ქალაქ სტამბულში და იზმირში.

Bank Asya წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ბანკს, რომელიც ფლობს ქვეყნის საბანკო სექტორის მნიშვნელოვან წილს.

Perlina წარმოადგენს თურქეთში ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ პოპულარულ თურქულ ბრენდს.

Nurdil Coolers Industry INC. სთავაზობს მომხმარებელს მაცივრების სარემონტო მომსახურებას და ასევე ყიდის მაცივრებს მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში.

AFS FLEXIBLE DUCT წარმოადგენს მილების წამყვან მწარმოებელს თურქეთში, რომლებიც გამოიყენება გათბობის სისტემის, ვენტილაციისა და კონდიცინირების სექტორში.

პროგრამაში მონაწილე 9 სტუდენტს საშუალება მიეცა გაცნობოდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმოების, საკრედიტო, გაყიდვების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების  და სხვა განყოფილებების სამუშაო პროცესს.  პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროგრამა ასევე მოიცავდა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს - სტუდენტებმა დაათვალიერეს მასპინძელი ქალაქების ისტორიული და ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი. 


განათლების  ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებული ყავს - ჰუსეინ დემირი. 8 იანვარს მან დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე „გრამატიკის ეფექტური სწავლება მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებისთვის (შზსუ-ის სემთხვევა)“. უარრესად სასიამოვნოა, რომ დისერტაცია ეხება ჩვენს უნივერსიტეტს და რომ ჰუსეინ დემირი, ჩვენი სტუდენტ-მაგისტრანტის გარდა, ჩვენი უნივერსიტეტის ტანამშრომელიცაა. 


კონცერტი „პოეზიისა და მუსიკის ენა“ ჩატარდა 23 დეკემბერს განათლების ფაკულტეტზე. რადგან ჩვენი საბაკალავრო პროგრამა ინგლისური ფილოლოგიის (რაც ნიშნავს „ენის სიყვარულს“) პრორამაა და ასევე ჩვენი უნივერსიტეტის მისიაა, უზრუნველყოს უკეთესი ურთიერთგაგება სხვადასხვა კულტურებს შორის, ჩვენ გვინდოდა, რაც შეიძლება ბევრი ენა გაჟღერებულ იყო ამ კონცერტში. სტუდენტებმა შეასრულეს სიმღერები და ლექსები ქართულად, თურქულად,  აზერბაიჯანულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მუსიკა ასევე „ენაა“,  რომელიც პირდაპირ გულებს ელაპარაკება, რა ენაზეც გინდ იყოს სიმღერის ტექსტი. სიმღერებისა და ლექსების აღქმას ეხმარებოდა  კიდევ ერთი „ენა“- ეს იყო ლამაზი სლაიდები. კონცერტს უძღვებოდა არაჩვეულებრივად არტისტული დიჯეი - მაგისტრატურის სტუდენტი ნიგერიიდან ამბროუზ ჩილიო. სტუდენტები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კონცერტში, იყვნენ ბაკალავრიატიდან: ანი ბროლაძე, თინათინ გრძელიშვილი, თინათინ მჭედლიძე, თინათის სალუქვაძე, ნანა ციმინტია, ქამანდარ თეიმურზადა, მაგდალინა ველიევა, ჰამზა ატმაჩა და სტუდენტი-მაგისტრანტი ქრისტინა ცხადაია.


განათლების  ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებული ყავს - ჰუსეინ დემირი. 8 იანვარს მან დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე „გრამატიკის ეფექტური სწავლება მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებისთვის (შზსუ-ის სემთხვევა)“. უარრესად სასიამოვნოა, რომ დისერტაცია ეხება ჩვენს უნივერსიტეტს და რომ ჰუსეინ დემირი, ჩვენი სტუდენტ-მაგისტრანტის გარდა, ჩვენი უნივერსიტეტის ტანამშრომელიცაა. 

 


2012 წ. 31.01 განათლების ფაკულტეტზე პროფ. ნათელა დოღონაძემ ჩაატარა სემინარი პროფესიულ განვითარებაში. სემინარში მონაწილეობა მიიღეს 7 ლექტორმა, რომლებიც ასწავლიან ფაკულტეტზე. სემინარის თემა იყო „რა არის კარგი გამოცდა?“ სემინარის მიზანი იყო ფაკულტეტზე ჩატარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების ხარისხის  ამაღლება. მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კარგი გამოცდის განსაზღვრება, გამოცდაში შემავალი დავალებათა ტიპები, მათი რაოდენობა და თანაფარდობა,  დავალებაში საკიტხთა რაოდენობა, დავალებების სირთულის დონე, შეფასების სისტემა და დროის განაწილება. სემინარის ვიდეოჩანაწერი და სლაიდები დაიდება პროგრამაზე  Smart Way of Learning და ხელმისაწვდომი იქნება შზსუ-ის ყველა ლექტორისთვის. სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა უპასუხელ კითხვებს, გამოხატეს საკუთარი თვალსაზრისები, მოიტანეს მაგალითები და შეასრულეს  რამდენიმე პრაქტიკული დავალება (განსაზღვრეს, თუ რომელი შეთავაზებული საგამოცდო დავალება იყო კარგი თუ ცუდი). ყველა მონაწილე დოქტ. მეჰმეტ შაჰინერი, ასოცირებული პროფესორი ირმა მესირიზე, ასოცირებული პროფესორი ალინა ნოზაძე, დოქტორანტი (მოწვეული ლექტორი) ნინო თვალჭრელიძე და დოქტ. ნინო გამსახურდია) და სემინარის ორგანიზატორი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტებმა ნინო თვალჭრელიძემ, მარიან ბანძელაძემ, თამარ შარაშენიძემ და სოფიო ტალახაძემ 2012 წ. 8 დეკემბერს ჩაატარეს ტრენინგი სახელწოდებით- ინგლისური ენის სწავლება პროფესიული მიზნებით სწავლება. ტრენინგი ითვალისწინებდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში მონაწილე სტუდეტებისა და ზოგადად, ლექტორებისათვის  თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობას. ტექნიკური სიახლე - ე.წ. „ჭკვიანი დაფა“ - იყო გამოყენებული პრეზენტაციისას, რამაც ის განსაკუთრებით ამაღელვებელი გახადა. მონაწილეებმა მიიღეს სათანადო სერტიფიკატები. ტრენინგის ორგანიზატორი იყო განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფიფია.


თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას შორის, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასისტ. პროფ. მაკა ბუღულაშვილი, მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორი ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი ბაღათურია და პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი შეხვდნენ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელ პრეზიდენტს ბატონ კახა კოხრეიძეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები, მათ შორის სტუდენტთა პრაქტიკულ ბიზნეს განათლებაზე ორიენტირებული ერთობლივი პროგრამის განხორციელება.   

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია წარმოადგენს არაპოლიტიკურ და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის  მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვა, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობა. ასოციაცია დაფუძნდა ისეთი მნიშვნელოვანი ბიზნეს გაერთიანებების მხარდარჭერით, როგორიცაა „ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ და სხვ.    

 

 


ხუთშაბათს, 2012 წლის 13 დეკემბერს, განათლების ფაკულტეტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ახალ სამაგისტრო ინგლისურენოვან პროგრამაზე სახელწოდებით  ინგლისური ფილოლოგია.

სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ფილოლოგიაში დამტკიცებულ იქნა მომავალი 5 წლის ვადით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ინგლისური ენა დიდი ხანია დამკვიდრდა, როგორც საერთაშორისო ენა საქმიან, პოლიტიკურ თუ კულტურულ არენაზე, და მისი როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ენის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. ინგლისური ენის ცოდნამ სასიცოცხლო როლი შეიძინა თანამედროვე სამყაროში. აქედან გამომდინარე, ინგლისური ენის ფილოლოგებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებათ ერთა შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ჰარმონიზაციის პროცესში.

ინგლისური ფილოლოგიის სფერო საკმაოდ ფართოა და გულისხმობს ინგლისური ენის და ანგლო-ამერიკული ლიტერატურის, კულტურის შესწავლას. ამდენად, ინგლისური ენის ფილოლოგიის სპეციალობა ითვალისწინებს ლინგვისტური და კულტურული კომპეტენციის ფორმირებას. ინგლისური ფილოლოგიის ეს კონკრეტული ასპექტი სრულიად შეესაბამება ჩვენი უნივერსიტეტის მისწრაფებებს, გააძლიეროს და გააღრმაოს კულტურათა შორის დიალოგი, რაც ხელს უწყობს ერთა შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას. ეჭვგარეშეა, რომ ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში საერთაშორისო გარემოს შექმნას; უფრო ფართო თვალსაზრისით კი, იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ისეთი პიროვნების ფორმირებაში, რომელსაც გააჩნია სწორი წარმოდგენა მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და თანამედროვე სამყაროს შესახებ. მიღების პირობაა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რომელიც დასტურდება ან სათანადო სერტიფიკატით ან ჩვენთან ჩაბარებული გამოცდით. 


მეხუთე ყოველწლიური ICERI -ს შეხვედრა (საერთაშორისო კონფერენცია განათლებაზე, კვლევასა და ინოვაციაზე) ჩატარდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ა.წ. 19-21 ნოემბერს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნათელა დოღონაძე ამ ღონისძიებაზე წარმოადგენდა ჩვენს უნივერსიტეტს მოხსენებით თემაზე“დაგეგმვა განათლებაში და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“. თემა მომზადდა მისსა და შზსუ-ის განათლების ფაკულტეტის სტუდენტ-დოქტორანტის ნონა ქერდოყოშვილის მიერ.  განსაკუთრებული მომხსენებელი იყო ტიმ რაილანდსი, გამოჩენილი მასწავლებელი დიდი ბრიტანეთიდან.  

ICERI2012 იყო საერთაშორისო ფორუმი მათთვის, ვისაც სურდა წარმოედგინათ მათი პროექტები და ინოვაციები, ემსჯელათ განათლების სფეროში უახლოესი კვლევების შესახებ.  კონფერენციის ზოგადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას განათლებისა და კვლევის განათლებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან  სფეროებში.  კონფერენციას დაესწრო 700-ზე მეტი მონაწილე 70 ქვეყნიდან.


2012 წლის 11,14 და 21 დეკემბერს ეტაპობრივად გაიმართა ფონეტიკური კონკურსი. ამ კონკურსის მიზანი იყო სტუდენტთა ინგლისურ ენაზე წარმოთქმის გაუმჯობესება და მათი გაცნობა ულამაზეს ინგლისურ პოეზიასთან. ეს კონკურსი უკვე ყოველწლიური მოვლენაა ფაკულტეტზე (შარშან იგი პირველად ჩატარდა). განათლების ფაკულტეტის ექვსმა სტუდენტმა ზეპირად წაიკითხეს ინგლისური ენისსატეხები და ლექსები. მათ ჯერ შეასრულეს „სავალდებულო პროგრამა“ - ენის სატეხები და უილამ შექსპირის სონეტი „ზაფხულის დღეს შეგადარო?“. გამოვლინდა ფინალისტები, რომლებმაც მათი სურვილისამებრ აარჩიეს სხვადასხვა ინგლისური ლექსი. კონკურში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: მესამე კურსის სტუდენტი ნანა ციმინტია და მეორე კურსის სტუდენტები თინათინ მჭედლიძე და ქეთევან მჭედლიძე. ყველა მონაწილე დასაჩუქრდა სერთიფიკატებით და წიგნებით, ხოლო გამარჯვებულებმა მიიღეს 100, 200 და 300-ლარიანი ვაუჩერები, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საგანმანათლებლო მიზნით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მაგალითად, თურქეთში წასასვლელად პედაგოგიური პრაქტიკის ნაწილის შესასრულებლად ან სტუდენტთა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად).


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ბიზნესის და ეკონომიკის საზოგადოების (EBES) მე-9 კონფერენციაში ქალაქ რომში (იტალია) 2013 წლის 11-13 იანვარს. აღნიშნულ კონფერენციაზე ბატონი კახაბერი მიწვეულ იქნა როგორც მარკეტინგის სესიის ხელმძღვანელი და ასევე წარმოადგინა თემა სახელწოდებით „როგორ უნდა შეინარჩუნონ წამყვანმა პოლიტიკურმა ბრენდებმა დადებითი რეპუტაცია, იმისათვის რომ არ წააგონ არჩევნები - 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითი საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 62 ქვეყნის 516 წარმომადგენელი და წარმოდგენილი იყო 303 მოხსენება სამეცნიერო თემებზე.

ევრაზიის ბიზნესის და ეკონომიკის საზოგადოების წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას, მაღალი სამეცნიერო სტანდარტების ჩამოყალიბებასა და მეცნიერებს შორის ცოდნის გაზიარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

 


ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის მეორე და მესამე კურსის თოთხმეტი სტუდენტი: მარი აბდუშელიშვილი, სალომე გვიჩიანი, სანდრო ბუთურიშვილი, მარიანა მიქაძე, ელენე შენგელია, თეონა ჩაკვეტაძე, ლალი ჩიღლაძე, სვეტლანა დემურჩევი, ნინო ცერცვაძე, მარიამ ზარნაძე, მერი ტალიაშვილი, ქეთი მამადაშვილი, თინათინ ციხელაშვილი და მარიამ ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჩართო პროექტში „ამეიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა“. ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების წამყვანმა პროფესორებმა ლექციები წაუკითხეს ქართველ ამერიკისმცოდნე სტუდენტებს ონლაინ ვიდეო კონფერენციის რეჟიმში. ლექციები ჩატარდა 2012 წლის 16 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრამდე ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში. ზემოაღნიშნულ სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატები გადასცა  ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, განათლების ატაშემ მაიკლ ტერნერმა. ცერემონიას დაესწრნენ აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი.


2012 წლის 4–7 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალმა მონაწილეობა მიიღო თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ სამართლის სწავლების მეთოდების სემინარის საშემოდგომო სესიაში.

2012 წლის 4–7 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამმა წარმომადგენელმა: ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბაკარაძემ და მკვლევარ–ასისტენტებმა სალომე მარკოზიამ და ლიანა ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღეს უოშბურნის უნივერსიტეტისა (კანზასი, აშშ) და თავისუფალი უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) მიერ ორგანიზებული სამართლის სწავლების მეთოდების სემინარის საშემოდგომო სესიაში, ქ. თბილისში.

სემინარი შექმნილია მოქმედი და მომავალი სამართლის პროფესორებისათვის და განიხილავს სამართლის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. მასში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ახალგაზრდა პროფესორები.

პროექტი დაფინანსებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მიერ, USAID-ისა და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

 


2012 წლის 21 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეხვდა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოაწყო შეხვედრა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებთან. ფაკულტეტის წევრებს და სტუდენტებს მიეცათ შესანიშნავი შანსი, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს დამთავრებიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. შეხვედრა მოეწყო რესტორანში, სადაც სტუდენტებმა და პროფესორებმა ერთად ისიამოვნეს და გაიხსენეს სასწავლო პროცესი, კლასგარეშე აქტივობები და კიდევ ბევრი სხვა რამ რაც უკავშირდებოდა ფაკულტეტს.

შეხვედრის ბოლოს, ფაკულტეტმა კურსდამთავრებულებს დაურიგა საჩუქრები, რათა მათ მომავალშიც ახსოვდეთ რომ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველთვის მათ გვერდში იქნება.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მუდამ ემახსოვრება და ექნება კავშირი კურსდამთავრებულებთან. 


სამართლის მიმართულების მეორე და მესამე კურსის სტუდენტები (სალომე თოფჩიაშვილი, ინა ქათამაძე, ცისია ოქროპირიძე, ნუკი კოხოძე და ნათია არაჩაშვილი, შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ალექსანდრე გიორგიძე, ეკატერინე ბაკარაძე და ოთარ ბენიძეს და მკვლევარ ასისტენტის ლიანა ჯაფარიძესთან ერთად) მონაწილეობდნენ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)“ მიერ დაფინანსებულ საქართველოს მეორე ეროვნული სისხლის სამართლის სასამართლო ადვოკატირების კონკურსში.   

კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამართლის სკოლების რვა ჯგუფმა. მოსამართლის პანელები შედგებოდა გამოცდილი ქართველი და უცხოელი იურისტების მიერ. ნახევარფინალი და საბოლოო რაუნდები გაიმართა საქართველოს უზენაეს  სასამართლოში. 17 დეკემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა წინა საკონკურსო რაუნდები. კონკურსის დაწყებამდე, „JILEP“-მა ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქართული უნივერსიტეტის 48 იურისტ და რვა სამართლის „პროფესორ-მწვრთნელებისათვის“ ჩაატარა ტრეინინგი ძირითადი სასამართლო ადვოკატირების უნარების შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის მიმართულების პროფესორები. სამართლის მიმართულების სტუდენტებმა მოიპოვეს მეხუთე ადგილი კონკურსში.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში „მაჰატმა“ (უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მაგისტრი: ლიდერების ჩამოყალიბება განათლების ტრანსფორმაციისათვის - 530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR (2012-400). გრანტი მოპოვებულია სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ. პროექტში მონაწილეობენ უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები 7 ქვეყნიდან (სომხეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ჩეხეთი), მისი ხანგრძლივობაა 3 სასწავლო წელი.  პროექტის  გახსნის შეხვედრა ჩატარდა ერევანში ა.წ. 11-12 დეკემბერს. 

პროექტის ფართო ამოცანაა, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების მენეჯმენტის ტრანსფორმაციას სომხეთსა და საქართველოში.  ამისათვის შემოტანილი იქნება ახალი სამაგისტრო პროგრამები და პროფესიული განვითარების კურსები უმაღლესი განათლების მენეჯმენტში. პროექტის კონკრეტული მიზნებია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, განახორციელონ ეს პროგრამები, ასევე წარიმართოს დიალოგი განათლებაში ყველა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს  (ე.წ. შეაჰოლდერებს) შორის - ჩამოყალიბდეს განმანათლებლების პროფესიული ასოციაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ განათლების სისტემის ტრანსფორმაციას.   

შზსუ-ში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში, რომელიც იქნება მოდიფიცირებული უმაღლესი განათლების მენეჯმენტის პროგრამაში. რადგან მოქმედი პროგრამა იქნა აკრედიტებული 2012 წ. 1 თებერვალს ხუთი წლის ვადით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნლი ცენტრის მიერ, მათ, ვისაც სურთ ისწავლონ ამ პროგრამაზე, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ეროვნულ საგამოცდო ცენტრში სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და, წარმატების შემთხვევაში, მოიპოვონ გრანტი, რომელიც სწავლის თანხის საგრძნობ ნაწილს დაფარავს (წლიური გადასახადი იქნება 3000 ლარი).  პროგრამის შესახებ უფრო მეტი დეტალები განთავსებული იქნება თებერვალშიგანათლების ფაკულტეტის ვებგვერდზე და ფეისბუკზე. პროგრამა მოიცავს საუკეთესო სტუდენტების ორთვიან გაცვლას მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებში (პროექტის ხარჯზე). სამი სემესტრის განმავლობაში სწავლა იქნება კვირაში სამჯერ (სამ-სამი საათი) საღამოობით (შესაძლებელია შაბათს სწავლა) - დეტალები შეთანხმებადია. სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად სტუდენტებს ეყოლებათ 2 ხელმძღვანელი: ერთი შზსუ-დან, მეორე კი - პროგრამაში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნიდან.  

 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა ნათია ბლიაძემ, ბელა ბიბილურმა, ანა ალადაშვილმა, ქეთევან მამულაძემ და ნინო ჭოლოკავამ მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს მარათონში 20=200, რომელიც მოეწყო ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის ინიციატივით. პროექტის წესების მიხედვით მონაწილე გუნდებს უნდა შეემუშავებინათ ბიზნეს იდეა და საკუთარი პროდუქტის გაყიდვით საწყისი კაპიტალი 20 ლარი გაეზარდათ მინიმუმ 200 ლარამდე. შზსუ-ის გუნდმა ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოების გაყიდვით დააგროვა 331 ლარი და დაიკავა მე-4 ადგილი.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა გააფორმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი პარიზის საერთაშორისო ბიზნეს სკოლასთან (ISG - L’Institut Supérieur de Gestion). მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გაცვლითი პროგრამით ისწავლონ საფრანეთში.

ISG - პარიზის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს, სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტის სტუდენტების 80% არიან 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ISG-ს გააჩნია საერთაშორისო აკრედიტაცია და არის არაერთი პრესტიჟული ასოციაციის წევრი (ACBSP, AACSB, IACBE).

International Bachelor Documentation

International Bachelor Documentation


2012 წლის 13 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა დიალოგი ევრაზიამ ორგანიზება გაუწია გარემოს დასუფთავების თანამეგობრულ პროექტს. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები  აქტიურად ჩაერთნენ გარემოს დასუფთავების პროცესში, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

სტუდენტებმა დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და მოაგროვეს 74 ნაგვის შეკვრა ტერიტორიის ხელახლა დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.  


ორშაბათს, 2012 წლის 10 დეკემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ახალ საბაკალავრო პროგრამაზე სახელწოდებით  საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამა საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა დამტკიცებულ იქნა მომავალი 5 წლის განმავლობაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

საჯარო მმართველობის მიმართულებით შესაბამის სპეციალისტთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა  პროფესიონალი კადრების მომზადების სფეროში არსებული პროგრამების ამოცანას წარმოადგენს იმ ადამიანების პროფესიონალური  განათლება და მომზადება, რომლებიც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში და რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ ორგანიზაციების ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის ამაღლებას. წარმოდგენილი  პროგრამის  ამოცანაა სწავლებისა და  სწავლის პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გაითვალისწინებს და დაეყრდნობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პროცესებს, კვალიფიციურ საჯარო მოსამსახურეებზე არსებულ მოთხოვნებს, სტუდენტების  მისწრაფებებსა და სურვილებს.  საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუქციონირების სფეროში. ჩვენი მიზანია, საქართველოში ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისათვის მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მომავალი ლიდერები თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოში ეფექტური და წარმატებული საქმიანობისათვის, რათა მათ გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარჩვევები, რომ მათ შეძლონ წარმატებით გადალახონ მათ წინაშე არსებული სირთულეები და ღირსეულად წარმოადგინონ თავიანთი ქვეყანა როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის შეიქმნა ქვეყანაში საჯარო მმართველობის  დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნამ განაპირობა. პროგრამა სრულად შეესაბამება როგორც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ისე უმაღლესი განათლების ეროვნულ სტრატეგიასა და მის უპირველეს პრიორიტეტებს. პროგრამა ევროპული კრედიტების ტრანსფერის  სისტემასა (ECTS) და სწავლების შესაბამისი დონის ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. საბაკალავრო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფისა და  პროგრამის მართვის სტრუქტურა და პროცედურები ეყრდნობა ბოლონიის პროცესის ძირითად მოთხოვნებს.


5 დეკემბერს  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა  კონფერენცია, სადაც საჯარო განხილვის მიზნით წარმოდგენლი იქნა საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში (GDRI)  მომზადებული კონკურენციიის შესახებკანონის პროექტი და კონცეფცია. კონფერენციის ძირითადი მომხსენებელი იყო  პროექტის ავტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ქეთევან ლაფაჩი. კანონპროექტი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით.  

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეიბდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 


შზსუ-ის პროფესორებმა პროფ. დოქტ. გიული ალასანიამ,  პროფ. დოქტ. კონსტანტინე ჟღენტმა, ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი ბაღათურიამ,  ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა და ასოც. პროფ. დოქტ.  ნიკოლოზ ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღეს დიალოგი ევრაზია პლატფორმის ფორუმში ქალაქ ანტალიაში (თურქეთი) 29 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე.

დიალოგი ევრაზია წარმოადგენს რეგიონალურ ინტელექტუალურ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და ქვეყნებს შორის დიალოგის ხელისშეწყობას.  დიალოგი ევრაზიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სოციალური პროექტების ორგანიზება და მონაწილე ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების სტრატეგიების შემუშავება.


ამა წლის 26 ნოემბერს, სამართალმცოდნეობის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები 2012 წლის 26 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ. სტუდენტები მოკლედ გაეცნენ უზენაესი სასამართლოს შენობის ისტორიას და მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ დიდი პალატის, პლენუმისა და სასამართლო სხდომათა დარბაზები.

ვიზიტის ბოლოს სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ბ-ნ გიორგი შავლიაშვილს. ბატონმა გიორგიმ მოკლედ ისაუბრა სასამართლოს საქმიანობის და დანიშნულების შესახებ. სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე გადაეღოთ სურათები სასამართლოს შენობაში.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ტიპის ექსკურსიები იგეგმება მომავალშიც.

 


2012 წლის 15 ნოემბერს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ მე-5 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას ამერიკისმცოდნეობაში. კონფერენციის მიზანი იყო  სამეცნიერო ცოდნის კვლევებისა და გამოცდილების გაზიარება.

სტუმრებს შორის იყვნენ: ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ლოლა პეტროვა, საელჩოს სხვა წამომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები.  

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ისაუბრა ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის სტაბილურობის შესახებ და უპასუხა ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების კითხვებს. 

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ მოაწყო ნოემბრის თვის რაუნდის დებატების ტურნირი

ამა წლის 8 ნოემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ ორგანიზება გაუწია ნოემბრის თვის რაუნდს ყოველთვიური დებატების ტურნირში თემაზე „უნდა გაუქმდეს თუ არა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლის საფასური?“

დებატების ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებების სტუდენტებმა. სტუდენტებმა შეადგინეს ოთხი გუნდი არგუმენტ–კონტრარგუმენტის რეჟიმში. მოსაზრების მომხრე და მოწინააღმდეგე გუნდები გამოვიდნენ სიტყვით, დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და უპასუხეს მოყვანილ არგუმენტებს შეზღუდული დროის ფორმატში.

მონაწილეები შეფასდნენ მოცემული კატეგორიების მიხედვით: თემის სრულყოფილი ცოდნა, არგუმენტების სიძლიერე, პრეზენტაბელურობა, გუნდურობა, შეკითხვებზე პასუხი, გამოყოფილი დროის გამოყენება და ეთიკა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებების სტუდენტებმა გაიმარჯვეს დებატების ტურნირში.  

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი–ევრაზია“ მომავალშიც გეგმავს მსგავს დებატების ტურნირს.


9 ნოემბერს შზსუ-ის დასაქმების სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო ბიზნეს კლუბის შეხვედრა კომპანია ბაგრატიონში, რომელიც წარმოადგენს ცქრიალა ღვინის ბაზრის ლიდერს საქართველოში.

კომპანია ბაგრატიონი 1882  დაარსდა 1937 წელს, თუმცა მისი სახელწოდება უკავშირდება უფრო ადრეულ პერიოდში მოღვაწე ქართული სამეფო დინასტიის შთამომავლის, თავად ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახელს, რომელმაც  XIX საუკუნის შუა ხანებში პირველმა დაიწყო ქართული ცქრიალა ღვინის წარმოება ფრანგული ბოთლური მეთოდით. დღესდღეისობით ს.ს. ბაგრატიონის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 9 ქვეყანაში, მათ, შორის, აშშ-ში, გერმანიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

კომპანიაში ვიზიტისას შზსუ-ის სტუდენტებს უმასპინძლა ს.ს. ბაგრატიონის ხარისხის მართვის მენეჯერმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო კომპანიის დაარსების ისტორია, დაათვალიერებინა საწარმო და ისაუბრა წარმოების პროცესსა და მარკეტინგის სტრატეგიებზე.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორმა ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ბიზნესის და ეკონომიკის საზოგადოების (EBES) კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი). ბატონმა კახაბერმა წარმოადგინა თემა სახელწოდებით „ბრენდის ცნობადობის მატრიცა პოლიტიკურ მარკეტინგში“.

ევრაზიის ბიზნესის და ეკონომიკის საზოგადოება წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას, მაღალი სამეცნიერო სტანდარტების ჩამოყალიბებასა და მეცნიერებს შორის ცოდნის გაზიარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია სტაჟირების საზაფხულო პროგრამას  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტებისათვის  სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში. 2012 წლის ივლისში, სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება ისეთ წამყვან ორგანიზაციებში, როგორიცაა  „Bank Asya“, „Aysan Biscuits and Wafers Manufacturing Company“ და „Özçelikler Hydraulic Cylinder Industry & Trade Company ქალაქ სტამბულსა და ანკარაში.  

Bank Asya (სტამბული) - წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ბანკს, რომელიც ფლობს ქვეყნის საბანკო სექტორის მნიშვნელოვან წილს. სტუდენტები განაწილებულ იქნენ „Asya“ ბანკის სხვადასხვა ფილიალებში, კერძოდ  „Kartal“, „Küçükyalı“, „Maltepe“, „Kozyatağı“, „Altunizade“, „Kadıköy“, „Libadiye“ და „Altıyol“ ფილიალებში სტამბულში.    

Aysan Biscuits and Wafers Manufacturing Company (ანკარა) - კომპანია წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას ორცხობილების, ვაფლებისა და კრეკერების წარმოების სექტორში. სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს წარმოებასა და საერთაშორისო გაყიდვების დეპარტამენტში.    

Özçelikler Hydraulic Cylinder Industry & Trade Company (ანკარა) - არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდი და ლიდერი თურქეთში ჰიდრავლიკური ცილინდრების წარმოების სექტორში.  

პროგრამაში მონაწილე 15 სტუდენტს მიეცა შესანიშნავი საშუალება გაცნობოდა და მონაწილეობა მიეღო თურქეთის წამყვანი ორგანიზაციების სამუშაო პროცესში. აგრეთვე, სტუდენტებმა შეისწავლეს წარმოების, გაყიდვების, ადამიანური რესურსებისა  და სხვა განყოფილებების სამუშაო პროცესი. სტაჟირების გარდა პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ქალაქების ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი, სადაც სტუდენტებს გადაეცათ ვიზიტორის სერთიფიკატები.  სხვადასხვა თურქულ ოჯახებში ვიზიტებით, სტუდენტები კიდევ უფრო უკეთ გაეცნენ თურქულ კულტურას.  მათ გადაიღეს სამახსოვრო სურათები და ისიამოვნეს სხვადასხვა ქალაქების დათვალიერებით. პროგრამის დასრულების შემდეგ, სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

საზაფხულო სტაჟირების პროგრამამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა უფრო მეტად გაეღრმავებინათ თავიანთი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და მიეღოთ გამოცდილება შესაბამის სფეროში. 


სასწავლო პრაქტიკის 45-დღიანი პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიღრმავონ და გამოიყენონ თეორიული ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების წარმატებული სტუდენტები, ნინო სამხარაძე და ნინო გოდერძიშვილი, შეარჩია ფაკულტეტმა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით. მათ წარმატებით გაიარეს 45-დღიანი სასწავლო პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პრაქტიკა არის რეგულარი პროგრამა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ ფაკულტეტს და გაიარონ სასწავლო პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.   


2012 წლის 29 ოქტომბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა  შზსუ-სებ (საქართველოს ეროვნული ბანკი) ერთობლივი სასერთიფიკაციო პროგრამის წარმატებული მონაწილეების რიგით მეორე დაჯილდოებას.

შზსუ-სებ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2010 წელს.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართა კოქტეილი.


2012 წლის 29 ოქტომბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობას, კერძოდ, პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილეს ბატონ შტეფენ შთორქსა და სავაჭრო ოფიცერს ქალბატონ ვირჯინი კოსოლს.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიმოიხილეს ევროგაერთიანების ფუნქციები, ასევე შეეხნენ ისეთ სპეციფიურ თემებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა და საქართველო-ევროგაერთიანების ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე და საქართველო-ევროგაერთიანების სავაჭრო ურთიერთობები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება(DCFTA).


23 ოქტომბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილების წარმომადგენლებს ნინო ნანიტაშვილსა და გიორგი კინწურაშვილს, რომელთაც სტუდენტებს გააცნეს  პროგრამა StartUp Wise Guys.

 

StartUp Wise Guys წარმოადგენს  დამწყები ბიზნესის და ბიზნეს იდეების ხელშემწყობ საერთაშორისო პროგრამას, რომელიც შანსს აძლევს სტუდენტებს მიიღონ  პროფესიონალური კონსულტაცია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან   და  5000–დან 15000 ევრომდე ოდენობის საწყისი კაპიტალი.  პროგრამა მოიცავს 10 კვირიან მენტორულ კურსს, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი იდეა წარუდგინონ მსოფლიო დონის ინვესტორებს ლონდონსა და ტალინში.

 

იხილეთ StartUp Wise Guys პროგრამის დეტალები


 


23 ოქტომბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ლინეის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის პროფესორს ბატონ სვენ ოლოფ კოლინს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი პროფ. მეთინ მერჯანი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. ფარუქ გურსოი, მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორი პროფ. გიორგი ბაღათურია, ფინანსების პროგრამის კოორდინატორი პროფ. ქეთევან ლაფაჩი, მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი პროფ. კახაბერ ჯაყელი და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი ლალი გიგაური. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები, მათ შორის პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, ზაფხულის და ზამთრის სკოლები, ერთობლივი კონფერენციები და სხვ.

 

 



2012  წლის 17  ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიხსნა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოილოგიების გამოყენება“ კონფერენცია გაგრძელდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ხოლო 18 და 19 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

კონფერენციის მიზანი იყო   შეეკრიბა  როგორც ბიზნეს გარემოს წარმომადგებლები ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მკვლევარები, მეცნიერები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, რათა    განეხილათ ინოვაციური იდეები და სხვადასხვა  საინტერესო თემები  საინფორმაციო ტექტონოლოგიების განვითარების შესახებ.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის , ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ორგანიზებით. კონფერენციის ტექნიკური მხარდამჭერი იყო  ელექტრული ინჟინერიის ინსტიტუტი (IEEE) . კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ სურგულაძე და კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტების რექტორები და სხვა საპატიო სტუმრები როგორც საქართველოს, ასევე  თურქეთის, კანადის ირანის, შვედეთის ფინეთის, ჩინეთის, რუსეთის, უზბეკეთის რუმინეთის აზერბაიჯანის იტალიისა, და სხვა ქვეყნების წარმომადგებლები



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალბატონ ჰილარი კლინტონის მთავარი მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ქალბატონი ფარაჰ ფანდიტი ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 

 

2012 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალბატონ ჰილარი კლინტონის მთავარი მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ქალბატონი ფარაჰ ფანდიტი ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ესაუბრა სტუდენტებს. იგი დიდად აფასებს 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას, რომელიც აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, წარმატებით ახერხებს ტრანსნაციონალურ კომუნიკაციას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის კულტურის წარმომადგენლებთან განურჩევლად რელიგიური, თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.




შზსუ-ის პრორექტორმა, განათლების ფაკულტეტის პროფესორმა და პროგრამების კოორდინატორმა ნათელა დოღონაძემ მონაწილეობა მიიღო მეორე საერთაშორისო კონგრესში „მასწავლებლის მისია თანამედროვე სამყაროში“, რომელიც ჩატარდა ოდესაში (უკრაინა), 27-30 სექტემბერს.  კონგრესს მასპიძლობდა კ.დ. უშინსკის სახ. სამხრეთ-უკრაინული ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი. იგი ორგანიზებული იყო უკრაინის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, უკრაინის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამხრეთის სამეციერო ცენტრის, კ.დ. უშინსკის სახ. სამხრეთ-უკრაინული ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის, უკრაინის უნივერსიტეტების ასოციაციის, პედაგოგიური უნივერსიტეტების საერთაშორისო აცოციაციის, ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის, განათლებისა და მეცნიერების ადმინისტრაციის, ოდესის რეგიონალური მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტისა და დაილოგ ევრაზიის პლატფორმის მიერ. კონგრესი შედგებოდა სიმპოზიუმისაგან პლენარული სხდომის ფორმატით და საავტორო პედაგოგიური ინოვაციების ფესტივალისაგან. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ აშშ-ს, ჩინეთის, ისრაელის, თურქეთის,  უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ლიტვის, ლატვიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის მეცნიერები, რომლებმაც იმსჯელეს მასწავლებლის მისიის ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ ასპექტებზე - თანამედროვე ახალგაზრდობის ზნეობრივი და ინტელექტუალური პოტენციალის გაზრდაზე და    უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ კონცეპციაზე. ფესტივალზე ნაჩვენები იყო სკოლამდელი, სასკოლო, პროფტექნიკური და უმაღლესი განათლების დაწესებულებების ინოვაციური გამოცდილება („მომავლის მასწავლებელი“).  


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბიზნეს კლუბმა თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოაწყო სტაჟირების საზაფხულო პროგრამა  წევრი სტუდენტებისათვის  სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებს შორის, სადაც სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება არის Bank Asya, Atagür Mobilya, Akfa Kimya და AFS FLEXIBLE DUCT ქალაქ სტამბულში, ანაკარასა და იზმირში.

Bank Asya წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ბანკს, რომელიც ფლობს ქვეყნის საბანკო სექტორის მნიშვნელოვან წილს.

Akfa Kimya წარმოადგენს თურქეთში ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთი უმსხვილეს კომპანიას.

Atagür Mobilya არის ერთ-ერთი ლიდერი ხის და მეტალის ავეჯის წარმოებაში, რომლის მიზანია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის საშუალებით გაზარდოს  ბრენდის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.

AFS FLEXIBLE DUCT წარმოადგენს მილების წამყვან მწარმოებელს თურქეთში, რომლებიც გამოიყენება გათბობის სისტემის, ვენტილაციისა და კონდიცინირების სექტორში.

პროგრამაში მონაწილე 15 სტუდენტს საშუალება მიეცა გაცნობოდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმოების, საკრედიტო, გაყიდვების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების  და სხვა განყოფილებების სამუშაო პროცესს.  პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროგრამა ასევე მოიცავდა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს - სტუდენტებმა დაათვალიერეს მასპინძელი ქალაქების ისტორიული და ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი, სადაც პარლამენტის წევრის ბატონ ჰაქან შუქურის მრჩეველებმა უმასპინძლეს სტუდენტებს  და დააჯილდოვეს ვიზიტორის სერთიფიკატებით.  

 


ხუთშაბათს და პარასკევს, 27-28 სექტემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოაწყო შეხვედრა ეკონომიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების პირველკურსელ სტუდენტებთან.  

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, დეკანის მოადგილე ასოც. პროფ. დოქტ. ნიკა ჩიტაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ბაკარაძე, ფაკუტლეტის ასისტენტებთან ერთად შეხვდნენ ეკონომიკის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების სტუდენტებს.  

ფაკულტეტის წევრები გაეცნენ სტუდენტებს და მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, სასწავლო პროცესისა და სოციალური ღონისძიებების შესახებ. ფაკულტეტმა და სტუდენტებმა, რომლებსაც შეხვედრის ბოლოს მიეცათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი მოსაზრება, განიხილეს სასწავლო პროცესი. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მიულოცა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება და გადასცა საჩუქრები.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს და მოუსმინოს სტუდენტების მოსაზრებებს.



2012 წლის 25 სექტემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასინძლა DAAD-ის ცენტრის კოორდინატორს საქართველოში ქალბატონ ელიზაბეტ ვენოჰრს. ქალბატონმა ვენოჰრმა სტუდენტებს გააცნო გერმანიაში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. ამას გარდა, მან სტუდენტებს დახმარება აღუთქვა გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის მოგვარებაში.  

DAAD წარმოადგენს გერმანიის აკადემიური გაცვლის სერვისს, რომელსაც მთელ მსოფლიოში გააჩნია ქსელი და ეხმარება სტუდენტებსა და მეცნიერებს სწავლის და სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებაში გერმანიაში.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ლევან პაიჭაძემ, გიორგი შანიძემ, გიორგი ბურჭულაძემ და ნინო ფარულავამ მონაწილეობა მიიღეს მარკეტინგულ კონკურსში სახელწოდებით „ჩემი ბორჯომი“, რომელიც მოეწყო კომპანია „აი-დი-ეს ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით. კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტების ჩართვას ბორჯომის სამომავლო კამპანიის შემუშავებაში. 2012 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა მონაწილე გუნდების ფინალური პრეზენტაციები.


18 სექტემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაშების საკვალიფიკაციო რაუნდს.

სამშაბათს, 18 სექტემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი ევრაზია“, უმასპინძლეს პირველად რა? სად? როდის? ინტელექტუალურ თამაშს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

შეჯიბრისათვის საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სამართლის მიმართულების სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს ექვსი კაცისგან შემდგარი ჯგუფები. კლასიკური თამაშის ფორმატის მიხედვით, ჯგუფებს მოუწიათ თხუთმეტ კითხვაზე პასუხის გაცემა, სადაც კითხვა პასუხი მიმდინარეობდა წუთობრივად.  დაძაბული თამაში გაგრძელდა ერთი საათი და დასრულდა ეკონომიკის ჯგუფის გამარჯვებით. გუნდის კაპიტანი დასაჩუქრდა ვიქტორ ჰიუგოს წიგნით - „საბრალონი“. გამარჯვებული გუნდი დაესწრება თბილისის ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის? რომელიც შედგება 23 სექტემბერს.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს ინტელექტუალური თამაშების ახლად დამკვიდრებული ტრადიცია.   


13 სექტემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან. ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ასისტ. პროფ. დოქტ. მეთინ მერჯანმა, დეკანის მოადგილემ ასისტ. პროფ. მა

კა ბუღულაშვილმა, მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორმა ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა, მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორმა ასოც. პროფ. დოქტ. გიორგი ბაღათურიამ, მოწვეულმა ლექტორმა აშშ-დან დოქტ. რიჩარდ ბენეტმა და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა ლალი გიგაურმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დასაქმების და საზღვარგარეთ გაცვლითი და ორმაგი დიპლომის პროგრამით სწავლის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა ფაკულტეტის წარმომადგენლებს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები.

 


14 სექტემბერს განათლების ფაკულტეტმა ჩაატარა პირველკურსელების მისასალმებელი წვეულება. წვეულების მიზანი იყო, სტუდენტებს გაეცნოთ ერთმანეთი არასასწავლო სიტუაციაში და (განსაკუთრებით, საერთასორისო სტუდენტებს) ეგრძნოთ თავი სახლში.  ამიტომ მათ მივესალმეთ სამ -  ინგლისურ, თურქულ და ქართულ - ენაზე. დეკანმა, პროფესორ თამარ შიოშვილმა, ფაკულტეტის ხარისხის მართვის წარმომადგენელმა ასოცირებულ პროფესორმა ილიას უსთუნიერმა, პრორექტორმა და პროგრამების კოორდინატორმა პროფესორ ნათელა დოღონაძემ მიმართეს სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით. მათ უსურვეს პირველკურსელებს წარმატებული სწავლა. სტუდენტებს დაურიგდათ ორენოვანი (ინგლისურ-ქართული და ინგლისურ-თურქული)  მოკლე ინფორმაცია უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანაწესების შესახებ.  პირველკურსელებს ასევე მიესალმნენ მეორე და მესამე კურსის სტუდენტები, მათ წარუდგინეს ახალბედა სტუდენტებს ინგლისური ფილოლოგიისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამები, ილაპარაკეს ფაკულტეტზე სწავლის უპირატესობებზე. წვეულება დასრულდა მოკლე მუსიკალური პროგრამითა და კოქტეილით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლეები, რომლებსაც სტუდენტები გაატარებენ ფაკულტეტზე, იქნება ისეთივე ტკბილი, როგოც ფახლავა, რომელიც სტუდენტებმა მიირთვეს კოქტეილზე.


შზსუ-ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა მოწვეულ ლექტორს პროფესორ რიჩარდ ბენეტს პარტნიორი სამხრეთ  პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ჯორჯიის შტატი, აშშ). პროფესორმა ბენეტმა მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა ინტერნსიური კურსი „მენეჯმენტის საფუძვლები“. პროფესორი ბენეტი მუშაობს სამხრეთ  პოლიტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წლიდან  საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელად და სოციალურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იგი ოთხგზის დასახელდა  ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელ ლექტორად „Who's Who Among American Teachers“ - ის მიერ.

 


2012 წლის ივლის–აგვისტოში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს ოთხ-კვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის საზაფხულო სასწავლო კურსები ნიუ–იორკში, კერძოდ ნიუ იორკის საერთაშორისო სკოლაში, სენტ ჯონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებით. პროგრამას კოორდინირება გაუწია  ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძემ. სტუდენტები ეწვივნენ მათთვის საინტერესო ადგილებს, დაესწრნენ ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ბარუხის კოლეჯსა და ფეის უნივერსიტეტში, აგრეთვე, შეხვდნენ განათლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმოგზაურეს ისტორიულ ადგილებში, როგორიცაა ელისის კუნძული, თავისუფლების ქანდაკება, როქფელერის ცათამბჯენი, Empire State Building-ი, კაპიტოლიუმი, თეთრი სახლი, ბოსტონის ღირსშესანიშნაობები (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი, გუგენჰეიმი, სმიტსონიანები) და ისიამოვნეს ოცნებების ქალაქში გატარებული დროით. ასევე, პროგრამის მონაწილეებისათვის დაიგეგმა საგანმანათლებლო ვიზიტები ჰარვარდის უნივერსიტეტში, (ბოსტონი, მასაჩუსეტსი), ჯორჯთაუნის, ჯორჯ ვაშინგტონისა და ამერიკის უნივერსიტეტებში, (ვაშინგტონში).    

ფაკულტეტი გეგმავს აღნიშნული ღონისძიებებისათვის ყოველწლიური ხასიათის მიცემას, რომ დაეხმაროს სტუდენტებს ენობრივი და ლიდერობის უნარ–ჩვევების გამომუშავებაში და განამტკიცოს ურთიერთობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან აშშ–ში.


2012 წლის 3 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო. 10 სექტემბრის ჩათვლით 500-მდე წარმატებული სტუდენტი გაივლის რეგისტრაციას და ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს. მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს - აირჩიეს სასურველი პროფესია და  სწავლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აგრძელებენ. ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გასული სტუდენტები, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით საქართველოს მასშტაბით პირველ 500-ეულში შესული სტუდენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და შზსუ-ის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლიან უფასოდ, ხოლო კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები ისარგებლებენ  სხვადასხვა ფასდაკლებით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

გისურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და წარმატებას ცხოვრების ყველა ეტაპზე.


2012 წლის 4 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსი, ასოც. პროფ. დოქტ. შალვა კვინიხიძე შეხვდა სტუდენტებს და ჩაატარა საინტერესო ლექცია. ბ-ნმა  შალვა კვინიხიძე გააცნო სტუდენტებს ძირითადი საკითხები სალექციო კურსის შესახებ და ისაუბრა  ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში გატარებულ სახელმწიფო რეფორმებზე.  

ლექციის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და  ახალი შთაბეჭდილებებით დატოვეს სამინისტრო. 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს თურქული და ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების თანამშრომლობის მხარდამჭერ პროექტს. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ბიზნეს პროექტების შედგენა და ინვესტირების მოძიება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით 2012 წლის 31 ივნისს შზსუ-ის წარმომადგენლები კანცლერი ბ-ნი რესულ დიქმენი, ბიზნესის მართვის ფაკუკლტეტის დეკანის მოადგილე ქ-ნი მაკა ბუღულაშვილი, მენეჯმენტის პროგრამის კოორდინატორი ბ-ნი გიორგი ბაღათურია და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ასისტენტი  ქ-ნი მირაი ჯელეფლი შეხვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს  დირექტორის პირველ მოადგილეს ბ-ნ გიორგი ციკოლიას.


2012 წლის 25 ივნისს შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტმა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოვა, როგორც 2011-2012 წლის საუკეთესო ფაკულტეტი.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ეცდება შეინარჩუნოს ეს ჯილდლო მომავალ წლებშიც.


2012 წლის 28 ივნისს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგები და ნატო-საქართველოს ურთიერთობები იყო. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდე კვიტაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი ესწრებოდნენ. ბ-ნმა ალექსანდრე  ვერშბოუმ სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ პირველწყაროსგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველო-ნატოს დღევანდელი ურთიერთობების შესახებ.

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. 


დასრულდა 2012 წლის შზსუ-სებ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა. 21 ივნისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გაიმართა პროგრამის ფინალური გამოცდა. შზსუ-სებ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. საგამოცდო ტესტი მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაღალი რანგის მოხელეების მიერ. ტესტირება გაიარა პროგრამის მონაწილე 19-მა სტუდენტმა. წარმატებულ მონაწილეებს  საზეიმოდ გადაეცემათ სერთიფიკატები. 


2012 წლის, 6 ივნისს ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო„ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის გამართა სემინარი არჩევნების თემაზე.

სემინარის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სამართლის პრინციპებს, სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ საარჩევნო პროცედურებსა და იმ რეფორმებს, რომელიც საარჩევნო სამართლის კუთხით მუშავდება საქართველოში.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ზემოქმედების ძალა თითოეულ მოქალაქეზე.  

სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კვლავაც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას.


ბიზნესის მართვის ფაკულტეტისა და მარკეტინგის პროფესორის ბატონი ტარიელ ზივზივაძის ინიციატივით მოეწყო პირველი ყოველწლიური სტუდენტური ბიზნეს გეგმების კონკურსი. კონკურსი დაიწყო  2012 წლის მარტში და გაგრძელდა 4 თვე. პროექტის დასაწყისში 14 სტუდენტურმა გუნდმა, რომელმაც გააერთიანა 40 სტუდენტი გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, თუმცა ფინალური პრეზენტაციებისთვის შეირჩა მხოლოდ 8 გუნდი. მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგი ბიზნეს გეგმის წერასა და ეფექტური პრეზენტაციის მომზადებაში.   

2012 წლის 15 ივნისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე გაიმართა პირველი ყოველწლიური სტუდენტური ბიზნეს გეგმების კონკურსის ფინალური პრეზენტაციები.   კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა.  8 გუნდმა წარმოადგინა საკუთარი ბიზნეს იდეები, მათ შორის იყვნენ:

  1. ლევან პაიჭაძე, გიორგი შანიძე და აკაკი მუნჯიშვილი ბიზნეს იდეით სარეკლამო სააგენტო  „პარტიზანები“
  2. სალომე გაბრიელშვილი, მარიამ ნუცუბიძე, სალომე მამრიკიშვილი და ანა ფხაკაძე ბიზნეს იდეით ლიტერატურული და დიეტური კვების კაფე “Cozy”
  3. მარიამ კურდღელაშვილი და თამარ ჭანტურია ბიზნეს იდეით ქორწილების დაგეგმვის კომპანია
  4. თამარა დუმბაძე, ანა ქართველიშვილი, ეკატერინე ხაბურძანია და ინარა მამედოვა მზა კერძების ადგილზე მიტანის ბიზნეს იდეით “Halal Food”
  5. ნინო ლიპარტელიანი, ანი თოდრია და დათა გოგია  შზსუ-ის ბუფეტში ყავის აპარატის შემოტანის ბიზნეს იდეით
  6. სესილი გოგლიჭიძე და ნინო პერტაია შზსუ-ის ბუფეტში დიეტური საკვების შემოტანის ბიზნეს იდეით “Eat Green @ IBSU”
  7. გიორგი ტყემალაძე და იალუ კოკო ვანგი ბიზნეს იდეით ღონისძიებების დაგეგმვის სერვისი

კონკურსის ჟიური წარმოდგენილი იყო კომპანიების ბარამბო და სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები გამოცდილი პროფესიონალებით, ფაკულტეტის პროფესორებითა და წარმატებული კარიერის მქონე კურსდამთავრებულებით. ჟიურიმ გამარჯვებულ ბიზნეს იდეად დაასახელა ქორწილების დაგეგმვის კომპანია. მარიამი და თამარი დაჯილდოვდნენ iPad-ით, ხოლო მათი ბიზნეს იდეა დაფინანსდა 5000 ლარით. მეორე და მესამე ადგილებზე გასული  ბიზნეს იდეების “Halal Food” და  „Partisans“ ავტორ გუნდებს გადაეცათ შზსუ-ის ტრენინგ ცენტრის ვაუჩერები. ამასთან,   ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა სერთიფიკატით და  5 ECTS კრედიტით.

 

 


შავი ზღვის საერთაშორისო ინივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტები 15-18 ივნისს იმყოფებოდნენ ვიზიტით ათათურქის უნივერსიტეტში (ერზრუმი, თურქეთი). შარშან ძზსუ-ის განატლების ფაკულტეტმა ჩაატარა პირველი საერთაშორისო კონფერენცია განათლების საკითხებზე. ათათურქის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის თანამშრომელთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღეს ამ კონფერენციასი და დამყარდა კავშირი მათი და ჩვენი განათლების ფაკულტეტებს შორის.  ამ გაზაფხულზე ჩვენ ისევ ვუმასპინძლეთ მათ. ამჯერად ჩვენი ჯგუფი, რომელშიც შედეოდნენ განათლების ფაკულტეტის პროგრამების კოორდინატორი და შზსუ-ის პრორექტორი პროფესორი ნათელა დოღონაძე,  ამავე უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებელი, განათლების ფაკულტეტის სტუდენტ-მაგისტრანტი ჰუსეინ დემირი და 6 ჩვენი სტუდენტი, ესტუმრა ათათურქის უნივერსიტეტს. ჯგუფი ცხოვრობდა უნივერსიტეტის სტუმართა სახლში. პირველივე საღამოს მათ მოისმინეს თურქული პოპ მეგავარსკვლავის - თარქანის - კონცერტს.  მათ იმოგზაურეს თორთომის რეგიონში, სადაც ინახულეს ქართული მონასტერი ეშვანქი ( X ს.), ჩანჩქერები, დიდი და 7 პატარა ტბა. მათ დაათვალიერეს ერზრუმი - ისტორიული ქალაქი და შესანიშნავი სათხილამურო კურორტი. და, რასაკვირველია, ისინი უარრესად მადლობელი დარჩნენ მასპინძელთა თბილი დახვედრით. თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს შორის გრძელდება, მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილია სტუდენტთა ერთობლივი კონფერენციის ჩატარება.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ფინანსების პროგრამის სტუდენტები და პროგრამის კოორდინატორი პროფ. დოქტ. ქეთევან ლაფაჩი 2012 წლის 1 ივნისს ესტუმრნენ საქართველოს საფონდო ბირჟას. სტუმრებისთვის  აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ვახტანგ სვანაძემ გააკეთა პრეზენტაცია, იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებს საქართველოს საფონდო ბირჟა.  მან ისაუბრა საქართველოს საფონდო ბირჟის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პრობლემებს.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები 2012 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.  

2012 წლის 1 ივნისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ, სადაც მათ ექსკურსია ჩაუტარდათ. სტუდენტები გაეცნენ პარლამენტის ისტორიას, თანამედროვე სტრუქტურასა და მუშაობის წესს. მათ საშუალება მიეცათ დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე გაემართათ დისკუსია პარლამენტთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები და ისიამოვნეს საინტერესო ექსკურსიით.

აღნიშნული ტიპის გაცნობითი ექსკურსიები მომავალშიც იგეგმება.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაესწრო 19–20 მაისს თბილისში გამართულ სამართლის პირველ ეროვნულ კონფერენციას 

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფ. დოქტ. ეკატერინე ბაკარაძე შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ 19–20 მაისს თბილისში გამართულ სამართლის პირველ ეროვნულ კონფერენციას.

კონფერენციის ჩატარების შესახებ მემორანდუმს ხელი 2011 წლის ნოემბერში მოეწერა და მის ორგანიზებაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩათვლით საქართველოს 10 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. შზსუ–ს სახელით ორგანიზება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ითავა.

აღნიშნული სახის კონფერენცია პირველად ჩატარდა, თუმცა ორგანიზატორები მის ყოველწლიურად ჩატარებას გეგმავენ. წელს ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ემსჯელათ იურისპრუდენციის აქტუალურ პრობლემებზე და გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები ქართულ სამართალში მიმდინარე რეფორმებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რამოდენიმე მიმართულება, მათ შორის კონსტიტუციური, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის და სამართლის სხვა დარგებში შესრულებული ნაშრომები.

კონფერენციის ორგანიზატორთა აზრით, აღნიშნული ღონისძიება კარგი დასაწყისია საქართველოს სამართლის სკოლებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად და მისასალმებელია, თუ მას კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა.


2012 წლის 1 ივნისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ მოაწყო უნივერსიადა ცურვაში, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ელენე გიორგობიანი. ელენემ გოგონებში აჩვენა საუკეთესო შედეგი ბრასის სტილის ცურვაში  - 50 მ 42,74 წამში და გახდა გამარჯვებული.


2012 წლის 8 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  კურსდამთავრებულების მე-14 გამოსაშვებ საღამოს უმასპინძლა  საღამო საზეიმო ვითარებაში წარიმართა,  ქართული და უცხოური სიმღერებითა და ცეკვებით,  ილუზიონისტის თავბრუდამხვევმა შოუმ საუცხოო ელფერი მისცა გამოსაშვებ ღონისძიებას. სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ   კონკურსებში გამარჯვებული წარმატებული სტუდენტები.  ეს ლამაზი საღამო საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა, ღირშესანიშნავი  დღე ყველას ძალიან დიდი ხანი ემახსოვრება. 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი–ევრაზია“ მონაწილეობა მიიღო 2012 წლის 13–16 მაისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევრაზიის მეოთხე ახალგაზრდულ ფორუმში თემაზე „სოციალური მედია და ახალგაზრდობა“ 

ევრაზიის ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო პლატფორმა „დიალოგი–ევრაზიის“ ეგიდით იმართება, ამჯერად ლიტვის დედაქალქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. ევროპისა და აზიის 15–მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემაზე „სოციალური მედია და ახალგაზრდობა“, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სოციალური მედიის ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები ახალგაზრდობაზე, ისევე როგორც დადებითი მხარეების წახალისებისა და უარყოფით მხარეებთან ბრძოლის ფორმები.

საქართველოს აღნიშნულ ფორუმზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის „დიალოგი–ევრაზია“ თანაკოორდინატორი ლიანა ჯაფარიძე წარმოადგენდა, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ფეისბუქი – რა არის და რა უნდა იყოს იგი თანამედროვე ახალგაზრდობისათვის?“

მონაწილეებმა ნაყოფიერად იმუშავეს ფორუმზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და ისიამოვნეს ვილნიუსის დათვალიერებითა და სტუმართმოყვარე ატმოსფეროთი.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის ინიციატივით 5 მაისს მოეწყო 2 დღიანი ტური მცხეთა-მთიანეთში. ტურის მონაწილეები იყვნენ სომეხი (10 სტუდენტი, ერევანი) და  ქართველი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის 10 სტუდენტი) სტუდენტები. სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტთა ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს მთიანეთის პოპულარიზაცია სომეხ ახალგაზრდებში. ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თიანეთის საოჯახო სასტუმრო "მთიებში" გასცნობოდნენ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, ეთნოგრაფიულ ექსპონატებს და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ქართულ ნაციონალურ სამოსში.

 


2012 წლის 8 ივნისს საღამოს 17:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულების მე-14 გამოსაშვებ საღამოს მასპინძლობს.  გამოსაშვებ საღამოზე თქვენ გელოდებათ სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვება, ქართული და უცხოური სიმღერები და ცეკვები,  ილუზიონისტის თავბრუდამხვევი შოუ, საზეიმო ტორტი და მრავალი სურპრიზი.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის ვიცე პრემიერი ბულენთ არინჩი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2012წლის 1 ივნისს ესტუმრა. . საერთაშორისო პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის, ცივილიზაციათაშორისო ურთიერთობების უწყვეტი და უნიკალური გზების გამონახვისა და თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში მის მიერ გაწეული ღვაწლისათვის , ბულენთ არინჩს მიენიჭა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი განაგრძობს  საგანმანათლებლო-სამეცნიერო ურთიერთობების დამყარებას და გაღრმავებას მსოფლიოს გამორჩეულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული მიზნით, 2012 წლის 22-23 მაისს ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ  უნივერსიტეტის რექტორთან პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ბარსელონაში, სადაც ისინი ესტუმრნენ  ბარსელონას უნივერსიტეტსა და ევროპულ უნივერსიტეტს. მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს და განიხილეს საერთო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები. თანამშრომლობის ასპექტები მოიცავს სტუდენტთა გაცვლით, ორმაგი დიპლომის პროგრამებს, ასევე სპეციალურ ფასდაკლებებს ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამზე ჩაბარების მსურველთათვის.

ბარსელონას უნივერსიტეტი დაარსდა 1450 წელს. იგი წარმოადგენს უძველეს უნივერსიტეტს კატალონიაში და ერთ-ერთ უძველესს ესპანეთში. ბარსელონას უნივერსიტეტი წარმოადგენს კვლევის უმნიშვნელოვანეს ცენტრს როგორც ქვეყნის, ასევე ევროპის მასშტაბით. იგი რეიტინგით პირველია ესპანეთში, მსოფლიოში - 176-ე, ხოლო მისი ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი მე-100.

ევროპული უნივერსიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლაა, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო აკრედიტაცია და გამოირჩევა პროფესურისა და სტუდენტების მაღალი პროფესიონალიზმით. ევროპულ უნივერსიტეტს გააჩნია ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ტაივანში, მალაიზიასა და ჩინეთში. ევროპული უნივერსიტეტი იყენებს სწავლების ამერიკულ მეთოდს, რაც გულისხმობს პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებულ სწავლებას.


23 მაისს შზსუ-ის საქველმოქმედო კლუბმა ორგანიზება გაუწია ძალზედ შთამბეჭდავ და ემოციურ საღამოს. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სტუდენთა მუსიკალურმა ჯგუფმა Sunny Universe-მა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა ქალდეამ გამართეს არაჩვეულებრივი კონცერტი ლეიკემიითა და კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის. საქველმოქმედო კლუბის მოხალისე წევრებმა მოამზადეს საჭმელები და ამ გამოფენით გამოხატეს თავიანთი თანადგომა. ჩვენი კლუბის წევრებმა აგრეთვე ჩაატარეს პრეზენტაციები ლეიკემიასთან დაკავშირებით. საღამოში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე შზსუ-ის ქართული ხალხური ცეკვების კლუბმაც. ამ ყველაფრის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა 1100 ლარი, გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს. ეს ფული მოხმარდება მ. იაშვილის კლინიკაში მყოფ ლეიკემიითა და კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის საჩუქრების ყიდვას, ბავშვთა საერთაშორისო დღისათვის, პირველი ივნისს. 


2012 წლის 24-26 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის კვლევითმა ინსტიტუტისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა რიგით მე-7 აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევრაზიის ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და პერსპექტივები“.  კონფერენციის თანაორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა  2012 წლის 24 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ოფიციალური მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი შევქეთ ერჯან თუნჩი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი ქ-ნი გიული ალასანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი ირაკლი მატკავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი დიმიტრი შაშკინი, პრაღის ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების უნივერსიტეტის ეკონომიკურ სწავლებათა ფაკულტეტის დეკანი ბ-ნი კარელ ჰავლიჯეკი (ჩეხეთი), სამხრეთ პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ხელმძღვანელი ბ-ნი რონი რიჩარდსონი (აშშ) და დელჰაის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბ-ნი ჯონ ნეიდერი (აშშ).

25-26 მაისს კონფერენცია გაგრძელდა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

-         ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის განვითარების თეორიები და პრაქტიკული მაგალითები

-         საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა

-         ბიზნეს განათლება

-         გლობალიზაცია და თანამედროვე ეკონომიკა

-         ისტორია და კულტურა

-         სოციალური და გეოპოლიტიკური გამოწვევები

-         ტურიზმი და ინვესტიციები

კონფერენციაში მონაწილეობა  მიიღეს საქართველოს, თურქეთის, აშშ-ს,  აზერბაიჯანის, პოლონეთის, ჩეხეთის,  ერაყისა და რუსეთის წარმომადგებლებმა.

კონფერენციის კულტურული ღონისძიების ფარგლებში 26 მაისს კონფერენციის მონაწილეები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის საზეიმოს გახსნას ქუთაისში.

კონფერენციამ ხელი შეუწყო მეცნიერული მიდგომების გაზიარებას და დახვეწას მონაწილეთა შორის, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი       ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად და საზოგადოების ინფორმირებას კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებით. 

 


17 მაისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა 2012 წლის სებ-შზსუ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამის ბოლო ლექციას. ლექციას წარუძღვა საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული ჯუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის  მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ბატონი ლაშა გზირიშვილი, რომელმაც ისაუბრა საცალო საბანკო ბაზრის მომხმარებელთა  უფლებების დაცვაზე საქართველოში.

სებ-შზსუ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა "ფინანსური რეგულირება საქართველოში" ჩამოყალიბდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტსა და  საქართველოს ეროვნული ბანკს (სებ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე 2010 წელს.  პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მაღალი რანგის მოხელეები უძღვებიან სხვადასხვა კურსს და პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს უტარდებათ ტესტირება, წარმატებულ სტუდენტებს კი გადაეცემათ სერთიფიკატები.


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სტუდენტურ კლუბ “დიალოგი ევრაზია”-სთან ერთად ორგანიზება გაუწია შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს ელჩთან საქართველოში, მის აღმატებულება ჯუდით გოფთან.

 

 

დღეს, 2012 წლის 18 მაისს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჰქონდა პატივი ემასპინძლა გაერთიანებული სამეფოს ელჩისთვის, მისი აღმატებულება ჯუდით გოფისთვის შზსუ-ში.

მისი აღმატებულება ჯუდით გოფი, რომელმაც 2010 წელს დადო ფიცი ყოფილიყო გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მის აღმატებულების ელჩმა ჯუდით გოფმა ისაუბრა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.      

მის აღმატებულების ელჩთან ჯუდით გოფთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტების, პროფესორებისა და სტუმრებისათვის, რომელთაც მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლბა მიეღოთ ინფორმაცია მათთვის სასურველ კითხვებზე.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ხშირად აწყობს ამგვარ შეხვედრებს და იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ელჩს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შეხვედრების მიზანია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარონ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ჩვენმა სტუდენტებმა კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა მათ პროფესიასთან დაკავშირებით.   

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტურ კლუბ „დიალოგი ევრაზია“-სთან ერთად ასეთი სახის შეხვედრებს ახლო  მომავალშიც გეგმავს.

 


16 მაისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა კომპანია „ბარამბოს“ მარკეტინგის მენეჯერს ბატონ ალექსანდრე სტროგანოვს. ბარამბო წარმოადგენს უმსხვილეს შოკოლადის მწარმოებელ და საკონდიტრო საწარმოს ამიერკავკასიაში.   როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თანამედროვე ევროპული ტექნლოგიების, უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ და პროდუქციის ხარისხის მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას მიეღწია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისათვის.

ბატონი სტროგანოვის პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. მან მიმოიხილა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიები, წარმოების პროცესი, მომწოდებლები, ტექნოლოგიები, მენეჯმენტი და ის სხვა აუცილებელი კომპონენტები, რაც განაპირობებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

მსგავსი შეხვედრები პრაქტიკოს ბიზნეს წარმომადგენლებთან დაეხმარება სტუდენტებს თეორიული ბიზნეს განათლების პრაქტიკაში წარმატებით დანერგვაში. 

 


15 მაისს შზსუ-ის საქველმოქმედო კლუბის წევრები ესტუმრნენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, იაშვილის კლინიკაში. ბავშვებს წინასწარ მომზადებული ტკბილეული დავურიგეთ. საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუმრებსა და ჩვენს ძვირფას ბავშვებს პატარა კონცერტი ჩაუტარეს რამოდენიმე უნივერსიტეტიდან მოსულმა სტუდენტებმა. სპეციალიურ ფორმებში გამოწყობილმა სტუდენტებმა გაამხიარულეს შეკრებილი საზოგადოება. იქვე შეგროვდა ფული ბავშვების დასახმარებლად. საჩუქრად გადაცემულ ტკბილეულის პარკებში მოვათავსებულ ბარათებზე ბავშვებმა თავიანთი სურვილები დაწერეს...

ამ თბილი საღამოთი ძალიან გაიხარეს ბავშვებმა და მათმა მშობლებმა. ისინი კვლავ გველიან და ელოდებიან თავიანთი სურვილების შესრულებას!


11 მაისს, 19:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკისმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულთა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 20 წლის თავს.


2012 წლის, 14 მაისს, ფათიჰის უნივერსიტეტის პროფესორი, პროფ. დოქტ. მურათ ქარაგოზი, ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორებს. პროფ. დოქტ. მურათ ქარაგოზი არის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ფათიჰის უნივერსიტეტში, ქ. სტამბულში. შეხვედრას ესწრებოდნენ შზსუ რექტორი შევქეთ ერჯან თუნჩი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი. პროფესორმა მურათ ქარაგოზმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: 2008 წლის მსოფლიო კრიზისი. პრეზენტაცია განვითარდა საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიებით. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია მათ პროფესიასთან დაკავშირებით. 


ამ მოვლენასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონი გიროგი ბარამიძე.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ბატონი ფრანკო იმპალა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეის რექტორი ბატონი შევქეთ ერჯან თუნჩი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი ქალბატონი გიული ალასანია.

ბატონმა გიორგი ბარამიძემ  საჯარო ლექცია ჩაატარა შავი  ზღვისა საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. 

 

 


უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა მიულოცეს სტუდენტებს იუბილე. შზსუ-ს ხალხური ცეკვების ანსამბლმა შეასრულა რამდენიმე ცეკვა. საღამო მიდიოდა უნივერსიტეტში არსებული მუსიკალური ბენდის თანხლებით. დაბადების დღეზე მოწვეული იყვნენ გამოჩენილი ქართველი ილუზიონისტი დავით რობაქიძე და ცნობილი კარიკატურისტი „კემო“ საღამოთი ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. 


10 მაისს შზსუ-მ უმასინძლა DAAD-ის ცენტრის კოორდინატორს საქართველოში ქალბატონ ელიზაბეტ ვენოჰრს. შეხვედრა გაიმართა მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორის, შზსუ-ში DAAD -ის ელჩის, ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელის ინიციატივით. ქალბატონმა ვენოჰრმა სტუდენტებს გააცნო გერმანიაში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობები. ამას გარდა, მან სტუდენტებს დახმარება აღუთქვა გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხის მოგვარებაში.

DAAD წარმოადგენს გერმანიის აკადემიური გაცვლის სერვისს, რომელსაც მთელ მსოფლიოში გააჩნია ქსელი და ეხმარება სტუდენტებსა და მეცნიერებს სწავლის და სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებაში გერმანიაში. 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ლევან პაიჭაძემ და გიორგი შანიძემ მონაწილეობა მიიღეს Peak Time 2012 საერთაშორისო ბიზნეს ოლიმპიადის დასკვნით ნაწილში, რომელსაც უმასპინძლა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლამ რიგაში 2012 წლის 2-5 მაისს.

Peak Time წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადას, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. Peak Time 2012-ის მიზანს წარმოადგენდა ყველაზე ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდებისათვის მიეცა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის და წარმოჩენის საშუალება.

ლევან პაიჭაძემ და გიორგი შანიძემ  გადალახეს ოლიმპიადის 3 ეტაპი, რაც გულისხმობდა ონლაინ ბიზნეს სიმულაციებს, მსოფლიოს წამყვან კომპანიაში მოღვაწე პროფესიონალების მიერ მომზადებულ სიტუაციურ მაგალითებს და გადავიდნენ ოლიმპიადის დასკვნით საფეხურზე. ფინალში მონაწილეებს მოუხდათ კიდევ უფრო რთულ სიმულაციებთან და სიტუაციურ მაგალითებთან შეჭიდება. 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ლევან პაიჭაძემ და გიორგი შანიძემ მონაწილეობა მიიღეს Peak Time 2012 საერთაშორისო ბიზნეს ოლიმპიადის დასკვნით ნაწილში, რომელსაც უმასპინძლა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლამ რიგაში 2012 წლის 2-5 მაისს.

Peak Time წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადას, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. Peak Time 2012-ის მიზანს წარმოადგენდა ყველაზე ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდებისათვის მიეცა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის და წარმოჩენის საშუალება.

ლევან პაიჭაძემ და გიორგი შანიძემ  გადალახეს ოლიმპიადის 3 ეტაპი, რაც გულისხმობდა ონლაინ ბიზნეს სიმულაციებს, მსოფლიოს წამყვან კომპანიაში მოღვაწე პროფესიონალების მიერ მომზადებულ სიტუაციურ მაგალითებს და გადავიდნენ ოლიმპიადის დასკვნით საფეხურზე. ფინალში მონაწილეებს მოუხდათ კიდევ უფრო რთულ სიმულაციებთან და სიტუაციურ მაგალითებთან შეჭიდება. 


სტუდენტებმა დაათვალიერეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ეზო, სადაც განთავსებულია 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საფლავები, აგრეთვე პარლამენტის შენობაში დაცული ისტორიული აქტები, მათ შორის საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია და მეფე ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის ასლი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობის წესისა და პროცედურების შესახებ, აგრეთვე პარლამენტის ახალ შენობასთან დაკავშირებით, რომლის გახსნაც ამა წლის 26 მაისს ქუთაისში იგეგმება.  ექსკურსიანტებს მიეცათ შეკითხვების დასმისა და სურათების გადაღების შესაძლებლობა.

აღნიშნული სახის ექსკურსიები სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება მომავალშიც.


 სებ-შზსუ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამის ფარგლებში 2012 წლის 2 მაისს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს  ქალბატონ ნანა ასლამაზიშვილს.

სებ-შზსუ ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამა "ფინანსური რეგულირება საქართველოში" ჩამოყალიბდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტსა და  საქართველოს ეროვნული ბანკს (სებ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე 2010 წელს.  პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მაღალი რანგის მოხელეები უძღვებიან სხვადასხვა კურსს და პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს უტარდებათ ტესტირება, წარმატებულ სტუდენტებს კი გადაეცემათ სერთიფიკატები.

 


27-28 აპრილს შზსუ-ის განათლების ფაკულტეტმა ჩაატარა მეორე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურების საკითხებზე. ეს ღონისზიება უკვე ყოველწლიურ ხასიათს იძენს. წარმოდგენილი იყო 44 მოხსენება. მონაწილეები წარმოადგენდნენ 5 ქვეყანას (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ერაყი და მექსიკა). შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ათათურქის უნივერსიტეტი ერზრუმიდან (თურქეთი) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი გუნდებით იყო წარმოდგენილი (20, 7 და 6 მომხსენებელი, შესაბამისად). მონაწილებდა 35 მკვლევარი და 9 სტუდენტი, რომელთა მოხსენებებიც იქნება გამოქვეყნებული (სტუდენტების მოხსენებები - მხოლოდ მოკლე ინფორმაცია).  მრავალი საინტერესო თანამედროვე თემა იყო განხილული, რომელიც დაკავშირებულია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებთან. კონფერენცია მიმდინარეობდა მეგობრულ, დაუძაბავ ატმოსფეროში, ცოცხალი დისკუსიებით, იუმორით და მუსიკალური პაუზებით.  უცხოელი მონაწილეებისთვის უზრვუნველყოფილ იქნა კულტურული პროგრამა.



2012 წლის 1 მაისს, ბატონი დავით საყვარელიძე  შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ბატონმა დავითმა მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ახალ პროექტებზე ისაუბრა. საყვარელიძემ სტუდენტებს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები გააცნო.

შეხვედრაზე პროკურორის პირველმა მოადგილემ სტუდენტებთან ერთად განიხილა მთავარი პროგრამები, როგორიცაა:   „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია"  „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა" და სხვ.

შეხვედრის ბოლოს ბ-ნმა დავით საყვარელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებსა და პროფესორებს მიეცათ შესანიშნავი შანსი დასწრებოდნენ შეხვედრას და მიეღოთ საინტერესო ინფორმაცია მათ პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.   


2012 წლის 22 აპრილს, შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაესწრო პირველი სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის „კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე“ მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ფარუქ გურსოიმ, ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მუსა გულიევმა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ და პროფ. ია ხუბაშვილმა, რომლებმაც მიულოცეს მონაწილეებს წარმატებული გამოსვლა კონფერენციაზე და გადასცეს პრიზები გამარჯვებულებს.

პირველი ადგილი დაიკავეს შზსუ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებმა თეონა კეკუტიამ და თეონა ჯიქიამ. მეორე ადგილი განაწილდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებს, ტერეზა ჯაფარიძეს, დავით ვაჩეიშვილსა და ყარაჩაი–ჩერქეზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოსმან შუნგაროვს შორის. მესამე ადგილი ასევე გადანაწილდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სპეციალობის მესამე კურსელებს, გუგული თურმანიძეს, მზია დავითაძესა და ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, იბრაგიმ ცულოევს შორის.

გამარჯვებულებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზები. მონაწილეები და ორგანიზატორები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

კონფერენცია ორგანიზებული იყო შზსუ–ს, თსუ–სა და კავკასიის ფონდის მიერ.

 


2012 წლის 21 აპრილს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმასპინძლა პირველ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე“.

კონფერენცია, რომელიც ჩატარდა 2012 წლის 20–23 აპრილს, ორგანიზებული იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის ფონდის მიერ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ შზსუ რექტორი, პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი და სხვა ოფიციალური პირები. მისასალმებელი ცერემონიის შემდგომ, სტუდენტებმა აუდიტორიას წარუდგინეს საკუთარი ნაშრომები და ჩაერთვნენ კავკასიის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიაში.

 


2012 წლის 20 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა უცხოელ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ექსკურსია დაგეგმილი იყო შზსუ–ს, თსუ–სა და კავკასიის ფონდის მიერ ერთობლივად ორგანიზებული პირველი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „კავკასია, როგორც ერთიანი კულტურული და ეკონომიკური სივრცე“ ფარგლებში.

ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ პერსონალის მუშაობის პროცესს, აგრეთვე დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 


2012 წლის 20 აპრილს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  ჩატარდა  აქცია „ცხოვრება თამბაქოს  გარეშე”. აქციის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია „საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის“  წარმომადგენლებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და თამბაქოს კონტროლის ცენტრმა

აქციის ფარგლებში ჩატარდა  სპორტულ-კულტურული ღონისძიებები. 


2012 წლის 21 აპრილს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ტურიზმის განყოფილება დაესწრო ქართული ყველის ფესტივალს, რომელიც გაიმართა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღში. ღონისძიება მოეწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით  და  მიზნად ისახავდა ქართული ყველის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებში, ისე ადგილობრივ მომხმარებლებში.

საქართველოში ყველის წარმოება 28 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს საშუალება მიეცათ  ულამაზესი ბუნების გარემოცვაში დაეგემოვნებინათ და შეეძინათ უძველესი ტრადიციებით დამზადებული ქართული ყველის სხვადასხვა სახეობა.


შზსუ-ს  საქველმოქმედო კლუბმა სააღდგომო პასკები დაურიგა უნივერსიტეტის მეზობლებს, პერსონალს და სტუდენტებს. ჩვენმა მოხალისეებმა ერთობლივად იმუშავეს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებისთვის. აღდგომის მნიშვნელობის შესახსენებლად  565 სააღდგომო პასკა დარიგდა. დღესასწაულები ჩვენი მეგობრობის განმტკიცების ხელშემწყობია. გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას!


2012 წლის 18 აპრილს, ოთხშაბათს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჰქონდა პატივი ემასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის, ბატონ ჯონ ბასისთვის.  

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სტუდენტურ კლუბ “დიალოგი ევრაზია”-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ბატონ ჯონ ბასთან შეხვედრას. 

ბატონი ჯონ ბასი, რომელმაც 2009 წლის 1 ოქტომბერს დადო ფიცი ყოფილირო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წარმოთქვა ძალიან საინტერესო სიტყვა. ბატონმა ელჩმა ისაუბრა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.        

ბატონ ჯონ ბასთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტების, პროფესორების და სტუმრებისათვის. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ განხილვაში და მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლბა, რომ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის სასურველ კითხვებზე ყველაზე კომპეტენტურ წყაროსგან. სემინარი გაგრძელდა საინტერესო დისკუსიებით. 

აუდიტორიამ ისიამოვნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ბატონ ჯონ ბასთან შეხვედრით.  

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ხშირად აწყობს ამგვარ შეხვედრებს და იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ელჩს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შეხვედრების მიზანია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა გაუზიარონ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ჩვენმა სტუდენტებმა კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა მათ პროფესიასთან დაკავშირებით.  



2012 წლის 12 აპრილს შზსუ-ს ეწვია საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი დიმიტრი გვინდაძე. ბატონი დიმიტრი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და  სტუდენტებისთვის  და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამართა ინტერაქტიული ლექცია  საქართველოს ეკონომიკის შესახებ. ლექცია სიღრმისეულად მიმოიხილავდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ, ფისკალურ და ფინანსურ ტენდენციებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო  მთავრობის ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორისაა რეგიონული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, სამრეწველო და ტურისტული ბიზნესის განვითარება, აგრარული სექტორის განვითარებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა და სხვ. „ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე -  დასაქმება და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, აღნიშნა ბატონმა მინისტრმა.


2012 წლის  5აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  გაიმართა  IBSU School OF Public Relations  პრეზენტაცია და ამავდროულად  IBSU Training Center  ის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.

IBSU School OF Public Relations   - მიზნად ისახავს  გააცნოს მსმენელ;ებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ვრცელი კურსი  PR -  Theory  & Practice - ანუ PR -  თეორია და პრაქტიკა, რომელიც გარდა სფეროს ძირითადი საკითხებისა, მსმენელებს გადასაცემს საფუძვლიან ცოდნას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ღონისძიებათა მენეჯმენტის, ბრენდის მარკეტინგული კომუნიკაციების, ღონისძიებათა  მენეჯმენტის, ბრენდის მექანიზმების, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო  ტექნილოგიების შესახებ.

 


შზსუ-ის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სტუდენტურ კონკურსში „ჩემი ბორჯომი“, რომელიც ეწყობა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 5 აპრილს სასტუმროში Holiday Inn. კონკურსის მიზანია სტუდენტებს საშუალება მისცეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ კონკრეტული მარკეტინგული დავალებების შესრულებისას. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ამერიკულ დოლარს: I ადგილი -$ 5 000, II ადგილი - $ 3 000, III ადგილი  - $ 2 000. 




სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ შზსუ-ს პრორექტორთან ერთად ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში.

2012 წლის 26 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუქ გურსოი, შზსუ-ს პრო-რექტორი, პროფ. დოქტ. გიული ალასანია, და სტუდენტური კლუბის „დიალოგი ევრაზია“-ს წევრები ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში. ვიზიტორები პირადად გაეცნენ აშშ-ის ელჩს საქართველოში, ბატონ ჯონ ბასს და ესაუბრეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დღევანდელ საქმიანობაზე. სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ესაუბრა აშშ-ის ელჩს საქართველოში კლუბის საქმიანობისა და მიზნის შესახებ და დაპატიჟა ბ-ნ ელჩი შზსუ-ში, რათა მიეცეთ სტუდენტებს საშუალება, განავითარონ და გაამდიდრონ ცოდნა თავიანთ სპეციალობაში.

შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.     


შზსუ-ს რექტორი შევქეთ ერჯან თუნჩი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ფარუქ გურსოი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე ბაკარაძე სტუდენტებთან ერთად ეწვივნენ საქართველოს პროკურატურას, სადაც რექტორმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში იგეგმება მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა მიერ შზსუ-ს სტუდენტებისათვის ლექცია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარება, ერთობლივი სასერთიფიკატო პროგრამების მომზადება და სხვადასხვა სახის ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ წინასწარი შეთანხმებისამებრ ესტუმრონ საქართველოს პროკურატურას და ადგილზე გაეცნონ ამ ორგანოს საქმიანობის წესს, ასევე გაიარონ პრაქტიკა პროკურატურაში.


2012 წლის 15 მარტს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მოიწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბატონი პიტერ იანგი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იურიდიული მრჩეველი  კავკასიის რეგიონში.

 ბატონი პიტერ იანგი არის საერთაშორისო სპიკერი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის საკითხებში, იგი მუშაობდა როგორც USAID-ის იურიდიული მრჩეველი ავღანეთის საკითხებში.

 ის აგრეთვე მუშაობდა როგორც ვირჯინიის გუბერნატორის იურიდიული შუამავალი და დასაქმებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში.

ბატონი პიტერ იანგი იყო უფროსი მკვლევარი PILPG-ში (საერთაშორისო საჯარო სამართლისა და პოლიკიტის ჯგუფი) და მუშაობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფილიპინების, შრი ლანკასა და სომალისათვის.

ბატონმა პიტერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა კონსტიტუციური ფედერალიზმის მოდელები მსოფლიოში.

 

 


შზსუ-ის საქველმოქმედო კლუბმა აღნიშნა დედების და ქალთა საერთაშორისო დღეები. კონცერტი მოამზადეს ჩვენმა კლუბის წევრებმა შზსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენთა მშობლებისათვის. „ევრაზიის დიალოგმა“  საპატიო სტუმრად მოიწვია ეკა მამალაძე. საქველმოქმედო კლუბის წევრებმა თავდაუზოგავად იმუშავეს ერთი კვირის განმავლობაში.  ასევე კონცერტის სამზადისში ჩაებნენ შზსუ-ის მუსიკისა და ცეკვის კლუბებიც. დავამზადეთ მოსაწვევი ბარათები და ხელთნაკეთი ყვავილები ჩვენი სტუმრებისათვის. საინტერესო და ემოციებით სავსე იყო ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენოვანი ლექსები თუ პატარა პრეზენტაციები. ძალიან სასიამოვნო იყო მშობლებისა და თანამშრომლების ხილვა ჩვენს საკონფერენციო დარბაზში. კონცერტზე შეგროვილმა თანხამ შეადგინა 500 ლარი, რაც გადაეცა მოხუცებულთა თავშესაფარს. მომდევნო კონცერტები უფრო მეტად იქნება პროგრამულად დატვირთული. ამ პარასკევს, 16 მარტს, ვგეგმავთ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება თურქული და ქართული სამზარეულო. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ. ახლა დროა დავეხმაროთ ობოლ ბავშვებს...


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათა სკოლამ ტრადიციულად სამ კვირიანი პრაქტიკის გასავლელად ერზრუმის ათათურქის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში გააგზავნა ამავე ფაკულტეტის სტუდენტები. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებაში, სადაც საერთაშორსო საზოგადოებას წარუდგინეს ქართული კულტურა. 


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით 2012 წლის 25 თებერვალს მე-12 კლასელთათვის უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი “IBSU ოლიმპიადა 2012”. გაცნობებთ, რომ კონკურსი ჩატარდა სამ საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის მე-12 კლასის 1000-მდე  მოსწავლემ.

2012 წლის 3 მარტს კონკურსის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 100 საუკეთესო მოსწავლე და 3 გამარჯვებული სკოლა. მოსწავლეებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები

  • პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ ანრი მორჩილაძემ   მიიღო   iPad-ი და შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უფასო სწავლის უფლება.
  • მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლემ ნინო კვირიკაშვილმა მიიღო  Notebook  და შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უფასო სწავლის უფლება;
  • მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლემ მარიამ ვარდიშვილმა  მიიღო ციფრული ფოტოაპარატი და შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უფასო სწავლის უფლება.

შესაბამისი პრიზები, 75 % -იანი, 50 %-იანი და 20 %- იანი  ფასდაკლების უფლება მოიპოვეს   კონკურსის შედეგების მიხედვით პირველ ასეულში გასულმა საუკეთესო მოსწავლეებმა.

 I -ადგილი მოიპოვა კომაროვის თბილისის ფიზიკა მათემატიკის 199 -ე საჯარო სკოლამ;

II -ადგილზე გავიდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის 42-ე   

      საჯარო სკოლა;

III - ადგილი დაიკავა ანდრეა რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლამ . 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 1995წელს დაარსდა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში. უნივერსიტეტის წარმატებას განაპირობებს სწავლების მაღალი დონე, ხარისხი და პროფესიონალ ლექტორთა გუნდი. 


თურქეთის  შინაგან საქმეთა მინისტრი იდრის ნაიმ შაჰინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამობრძანდა. იგი თავის ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს შეხვდა.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთა, ტრეფიკინგისა და ნარკო დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ  შეხვედრაზე ხელი  მოეწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. Mმხარეები ითანამშროლებენ ინფორმაციის გაცვლის სფეროშიც. ბ-ნი მინისტრი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს. ბ-ნი იდრის ნაიმ შაჰინი და მასთან ერთად სტუმრად მყოფი ოფიციალური პირები გაეცნენ  საქართველოში იუსტიციის სამინისრტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, შეხვედრაზე აღინიშნა სურვილი  რიგი რეფორმების თურქეთში გატარების შესახებაც.საქართველოში ვიზიტისას ბ-ნი იდრის ნაიმ შაჰინი ეწვია   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და `ჩაღლარის` საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნ ადემ ონალთან შეხვედრისას მან მიიღო   ინფორმაცია საქართველოში @~ჩაღლარის~ საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.  ბ-ნ ონალმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოში  დღეისათვის გახსნილია ერთი უნივერსიტეტი და 7  სკოლა,  რომლებსაც  ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ადგილი უკავიათ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის. მან აგრეთვე აღნიშნა  სააქართველოს პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ სასიკეთო საქმეში.   ბ-ნ მინისტრმა უნივერსიტეტში შზსუ-ში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა: `ჩვენ აქ ვხედავთ იმ მოხალისე ადამიანებს, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მათ საფუძველი ჩაუყარეს  მეგობრობას, სიყვარულსა და დიალოგს ქვეყნებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი მახარდაჭერას გამოხატავს ამ მნიშვნელოვან საქმეში და აღნიშნავს,  რომ ნებისმიერი ადამიანი დასაფასებელია, იგი თვით უკანასკნელი ქუჩაში მყოფი ადამიანსაც კი აერთიანებს საზოგადოებასთან. Kძალიან სასიამოვნო ის ფაქტი, რომ თურქი ხალხი აქ ჩამოდის და შრომობს, მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებელია და სასიხარულო მათი ერთობლივი მუშაობა და მეგობრობა.  თურქი ხალხი განათლების სფეროში უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. შესაძლოა სხვა ქვეყნები პოლიტიკურად ეკონომიკურად ეფექტურნი არიან, მაგრამ თურქული მხარე აქ განათლების სფეროში მოღვაწეობს და ეს გაცილებით უფრო მუდმივია და დასაფასებელი.  ეს რა თქმა რთული საქმეა, ის რაც გაკეთდა აქ, ამის მიღწევას  ზოგგან 15 წელი, ზოგგან შეიძლება 20 წელიც კი დასჭირდეს.მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვისაც კი წვლილი მიგიძღვით ამ კეთილშობილურ საქმეში`. ბატონმა იდრის ნაიმ შაჰინმა ჩანაწერი გააკეთა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ წიგნში. `ჩაღლარისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბ-ნ ადემ ონალმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელით Bბ-ნ მინისტრს საჩუქრად გადასცა ზეთის საღებავებში შესრულებული მისი ავტოპორტრეტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ შევქეთ ერჯან თუნჩმა აღნიშნა  კმაყოფილება ვიზიტთან დაკავშირებით და გამოხატა დიდი პატივისცემა ბ-ნი მინისტრის მიმართ. მან უნივერსიტეტის სახელით ბატონ იდრის ნაიმ შაჰინს საჩუქრად გადასცა ქალაქ თბილისის ხედების სურათი. 

 


2012 წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მეორე საერთაშორისო გამოფენა,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.  ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოფენის დამთვარიებლებთან უშუალო კონტაქტი და ინფორმაციის მიწოდება. გამოფენაზე აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები.  გამოფენის ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვა და გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.  ,,გამოფენის დამთვარიებლებთან  ეფექტური კომუნიკაციისა“  და „ ყველაზე ფართო და აქტიური  სტუდენტური  ჩართულობისთვის გამოფენაში“ გამარჯვებულ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს  გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.


2012 წლის 24 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სტუდენტურ კლუბ „დიალოგი ევრაზია“-სთან ერთად მოაწყო შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ბ-ნ ჩენ ძიენფუსთან.

ბ-ნ ჩენ ძიენფუმ ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოში. შეხვედრა ყველასათვის  ნაყოფიერი გამოდგა. სტუდენტებსა და პროფესორებს მიეცათ შესანიშნავი შანსი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი ყველაზე კომპეტენტურ წყაროსგან. სემინარი გაგრძელდა საინტერესო დისკუსიებით.  

აუდიტორიამ ისიამოვნა ბ-ნ ჩენ ძიენფუსთან შეხვედრით.  


 
მუხლი 1. აღნიშნული წესდება მომზადდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აბითურიენტთა წახალისების მიზნით.

მუხლი 2. წესდება მოიცავს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  დაწესებულ წახალისების, ფასდაკლებებისა და სახელმწიფო გრანტით სარგებლობის  წესებს 

მუხლი3. `ჩაღლარის` საგანმანათლებლო  დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის  დაწესებული შეღავათები

3.1. `ჩაღლარის`  საგანმანათლებლო  დაწესებულებების კურსდამთავრებულები (თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა, ბათუმის რ. შაჰინის ბეგობრობის ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლა, მარნეულის დ.აღმაშენებლის სახ. სკოლა), რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად  აირჩევენ  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს,  სწავლის ქირის გადახდისას ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.  იმ შემთხვევაში,  თუ ზემოაღნიშნული  სტუდენტების სწავლის პერიოდი გახანგრძლივდა, ისინი (წლიურ ან საგნის ან კრედიტის გადასახადს ) გადაიხდიან  უნივერსიტეტის მიერ (მოცემული პერიოდისათვის) I კურსელთათვის დაწესებულ  თანხას  და ვეღარ ისარგებლებენ დაწესებული შეღავათით.

3.2. თუ ~ჩაღლარის ~ კურსდამთავრებული აბითურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს, იგი იმავდროულად ისარგებლებს შზსუ-ს მიერ დაწესებული ზემოაღნიშნული შეღავათითაც.

 მუხლი 4. ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლის პირობები

4.1. `ჩაღლარის`  საგანმანათლებლო  დაწესებულებების კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლას განაგრძობენ ნებისმიერ უნივერსიტეტში, (არა შზსუ-ში), შემდგომ კი გააგრძელებენ  შზსუ-ში,  სწავლის ქირას  გადაიხდიან  უნივერსიტეტის მიერ (მოცემული პერიოდისათვის) განსაზღვრულ  თანხას.

4.2. სტუდენტები, რომლებიც არ არიან @`ჩაღლარის` კურსდამთავრებულები,  `შზსუ`-ში ნებისმიერ კურსზე სწავლის გაგრძელების  შემთხვევაში, სწავლის ქირას  გადაიხდიან  უნივერსიტეტის მიერ (მოცემული პერიოდისათვის) განსაზღვრულ  თანხას.

  მუხლი 5. სხვა  ფასდაკლებები

5.1. საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადებში მონაწილე, 3 ტურში გამარჯვებული მე-12 კლასელები, რომლებიც პირველ რიგში აირჩევენ შზსუ-ს, ისარგებლებენ  სწავლის ქირის გადახდისას 15 %-იანი ფასდაკლებით. 

5.2. ეროვნულ გამოცდებიდან ჩარიცხული სტუდენტ, რომელიც  პირველ ადგილზე აირჩევს  შზსუ-ს, ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით

5.3. შზსუ-ს ყველა ფაკულტეტის I კურსელს დაურიგდება აღნიშნულ კურსზე სწავლისათვის განსაზღვრული სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ. 

5.4 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  ეროვნულ გამოცდებში რეიტინგით პირველ 500 ადგილზე  ჩარიცხული  სტუდენტი, რომელიც აირჩევს შზსუ-ს, ისწავლის უფასოდ. თუ სტუდენტს, რომელიც ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით, აკადემიური მოსწრების ქულა სწავლის განმავლობაში 80%-ზე დაბალი ექნება, მას აღნიშნული შეღავათი გაუუქმდება.

5.5. შზსუ-ში ერთი ოჯახიდან ჩარიცხული დედმამიშვილები (თითოეული მათგანი) ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.

5.6. ჩვენი უნივერსიტეტის მთლიან განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელთA შვილები ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.

5.7. იმ შემთხვევაში, თუ  სტუდენტი, რომელიც სარგებლობს  ზემოთ ჩამოთვილი შეღავათებიდან ნებისმიერით და ვერ დაასრულებს  სწავლას დროულად და სწავლის პერიოდი გაუხანგრძლივდება, იგი სწავლის გადასახადს გადაიხდის   იმ პერიოდისათვის უნივერსიტეტის მიერ I კურსელთათვის  დაწესებულ თანხას. სტუდენტ ვეღარ ისარგებლებს შეღავათით. 

5.8. სტუდენტი, რომელიც  აკმაყოფილებს (ეკუთვნის) დაწესებული შეღავათებიდან რამოდენიმეს პირობას ერთდროულად, ზემოთაღნიშნული შეღავათებიდან  ისარგებლებს ყველაზე მაღალი ფასდაკლებით. ერთდროულად დაუშვებელია რამოდენიმე სახის შეღავათით სარგებლობა. 

5.9. სტუდენტი პირველ კურსზე გადახდილი სწავლის ქირის ოდენობას იხდის სწავლის მთელი 4 წლის მანძილზე უცვლელად. 

5.10. უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე  ყველაზე მაღალი  (პირველ ადგილზე გასული) აკადემიური მოსწრების სტუდენტი ისარგებლებს 15 % -იანი ფასდაკლებით.

მუხლი 6. განაცხადის გაკეთება

6.1. სტუდენტმა, რომელსაც სურს ისარგებლოს ზემოთჩამოთვლილი შეღავათებით, უნდა მიმართოს შესაბამის ფაკულტეტს განცხადებით თანდართული  საჭირო ცნობებით.  სტუდენტი, რომელიც დროულად არ გაივლის რეგისტრაციას შემოდგომის რეგისტრაციის პერიოდში, გაუუქმდება დაწესებული შეღავათი.

 მუხლი 7. 

7.1. ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდება  უნივერსიტეტის ვებ გვერდზე. 

მუხლი 8. 

8.1. აღნიშნული წესდება ძალაში შედის რექტორატის საბჭოზე დამტკიცების დღიდან.

8.2. აღნიშნული წესდების  დებულებები დამტკიცებულია  რექტორის მიერ.  

 


“ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები”-სა და შზსუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნი ადემ ონალის, შზსუ-ის რექტორის ბ-ნი შევქეთ ერჯან თუნჩის და შზსუ-ის კანცლერის ბ-ნი რესულ დიქმენის ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-სთან.



2012 წლის 21 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმს შპს ”ბი ემ სი გორგიასთან”.

შპს ”ბი ემ სი გორგია” წარმოადგენს ამიერკავკასიაში უმსხვილეს ჰიპერმარკეტს, რომელიც ეწევა სამშენებლო მასალების წარმოებასა და იმპორტს. კომპანიის პარტნიორებს შორისაა ისეთი გიგანტი ბრენდები, როგორიცაა Henkel, Onduline, Genc-Duffa, Baxi-Maymak და სხვ.

ურთიერთთანამშრმლობის თანამშრომლობა გულისხმობს:

  • პრაქტიკაზე ორიენტირებული კურიკულუმის განვითარებას, 
  • სტუდენტთა პრაქტიკის გავლის, დროებითი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას და ვაკანსიების შემთხვევაში კურსდამთავრებულთა  შეძლებისდაგვარად დასაქმებას
  • სტუდენტთა თეორიული  ცოდნის გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას

და სხვა ასპექტებს. 


თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო პროექტთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ბ-ნი ზაფერ ჩაღლაიანი ესტუმრა თურქი ინვენსტორების მიერ გახსნილ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

ბ-ნი ჩაღლაიანმა  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნ ადემ ონალთან შეხვედრისას მიიღო   ინფორმაცია საქართველოში „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.  ბ-ნ ონალმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოში  დღეისათვის გახსნილია ერთი უნივერსიტეტი და 7  სკოლა,  რომლებსაც  ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟული ადგილი უკავიათ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის. მან აგრეთვე აღნიშნა  სააქართველოს პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ სასიკეთო საქმეში. ზაფერ ჩაღლაიანმა საქართველოში „ჩაღლარის“ სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ კლიპის ნახვის შემდეგ განაცხადა: „ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აქაც, საქართველოში ეწევით კეთილშობილურ საგანმანათლებლო საქმიანობას, რისთვისაც  დღეს ჩვენ, პირადად თქვენთან აქ მოვედით, რათა მოგილოცოთ“. ყველაფერი ეკონომიკა და კომერცია არ არის. ქვეყნის წინსვლისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება  განათლებას. თქვენ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა.  ჩვენ მის ნათქვამს ვერაფერს ვეღარ დავამატებთ. მაშინ როდესაც აქ, საქართველოში  ჯერ არავინ იყო შემოსული სხვა ქვეყნებიდან,  ჯერ თქვენ ჩამოხვედით და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დარჩით, ბევრი კარგი საქმე გააკეთეთ და დიდ წარმატებასაც მიაღწიეთ.  Bბ-ნი მიხეილ სააკაშვილი გამოხატავს ყველა ჩვენთაგანის აზრს და აღნიშნავს,  რომ არა აქვს მნიშვნელობა ენას, რასას, სარწმუნოებას, უპირველესად მნიშვნელოვანია პიროვნების ფაქტორი და მისი ღირსება. სწორედ ამისათვის, თქვენს მიერ გაწეული კეთილშობილური საქმიანობისათვის  მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველას, თურქულ მხარეს, ბიზნესმენებს და ყველა მხარდამჭერს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ღირსეულ საქმეში, რითიც დღეს ჩვენ ვამაყობთ. ბატონმა ჩაღლაიანმა ჩანაწერი გააკეთა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ წიგნში. ჩაღლარისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბ-ნ ადემ ონალმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელით ბ-ნ მინისტრს საჩუქრად გადასცა ზეთის საღებავებში შესრულებული მისი ავტოპორტრეტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნ შევქეთ ერჯან თუნჩმა აღნიშნა  კმაყოფილება ვიზიტთან დაკავშირებით და გამოხატა დიდი პატივისცემა ბ-ნი ჩაღლაიანის მიმართ. მან უნივერსიტეტის სახელით ბატონ მინისტრს  საჩუქრად გადასცა ქალაქ თბილისის ხედების სურათი.  ბატონმა ჩაღლაიანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  რექტორთან, ბ-ნ შ. ერჯან თუნჩთან, აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან და ბიზნესმენებთან   ერთად გადაიღო სამახსოვრო სურათები და დატოვა უნივერსიტეტი.



2012 წლის 15 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა სამხრეთ-პოლიტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჯორჯიის შტატი, აშშ)  საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების  ხელმძღვანელთან  რიჩარდ ბენეტთან და ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის  დეკანთან ტომ ნელსონთან.

მემორანდუმის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით უკვე გაემგზავრა 3 სტუდენტი  აღნიშნულ უნივერსიტეტში. იგეგმება ასევე კვლევის პროგრამები ახალგაზრდა  მეცნიერებისთვის.

შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს გაცვლითი და ორმაგი დიპლომის პროგრამის შესაძლებლობებზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. 

    


2012 წლის 2 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის ურმათ რისკულოვის სადოქტორო დისერტაციის ”კორუფციის ფაქტორების რაოდენობრივი ანალიზი” დაცვა. სადისერტაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ურმათ რისკულოვს მიანიჭოს ბიზნეს მენეჯმენტში (ფინანსები და საბანკი საქმე) დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

    


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ გიული ალასანიას მეუღლე, აკადემიკოსი ზურაბ ქომეთიანი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.


2012  წლის  17 იანვარს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ”თბილისი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ” ფინალური ტური. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდა  ქალაქ თბილისის ორასამდე სკოლა.  ნახევარფინალში გასული 18 გუნდი ქ.თბილისის მერიამ და სხვადასხვა სპონსორებმა დააჯილდოვეს სიგელებით თასებით მეხსიერების ბარათბითა და წიგის მაღზიის ვაუჩერებით.  ფინალურ ეტაპზე გადავიდა 8 საუკეთესო გუნდი .   მეოთხე, მეხუთე, მეექვსე,  მეშვიდე,  მერვე  ადგილზე გასული გუნდები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა  10 % იანი ფასდაკლების ვაუჩერებით,ხოლო   გამარჯვებული გუნდები (მესამე ადგილას გასული სკოლა №116 გუნდი ,,შევარდენი ” , მეორე ადგილას გასული №124 სკოლის გუნდი ”იმედი” დაპირველ ადგილზე  №99 სკოლის გუნდი” დაჯილდოვებაგაიმართება ქალაქ თბილისის მერიაში. ქ.თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავა პირადად დააჯილდოვებს გამარჯვებულ მოსწავლეებს მერიაში. 

 


საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა 2011 წარმატებული აღმოჩნდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულისთვის, თამარ ჯოხაძისთვის, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა 2011-ის გამარჯვებული სტუდენტის სტატუსი და ჯილდო 5000 ლარი.  საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 30 დეკემბერს სასტუმროში Holiday Inn, სადაც მოწვეულნი იყვნენ მონაწილე სტუდენტები, მათი ლექტორები, ოლიმპიადის პარტნიორი უნივერსიტეტები და კომპანიები და მედიის წარმომადგენლები. ცერემონიალზე ასევე დასახელდა ოლიმპიადის 20 საუკეთესო მონაწილე სტუდენტი, რომელთაც სხვა მონაწილეებთან ერთად გადაეცათ სერთიფიკატები. 


2011 წლის 20 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. დოქტ. ფარუკ გურსოიმ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლის ხელმძღვანელებთან ერთად უზენაეს სასამართლოთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
მემორანდუმი გაფორმდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ უნივერსიტეტთან, გორის სასწავლო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.



2011 წლის 26 დეკემბერს თსუ-ს რექტორი, ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი ეწვია ჩვენს უნივერსიტეტს, სადაც იგი შეხვდა რექტორს - პროფ. შევქეთ ერჯან თუნჩს, პრორექტორს, პროფ. გიული ალასანიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წევრებს. შეხვედრის ფარგლებში პატივცემული სტუმარი გაეცნო შზსუ-ს ზოგად სტრუქტურას. განხილულ იქნა  საერთო აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. 



თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს  უნივერიტეტს ეწვიენ  თურეთ- საქართველოს პარლამენტშაშორისო  მეგობრობისა და თანამშრომლობის  ჯგუფის წევრები ქალაქ  ბურსას მაჟორიტარი  პარლამენტარის, ბატონ ჰუსეინ შაჰინის ხელმძღვანელობით. პარლამენტარები შეხვდნენ შზსუ-ს რექტორს, ბატონ შევქეთ ერჯან თუნჩს, ასევე, ფაკულტეტთა დეკანებს. შეხვედრის ფარგლებში სტუმრები გაეცვნენ უნივერსიტეტის  სტრუქტურას. სტუმრებმა ავტოგრაფები დატოვეს უნივერსიტეტის სამახსოვრო წიგნში და გამომშვიდობებისას ჩვენს უნივერსიტეტს უსურვეს კიდევ უფრო დიდი წარმატებები. 

 


2011 წლის 22 დეკემბერს შზსუ-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნოემბრის თვეში ერევანში ჩატარებული მარკეტინგის გურუდ წოდებული პროფესორ ფილიპ კოტლერის სემინარში მონაწილეთათვის სერთიფიკატების საზეიმო გადაცემა.  მონაწილეთა შორის იყვნენ მარკეტინგის პროგრამის წარმატებული სტუდენტები და პროფესორები.


2011 წლის 22 დეკემბერს შზსუ-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნოემბრის თვეში ერევანში ჩატარებული მარკეტინგის გურუდ წოდებული პროფესორ ფილიპ კოტლერის სემინარში მონაწილეთათვის სერთიფიკატების საზეიმო გადაცემა.  მონაწილეთა შორის იყვნენ მარკეტინგის პროგრამის წარმატებული სტუდენტები და პროფესორები.


2011 წლის 22 დეკემბერს შზსუ-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნოემბრის თვეში ერევანში ჩატარებული მარკეტინგის გურუდ წოდებული პროფესორ ფილიპ კოტლერის სემინარში მონაწილეთათვის სერთიფიკატების საზეიმო გადაცემა.  მონაწილეთა შორის იყვნენ მარკეტინგის პროგრამის წარმატებული სტუდენტები და პროფესორები. 


 2011 წლის 22 დეკემბერს შზსუ-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა  საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებთან: პრეზიდენტთან, ბატონ ზურაბ გვასალიასთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ გიორგი ცუცქირიძესთან.  შეხვედრა გაიმართა 2011 წლის 17 მარტს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.  სტუმრებმა ისაუბრეს თემაზე:  ”საქართველოს საბანკო სექტორის რეტროსპექტიული მიმოხილვა”.  


 


2011 წლის 16 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ბ-ნ ფარუკ გურსოიმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბ-ნ ჩენ ძიენფუს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მისი დღევანდელი საქმიანობა. აგრეთვე, მათ ისაუბრეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალსო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტების თამანშრომლობაზე. სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ესაუბრა ბ-ნ  ჩენ ძიენფუს კლუბის საქმიანობისა და მიზანის შესახებ და დაპატიჟა ბ-ნ ელჩი შზსუ-ში.

შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.     

 


2011 წლის 15 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკისმცოდენობის მიმართულებაზე ჩატარდა მე-4 ყოველწლუირი ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის გახსნით ნაწილზე მოხსენებით გამოვიდნენ: პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩი – უნივერსიტეტის რექტორი; პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი – ფაკულტეტის დეკანი და ამერიკისმცოდნეობის პროგრამის კოორდინატორი; მაიკლ ტერნერი –ამერიკის შეერთებული შტატესბის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასოც. პროფ. დოქტ. მია კინგი – ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ლექტორი; პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ჯერემი ტეიგენი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის შტატის რამაპო კოლეჯის ამერიკისმცოდნეობის მიმართულება. 



2011 წლის 15 დეკემბერს გაიმართა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მე-3 სემინარი, რომელიც მიეძღვნა თემას: ”სტრატეგიული სიმულაცია: პერსპექტივები და გამოწვევები”. აღნიშნული თემა წარმოადგინა  ბატონმა ტარიელ ზივზივაძემ, რომელმაც სტრატეგიულ სიმულაციას უწოდა ბიზნეს განათლების ”უმაღლესი დონე”, ვინაიდან სწავლების ეს მეთოდი მიიჩნევა მენეჯერული უნარების განვითარების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხად.  ბატონმა ტარიელმა განმარტა სტრატეგიული სიმულაციის  მუშაობის მექნიზმი, რა სასწავლო ღირებულება გააჩნია მას და  სხვა რა უპორატესობები გააჩნია.

  


2011 წლის 21 ნოემბერს, შზსუ-ს ეწვია პროფესორი ბ-ნი ოთარ ბენიძე.

ბ-ნი ოთარი თავისი 30 წლიანი პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფილა დანიშნული, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, იუსტიციის მინისტრად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ბ-ნი ოთარი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებს ესაუბრა სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის, კონსტიტუციის მნიშვნელობის, თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მოესმინათ კომპეტენტური პასუხები.

ბ-ნი ოთარი ასევე შეხვდა შზსუ -ს რექტორს, პროფ.დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებს, საკონსტიტუციო სამართლის და სასამართლო სისტემის განვითარებას ამ ორ მეზობელ ქვეყანაში.   


2011 წლის, 1 და 2 დეკემბერს შზსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის სამართლის მიმართულებით. პროცესებში სულ 10 უნივერსიტეტის წარმომადგენელი გუნდი მონაწილეობდა.

1 დეკემბერს შესარჩევი ეტაპი გაიმართა „შერატონ მეტეხი პალასში“, ხოლო 2 დეკემბერს ნახევარფინალები და ფინალი შედგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში. შზსუ-ს გუნდმა ამ შეჯიბრებაში მე-5 ადგილი დაიკავა.


შზსუ-ის საქველმოქმედო კლუბი ესტუმრა ”კათარზისის” სათნოების სახლს მარჯანიშვილზე.

ჩვენმა კლუბის წევრებმა მოხუცებულთათვის პატარა კონცერტი გამართეს.

ყველა ჩვენგანისთვის ეს იყო დაუვიწყარი დღე. საყვარელი მოხუცები კვლავაც ელიან ჩვენს სტუმრობას...



2011 წლის 16 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ ეწვია თურქეთის საელჩოს საქართველოში. თურქეთის ელჩი, ბატონი ლევენთ მურათ ბურჰანი ესაუბრა სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. აგრეთვე, მათ ისაუბრეს მომავალში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.    


2011 წლის 2 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი ევრაზია“ მოაწყო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ბატონ ლევენთ მურათ ბურჰანთან.

ბატონი ბურჰანი ესაუბრა სტუდენტებს საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა რეგიონში.

სტუდენტებს მიეცათ შესანიშნავი შანსი მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ წყაროსგან.

შეხვედრამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.    



2011 წლის 1 დეკემბერს  “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია საქმიანი ვიზიტით ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და შეხვდა სტუდენტებს.“საქართველოს რკინიგზის” დღევანდელობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ საინტერესო პრეზენტაციის შემდეგ ირაკლი ეზუგბაიამ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული იყო  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.



2011 წლის 24 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ლიდსის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი რობერტ თილი ესტუმრა. იგი შეხვედა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლესა და სტუდენეტებს. შზსუ-სა და ლიდსის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს  გაცვლით პროგრამებს, რის საფუძველზეც შზსუ -ს სტუდენტები შესძლებენ სწავლის გაგრძელებას ინგლისის ქალაქ  ლიდსის მეტროპოლიტან უნივერსისტეტის საბაკალავრო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, აღსანიშნავია, რომ ეს უკვე რიგით ოცდამეათე უნივერსიტეტია რომელთანაც შზსუ გაცვლით პროგრამის ანხორციელებს.


ამა წლის 18 ნოემბერს ჩვენი უნივერსიტეტის ”ბიზნეს კლუბი” იმყოფებოდა კომპანია ყაზბეგში. ”ყაზბეგი” მრავალპროფილიანი ბიზნეს ჯგუფია, რომელიც წამყვან პოზიციებს ფლობს არა მარტო კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, არამედ ტურიზმის და ქართული ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ჩვენ საშუალება გვქონდა გვენახა, თუ როგორ ხდება ლუდის წარმოება და დავსწრებოდით წარმოების ხაზს. კომპანიის მომსახურე პერსონალი ძალიან თბილად დაგვხვდა და მათ დეტალურად აგვიღწერეს ყველაფერი ლუდის შესახებ.

ჩვენთვის, როგორც მომავალ ბიზნეს სამყაროში ჩართული ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მიუღწევადი არაფერია.



შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან ორთობლივი სასერთიფიკაციო პროგრამის ლექციებს. ნოემბრის თვეში შზსუ-ს ესტუმრნენ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის მოხელეები, რომელთაც ჩაატარეს ლექციები შემდეგ თემებზე:

08.11.11 

თემა: ქემელის სისტემის ბანკის შეფასება

ლექტორი: ნიკა ჩლაიძე - საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი

15.11.11

თემა: ფულადი და სავალუტო ბაზარი საქართველოში

ლექტორი: გიორგი ლალიაშვილი - ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი

21.11.11

თემა: დაზღვევის ძირითადი პრინციპები

ლექტორი: მანანა ციციშვილი - არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი



 


2011 წლის 15-17 ნოემბერს შზსუ-ის მარკეტინგის პროგრამის შერჩეული სტუდენტები და პროფესორები ასოც. პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელი და პროფ. დოქტ. ტატიანა პაპიაშვილი სტუმრობდნენ ქალაქ ერევანს (სომხეთი), სადაც ისინი დაესწრნენ სტუდენტურ ფორუმს და მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციას ”მარკეტინგის ახალი ერა რეგიონში”.  აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელოვან სტუმარს წარმოადგენდა მარკეტინგის გურუდ წოდებული პროფესორი ფილიპ კოტლერი, რომელიც ავტორია მარკეტინგის  დარგში გამოცემული მრავალი ბესთსელერის.  ფორუმზე სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოესმინათ პროფესორი კოტლერის საინტერესო ლექციისთვის, სადაც მან ისაუბრა მარკეტინგის დარგში როგორც არსებულ მიმართულებებზე, ასევე თანამედროვე ტენდენციებზე; მან სტუდენტებს მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა შეარჩიონ მათთვის შესაფერისი მიმართულება და შეიძინონ სათანადო უნარები და გამოცდილება. ლექციის დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და პროფესორმა კოტლერმა უპასუხა სტუდენტთა დასმულ შეკითხვებს. ვიზიტის შემდეგ დღეს, შზსუ-ის პროფესორებმა  მარკეტინგის და ეკონომიკის დარგში კახაბერ ჯაყელმა და ტატიანა პაპიაშვილმა გამართულ კონფერენციაზე წარმოადგინეს სტატიები თემებზე: ”ბრენდის ცნობადობის მატრიცა, როგორც წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი პოლიტიკურ ბაზარზე” და ”ბიზნეს განათლების გამოწვევები: საქართველოს მაგალითი”. პროგრამის მონაწილეებმა დიდი შთაბეჭდილებებით და მათ კუმირთან მომავალ წელს თბილისში შეხვედრის იმედით დატოვეს ერევანი. 



2011 წლის 15 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდენობის მიმართულებამ ტრადიციულად უმასპინძლა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ახლადდანიშნულ ატაშეს კულტურისა და განათლების დარგში მაიკლ ტერნერს. შეხვედრა გაგრძელდა ორ საათს. სტუდენტებისა და პროფესორების კითხვებს გაცვლით პროგრამებზე, განათლების სისტემის სხვადასხვა ასპექტებსა, თუ სტუდენტების მომავალ კარიერაზე სტუმარმა ამომწურავი პასუხები გასცა. საუბარი შეეხო მოახლოვებულ ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევით კონფერენციასაც. 


 


ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ინიციატივით პროფესორებს და სტუდენტებს  უკვე საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ფაკულტეტის მიერ გამართულ სემინარებზე,  სადაც მათ სასწავლო პროცესის პარალელურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების განხილვა, შეხედულებების გაზიარება და ცოდნის მიღება. სემინარები შეეხება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. ფაკულტეტმა უკვე ჩაატარა ორი საინტერესო შეხვედრა შემდეგ თემებთან დაკავშირებით:
სისტემური ანალიზი და მისი გამოყენება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში  - აღნიშნული თემა განხილულ იქნა პროფესორ გიორგი ღლონტის მიერ ფაკულტეტის პირველ სემინარზე, რომელიც შედგა 2011 წლის 2011 წლის 24 ოქტომბერს. მომხსენებელმა ისაუბრა სისტემური ხედვის მნიშვნელობაზე ისეთი რთული კომპექსების შესწავლაში, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური სისტემები და განიხილა ასეთი სისტემების მოდელირების პრობლემები.
ინოვაცია და მისი განვითარების ეტაპები - წარმოადგენდა ფაკულტეტის რიგით მეორე სემინარის თემას, რომელზეც ისაუბრა  მარკეტინგის დარგის  პროფესორმა ირაკლი ღვთისიაშვილმა 2011 წლის 11 ნოემბერს.  მომხსენებელმა აღწერა, როგორ გახდნენ განვითარებული ქვეყნები ინოვატორები აუცილებელი წინა ეტაპების გავლის შემდეგ და თუ ზოგადად რა როლი აკისრია ინოვაციას ქვეყნის განვითარებაში. 



ბატონი დავითი შეხვდა  სოციალური მეცნიერებათა  ფაკულტეტის სტუდენტებს. სემინარი გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში; განხილული იქნა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და აქტუალური თემები. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა როგორც ბატონი დავითი ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები.

          


ბიზნეს კლუბი, რომელიც ფუნქციონირებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მასში გაერთიანებულები არიან ბიზნესის მართვის ფაკულტეტის აქტიური სტუდენტები,ხშირად აწყობენ შეხვედრებს სხვადასხვა წარმატებული კომპანიების წარმომადგენლებთან და ასევა სტუმრობენ მათ. სწორედ ასეთი შეხვედრა გაიმართა კომპანია ''ბარამბოში.'' 2011 წლის 26ოქტომბერს ბარამბოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ქალბატონმა სალომე წაქაძემ თბილად მიიღო, უმასპინძლა შზსუ-ს სტუდენტებს და დაათვალიერებინა ქარხანა.

 


სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო თემები. ამავე ფაკულტეტის დეკანი და  პროფესორები ესწრებოდნენ სამაგისტრო თემის დაცვის პროცესს. სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები და წარმატებით გაიარეს ყველა საჭირო პროცედურა უნივერსიტეტის დამთავრებისთვის.   

 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი უსურვებს მაგისტრებს წარმატებებს თავიანთ სპეციალობაში.

 



2011 წლის 23 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა გერმანელ პროფესორებს სიეგენის უნივერსიტეტიდან. სიეგენის უნივერსიტეტის პროფესორები, რაფაელა ავერკონი და კარლ-ჟოსეფ კოხი, შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფ. დოქტ. შევქეთ ერჯან თუნჩსა და შზსუ-ს  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის დეკანს ასოც. პროფ. დოქტ. ფარუკ გურსოის. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. 



2011  წლის 13 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ESC Bretagne Brest (Bretagne Business School) წარმომადგენელი ბ-ნი სამუელ დუვალი.

ბატონ დუვალი შეხვდა   უნივერსიტეტის  რექტორს ბატონ შევქეთ ერჯან თუნჩს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორს ქალბატონ გიული ალასანიასა და შზსუ-ს  ბიზნესის მართვის ფაკულეტეტის დეკანს ბატონ ილიას ჩილოღლუს. მათ ისაუბრეს  შესაძლო თანამშრომლობაზე. ბატონმა  დუვალიმ  ჩაატარა პრეზენტაცია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.  

”ბრეტანის ბიზნეს სკოლა ” ერთ- ერთი საუკეთესოა საფრანგეთის ბიზნეს სკოლებს შორის, 1962 წლიდან უზრუნველყოფს გამორჩეულ ტრეინინგებს მენეჯმენტში და ბიზნესის განათლებას ინგლისურ ენაზე. ინგლისურად სწავლებადი პროგრამებია:

  • ბაკალავრიატი მენეჯმენტში
  • მაგისტრატურა მენეჯმენტში,  ე.წ  “Grande Ecole Program”
  • მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნესსში  ”უოთერფორდის ” ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ( ირლანდია) თანამშრომლობით.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა ივნისის თვეში მოაწყო კიდევ ერთი 17-დღიანი ტრენინგ პროგრამა თურქეთის ქალაქ იზმირში, დენიზლისა და სტამბულში. პროგრამა მიზნად ისახავდა ბიზნესის სფეროში სტუდენტთა  პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ტრენინგები  შზსუ-ში ჩვეულებისამებრ ეწყობა სასწავლო სემესტრის დასასრულს და ისინი ემსახურება სტუდენტთა გაცნობას რეალურ ბიზნეს სამყაროსთან და ბიზნესმენთა მხრიდან კონკრეტულ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. ზემოთ აღნიშნული პროგრამის საშუალებით სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და ჩართულიყვნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის, ექსპორტისა და იმპორტის, ბუღალტერიის და მარკეტინგის განყოფილებების სამუშაო პროცესში. ამას გარდა, სტუდენტები ესტუმრნენ ორ ქარხანას ქალაქ დენიზლიში. ტრენინგის პროგრამის გარდა, სტუდენტებმა დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, რამაც მათი მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო და ხალისიანი გახადა. 



შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქ. თბილისი მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა ორგანიზატორების   (გიორგი მურჯიკნელი, ნანა ივანიაშვილი, ლაშა მანწულაშვლი, ნუგზარ გვალია, გიორგი ნასრაშვილი)  ინიციატივით     უმასპინძლა     ვიქტორინას,  თემაზე თბილისი 

ქალაქი რომელსაც უყვარხარვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ ქ.თბილისის  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის  15 სკოლის  20გუნდი. მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ ექსვმა საუკეთესომ შეძლო  შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიმართება ნახევარფინალური ტური სადაც 3 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რომლებიც  ფინალური ეტაპისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

ვიქტორინის ფარგლებში თბილისის ყველა რაიონის სკოლა მიიღებს მონაწილეობას  შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ  რაიონიდან გამოვლინდება საუკეთესო სკოლის გუნდი  რომლებიც ერთმანეთს 25 დეკემბერს ფინალურ ეტაპზე შეეჯიბრებიან.

გამარჯვებულებს დააჯილდოვებს ქალაქ თბილისი მერია. 

 


2011 წლის 5 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  გამოჩენილ ქართველ ბალერინას, მსოფლიო ვარსკვლავს, ქალბატონ ნინო ანანიაშვილს უმასპინძლა. ქალბატონმა ნინომ წარმოადგინა ვიდეოები მისი  შესრულებით პოპულარული ბალეტებიდან.

პრიმა ბალერინამ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის 2011- 2012 წლის საბალეტო პროგრამა. ასევე შემოთავაზებული იქნა სტუდენტებისა და ლექტორებისთვის   აბონიმენტები შეღავათიან ფასად.   შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და ძალიან სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.  




 

 

 შ.ზ.ს.უ-მ დეპუტატებს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თურქეთის ქალაქ მალათიას დეპუტატი ონზურ ჩალიქი და აზერბაიჯანის დეპუტატი მეჰალეტ იბრაჰიმგიზი ესტუმრენ. ისინი თბილისსში ოფიციალური ვიზიტით იყვნენ ჩამოსულები. მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა შზსუ- ს რექტორმა  ბატონმა შევქეთ ერჯან თუნჯმა და მისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.  დეპუტატებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი. სტუმრობით ნასიამოვნებმა,  სამანხსოვერო ჩანაწერები გააკეთეს  და  გადაიღეს სურათები. 

 



 


2011 წლის 26 სექტემბერს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის სასწავლო წელი დაიწყო. მათთვის სპეციალური შეხვედრა მოაწყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დოქტ. შევქთ ერჯან თუნჩმა, პრორექტორმა  ქალბატონმა გიული ალასანიამ, ფაკულტეტის დეკანებმა და სხვადასხვა დეპარტამენტის თავჯდომარეებმა. მათ სტუდენტებს უნივერსიტეტის შინაგანაწესი გააცნეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ როგორც სტუდენტები და მათი მშობლები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც.   



ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ბიზნესის კლუბმა ივნისის თვეში მოაწყო ორკვირიანი პრაქტიკული ტრენინგი მისი წევრი სტუდენტებისათვის  ბანკ აზიაში (სტამბოლი, თურქეთი). ბანკი აზია წარმოადგენს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ბანკს, რომელიც ფლობს ქვეყნის საბანკო სექტორის მნიშვნელოვან წილს. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბანკის საკრედიტო, გაყიდვების, კადრების და სხვა განყოფილებების სამუშაო პროცესს.  პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. საქმიანი ნაწილის გარდა, პროგრამა მოიცავდა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს - სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები.  


 

შზსუ-ის კარიერის დაგეგმვის ოფისმა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტთათვის აგვისტოს თვეში მოაწყო ტრადიციული საზაფხულო კურსები  ბანკ ზირაათში (სტამბოლი, თურქეთი).  ზირაათ ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ  უმსხვილეს სახელმწიფო ბანკს თურქეთში, რომელის ფილიალები მდებარეობს ქვეყნის მარავალ ქალაქში. პროგრამის ფარგლებში ბანკის სხვადასხვა ფილიალებიდან მაღალი რანგის პროფესიონალები კითხულობდნენ ლექციებს შზსუ-ის სტუდენტთათვის. ბანკის ინიციატივით სტუდენტთათვის მოეწყო ექსკურსიები, ვახშამი. სტუდენტებმა ქალაქი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატოვეს. 



 

 

16 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, ბატონი გურამ იმნაძე.  ბატონ გურამს უდიდესი წვლილი მიუძღვის შზსუ-ს დაფუძნებასა და განვითარებაში. 1995 წლიდან იგი სათავეში ედგა რექტორის აპარატს და ძალ-ღონეს არ იშურებდა უნივერსიტეტის წარმატებისათვის.  ბატონი გურამი იყო მაღალი ერუდიციის, დიდი გამოცდილების მქონე, კეთილშობილი და ოპტიმისტი ადამიანი. გარშემომყოფების მიმართ გამოირჩეოდა გულთბილი დამოკიდებულებით.  ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი დღეს ჩვენს შორის აღარ არის. ბატონი გურამის ნათელი ხსოვნა დიდხანს შერჩება ყველას, ვისაც ერგო მისი ნაცნობობის ბედნიერება. 


2011 წლის 17 ივნისს შავი ზღვის საერთაშირისო უნივერსიტეტმა მეცამეტე გამოშვება გააცილა. უნივერსიტეტის რექტორმა  მიულოცა სტუდენტებს  დამთავრება  და გადასცა სერთიფიკატები. გამოსაშვებ საღამო გაიმართა უნივერსიტეტის ეზოში სადაც, უნივერსიტეტში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა შეასრულა რამდენიმე საცეკვაო და მუსიკალური ნომერი. საღამო დაასრულა შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტში არსებულმა როკ-ბენდმა.  კონცერტი დასრულდა ფეიერვერკით .

  


2011 წლის  29 მაისს 14 საათზე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ”თბილისი ქალაქი რომელსაც უყვარხარ” ფინალური ტური. ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდები (მესამე ადგილას გასული სკოლა №10 გუნდი ,,სფერო” , მეორე ადგილას გასული №141 სკოლის გუნდი ”იმედი” და პირველ ადგილზე  №112 სკოლის გუნდი ,,112”დააჯილდოვა თბილისის მერიამ  სიგელებით, თასებით, მეხსიერების ბარათბითა და წიგის მაღზიის ვაუჩერებით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა როგორც ვიქტორინის მასპინძელმა დააწესა სპეციალური პრიზი წიგნები და სამსახსოვრო საჩუქრები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისგან. რომელშიც გაიმარჯვა №112 სკოლის გუნდი ”112”

თბილისის მერიის მხარდაჭერითა  და  ახალგაზრდა ორგანიზატორების  (გიორგი მურჯიკნელი, ნანა ივანიაშვილი, ლაშა მანძულაშვლი, ნუგზარ გვალია, გიორგი ნასრაშვილი)  ინიციატივით გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ჩატარდა ვიქტორინა  „თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“. თამაშის ფარგლებში მონაწილეებს მოუწიათ სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება თბილისის თემატიკასთან დაკავშირებით.

  2011 წლის 2  და 3 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შესარჩევი ეტაპი და ნახევარფინალი. ვიქტორინის „თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხარ“. საწყის ეტაპზე,  მასში მონაწილეობას იღებდა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის 40 სკოლის, 42 გუნდი, საერთო ჯამში 250-მდე მოსწავლე. კონკურსის პირველი ორი ტურის შედეგად გამოვლინდა 8 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალში.

2011წლის ოქტომბრიდან ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებენ ქ.თბილისის ყველა სკოლა. პროექტის მიზანია მოსწავლეებში დედაქალაქის შესახებ ცოდნის ამაღლება. მისი მეშვეობით მონაწილეები თბილისის შესახებ ისეთ საინტერესო ფაქტებს გაეცნობიან, რომლებიც მათთვის მანამდე უცნობი იყო. 

 


გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში. 

2011 წლის 27 მაისს 10 საათზე,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ჩატარდა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია,  თემაზე გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში. 28 – 29 მაისს კონფერენცია გაგრძელდა ქალაქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეექვსეჯერ ატარებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, რუმინეთისა, და  პოლონეთის მეცნიერები და პროფესორები.

კონფერენციამ ხელი შეუწყო მონაწილეებს, საზოგადოებისთვის გაეცნოთ კვლევები უსაფრთხოების, კულტურული თვითმყოფადობის, გლობალიზაციის, ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის განვითარებისა  და ჯანდაცვის  შესახებ შავი ზღვისა  და კასპიის ზღვის რეგიონებში.

  

  


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს ყოველწლიურად საშუალება ეძლევათ წავიდნენ საზღვარგარეთ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით. 2010/2011 აკადემიურ წელს  უნივერსიტეტმა გააგზავნა 16 სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არიან:

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი:

უნივერსიტეტი: ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტი, აიოვას შტატი, აშშ

  1. მარიამ ქელდიშვილი

 

უნივერსიტეტი: ფათიჰის უნივერსიტეტი, თურქეთი

  1. თორნიკე ბერიძე
  2. პაატა ჩიხლაძე
  3. ნოდარ ნაზღაიძე
  4. გიორგი ბურჭულაძე
  5. ელენე ზაუტაშვილი
  6. ლიკა ხმიადაშვილი (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება)
  7. ნინო ზაალიშვილი  (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება) 

 

უნივერსიტეტი: იალოვას უნივერსიტეტი, თურქეთი

  1. დოდო თევზაძე
  2. ნინო ფარულავა
  3. თინათინ დალაქიშვილი
  4. მედეა ციცაგი
  5. ქეთევან ავანაშვილი
  6. ანა გელიშვილი

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

უნივერსიტეტი: ვაშინგტონის უნივერსიტეტი სანტ ლუისში, მისურის შტატი, აშშ

  1. ნინო ფარიზოვა     (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება)
  2. ხატია ჭელიძე        (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება)
  3. ლიკა ჩოხელი        (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება)
  4. ნინო იაკობიშვილი  (ამერიკისმცოდნეობის მიმართულება)

კომპიუტერული ტექნოლოგიების და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი:

უნივერსიტეტი: სტამბოლის უნივერსიტეტი, თურქეთი

  1. ვლადიმერ ბირქაძე


2011 წლის 20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაარსების    XVI  იუბილე აღინიშნა. შზსუ-ს რექტორმა სტუდენტებსა და პროფესორ -მასწავლებლებს მიულოცა იუბილე და გამარჯვებულ სტუდენტებს გადასცა სერთიფიკატები და მედლები.უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  შზსუ-ს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და მომღერლებმა მარი კარანაძემ და ხათუნა ათაბაძემ. წარადგინეს ქართული და ინგლისური სიმღერები. უნივერსიტეტს ასევე ეწვია მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელმაც შეასრულა რადმენიმე სიმღერა   უნივერსიტეტი სტუდენტებს გაუმასპინძლდა ტრადიციული შაურმებითა და გაიჭრა საიუბილეო ტორტი.

 



2011წლის 19 მაისს  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში   გაიმართა ქუჩის კალათბურთის (Street-Ball)  ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 24 უნივერსიტეტი. ღონისძიება ჩა